"მანჩესტერ სიტის" მთავარი მეკარე ჯო ჰარტი აცხადებს,რომ უეინ რუნი შესანიშნავი კანდიდატურაა ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნობაზე.
ბევრი მიიჩნევს , რომ ჯო ჰარტი დიდი ხნის მანძილზე დაიმკვიდრებს ინგლისის ნაკრების მთავარი მეკარის ადგილს.
"მე არ ვიცი ჯერ თუ ვის აირჩევენ ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნად , მაგრამ მე ვფიქრობ , რომ უეინ რუნი კაპიტნობისთვის შესანიშნავი ვარიანტია.ის ჩვენი ვარსკვლავია.რუნი 26 წლის არის და მას ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს,ვფიქრობ ამ მხრივ რუნი ღირსეული კაპიტანი იქნება ინგლისის ნაკრბისათვის." - დაასრულა ჰარტმა