"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს, რომ ნებისმიერი მეტოქე გააოცოს თავისი ექსპერიმენტებით. "ევროპის და ინგლისის გუნდები თანდათან ძლიერდება და საჭიროა მათ რაიმე სიახლე შევთავაზოთ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება." "კაგავა და კლევერლი კარგად ერთვებიან გუნდის შეტევებში, ხოლო ფლანგის ფეხბურთელები იანგი, ნანი და ვალენსიაც შეუდარებლები არიან." "კაგავას არ მოუწევს სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ახლა ჩვენ მას ვათამაშებთ თავდამსხმელის უკან და ვფიქრობ გაამართლა კიდეც. ეს მისთვის არ არის პრობლემა. მას ცენტრში ნებისმიერ ადგილას შეუძლია დაეხმაროს თავდამსხმელებს მომენტების შექმნაში."-განაცხადა ფერგიუსონმა. წყარო:manreds.com