თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2013, 12:38
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 3004,
კომენტარები: 11
მოიესის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
დევიდ მოიესმა გამართა პრესკონფერენცია ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" ტაილანდის ვარსვლავთა გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა.
მოიესის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
დევიდ მოიესმა გამართა პრესკონფერენცია ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" ტაილანდის ვარსვლავთა გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა.

მოიესის თქმით არაა საჭირო შევქმნათ ტრაგედია ამ წაგების გამო, მწვრთნელს სურდა, რომ დაენახა თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები და გამოეცადა ისინი მოედანზე.

"რათქმაუნდა ეს არიყო ძალიან კარგი მატჩი, თუმცა მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მთავარია, რომ რამოდენიმე მოთამაშემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ეს ძალიან კარგია ფეხბურთელის ფორმის აღსადგენად. ბიჭები ცოტა მოქანცულები იყვნენ, რადგან სტადიონზე და არა მარტო სტადიონზე ძალიან ცხელოდა, რათქმაუნდა ეს ხელის შემშლელი ფაქტორია ჩვენთვის. ჩვენ მატჩის ბოლოსკენ შევქმენით რამოდენიმე ძალიან რეალური მომენტი და მე საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ გუნდით, ბიჭები არიან დამაკმაყოფილებელ ფორმაში."

მოიესმა ასევე ისაუბრა კლუბის ახალწვეულ - უილფრიდ ზაჰაზეც ისაუბრა, ის ასევე შეეხო ადან იანუზაის თემას, რომელიც ახლახან გადმოვიდა ახალგაზრდული გუნდიდან - ძირითად გუნდში.

"ადანმა ძალიან კარგად ჩაატარა მატჩი, ის სხვების ფონზე გამორჩეული იყო და მიხარია, რომ მივეცი მას შანსი თავისი შესაძლებლობების გამოვლენისა. მე ვეცდები, რომ მას ჰქონდეს საკმარისი დრო მოედანზე, რათა გამოავლინოს ბოლომდე თავისი ნიჭი."

"უილფრიდზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, გამოვიდა ის მოედანზე და მთლიანად თამაში შეცვალა. ჩვენ გვაქვს ამჟამად ფორვარდების დეფიციტი, რუნი ტრამვირებულია, ვან პერსი ახლა შეუერთდება გუნდს, უილ კინი ტრამვის შემდეგ იღდგენს ფორმას, ასე რომ ზაჰას შემოსვლამ მოედანზე ჩვენ იმპულსი მოგვცა თავდასხმაში."

"ჩვენ შევიძინეთ ზაჰა იმისთვის, რომ დავაკვირდეთ მის თამაშს და გამოვიყენოთ გუნდის სასარგებლოდ. მე პირველად ვიმუშავე მასთან და პირველივე შეხვედრაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინგლისელმა ჩემზე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მას და ვათამაშოთ იმ პოზიციაზე, რომელზეც მისთვის იქნება უკეთესი და გუნდისთვისაც."


მოიესმა თავის შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა

"მშვენიერი მატჩი იყო, ტრიბუნები სავსე და "იუნაიტედის" უამრავი გულშემატკივარი, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ისევე როგორც ჩემი ხელქვეითები და ვაპირებთ ეს განწყობა სეზონის განმავლობაშიც შევინარჩუნოთ."


წყარო: Manutd.Ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: love united
15 ივლისი 2013 23:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ,სტროტმანის ტრანსფერი რომ აუცილებელია ალბათ დამეთანხმებით...იდეალური იქნება ეგ კაცი ჩვენთვის...ბეინსი არ იქნება ცუდი...და მერე თვითონ იცის...თუ დაიმატებს კარგ ცენტრალურ მცველს,მაგრამ მაინცდამაინც მაგის აუცილებლობას ვერ ვხედავ მე...ევანსი მშვენიერი ბიჭია,ჯონსი არანაკლები...სმოლინგიც გამოდგება გაჭირვებაში...ასე რომ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top