როგორც Sky Sports-ი გვცატყობინებს "პსვ"-ს ნახევარმცველი კევინ სტროტმანი ზაფხულში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 15 მილიონ ფუნტად გადმოიბიროს. 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტის თქმით კევინი თავის გუნდს იანვარში არ დატოვებს და ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი.
"წავა თუ არა კევინი იანვარში? შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ არა, - განაცხადა სტროტმანის აგენტმა. "ეს ჟურნალისტების შეთხზული ჭორებია. ახლა ოქტომბერია, და მე უბრალოდ შემიძლია კევინით დაინტერესებულ გუნდებს ვუთხრა, რომ აპრილში ან მაისში გადმომირეკონ."
გამოცემის თანახმად სტროტმანით ასევე იტალიური "მილანი" ინტერესდება, თუმცაღა 22 წლის ტალანტის გადმობირების უფრო დიდი შანსი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს აქვთ.