თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2013, 20:34
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 13
ორ თვიანი მითქმა-მოთქმის ბედნიერი დასასრული
„ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა 2010 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ვცადე. ეს მეორედ აღარ განმეორდება.“
ორ თვიანი მითქმა-მოთქმის ბედნიერი დასასრული
ყველაფერი ასე დაიწყო: რუნი ფერგიუსონმა ჯერ „ვესთ ბრომვიჩთან“ მატჩისას 71-ე წუთზე შეცვალა, შემდეგ „ ასტონ ვილასთან“ 72-ზე, „არსენალთან“ 88’, „ჩელსისთან“ მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, ბოლოს კი დარჩენილი მატჩები მთლიანად გამოტოვა. პრესამაც ნელა დაიწყო და ნელა უმატა მასზე წერა.

გულშემატკივრისთვის და მკითხველისთვის მთელი ეს ორ თვიანი ჭორების კორიანტელი უცხო მოვლენა არაა. რუნი პრესის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ჟურნალისტები ყოველდღიურად ხშირად წერენ სხვადასხვა კლუბის სხვადსხვა ფეხბურთელით დაინტერესებაზე, მათი სატრანსფერო ინფორმაციების 90% სიმართლეს არ შეესაბამება და ხშირად სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციები ურთიერთგამომრიცხავიცაა. ასე ხდებოდა უეინზეც ბოლო თვეების განმავლობაში, ასე ხდებოდა 2010-შიც. მაშინ, როცა რუნიმ ტრანსფერზე დაყენება ნამდვილად მოითხოვა (ახლა ამას უარყოფს). გაუთავებელი ჭორები, გულშემატკივრის სტვენა, ბოლოს კონტრაქტის გაფორმება.

ორ თვიანი მითქმა-მოთქმის ბედნიერი დასასრული

თუმცა, მოგვიანებით მან ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა: „ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა 2010 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ვცადე. ეს მეორედ აღარ განმეორდება.“

ორ თვიანი მითქმა-მოთქმის ბედნიერი დასასრული

ჭორების წერა გრძელდება მანამ, სანამ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება ან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება. ასე მოხდა ამჯერადაც:


13 მაისი, სერ ალექსი „სუონსთან“ მატჩის შემდგომ (დასაწყისი): „მან ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით. უკეთესი იყო, რომ უეინს დღეს არ ეთამაშა. მას ახლა ამაზე ფიქრი შეუძლია. ის უკმაყოფილოა მოედნიდან რამდენიმეჯერ გაყვანით, მაგრამ ტოპ ფორმაში მყოფი უეინი მინდორს არ დატოვებდა. რუნიმ უნდა იფიქრობს თავის მომავალზე, რადგან ის აქ დარჩება."
15 მაისი: რუნის „იუნაიტედის“ საჩემპიონო აღლუმზე სტვენით ხვდებიან.
18 მაისი, Daily Mail: „ბაიერნი“ რუნითი დაინტერესებას უარყოფს.
16 მაისი, ESPN: „ნიუკასლმა“ რუნისთან მოლაპარაკებები დაიწყო.
17 მაისი: „ნიუკასლი გამოირიცხა.“
17, 18 მაისი: რამდენიმე ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, რუნიმ თვითერზე პირადი ინფორმაციიდან წაშალა „მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი.“ სინამდვილეში, უეინს ეს თვითერზე არც სწერებია.
20 მაისი, EuroFootball: „რეალი“ რუნის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის.
24 მაისი, The Guardian: “პსჟ“ რუნის კვირაში 300 000 ფუნტს სთავაზობს.
27 მაისი, Daily Mail: რუნი მოიესს უახლოეს დღეებში შეხვდება.
3 ივნისი, Sky Sports: ვენგერმა რუნისადმი ინტერესი დაადასტურა
13 ივნისი, მოურინიო: „რუნიმ მე უნდა მომბაძოს. ის უნდა წავიდეს, თუ ამით ბედნიერი იქნება.“
21 ივნისი, DailyMail: ვენგერი რუნიში 30 მილიონ ფუნტს იხდის.
22 ივნისი, უსმანოვი ერთ-ერთი მფლობელი: "რუნი დიდებული ფეხბურთელია და არსენალისთვის კარგი შენაძენი იქნება. იგი ძალიან კარგად შეეწყობა კლუბს.. ვენგერს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველანაირად შევუწყობთ ხელს.“
23 ივნისი, The Mirror: რუნი დევიდ მოიესს მომავალ კვირას შეხვდება.
24 ივნისი, The Guardian: რუნი „იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
26 ივნისი, TheSun: ინგლისური ბუკმეიკერები რუნის „რეალში“ წასვლაზე დიდ ფსონებს იღებენ.
28 ივნისი, Daily Mirror: უეინ რუნი მზადაა დარჩეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ კლუბისგან ითხოვს იმ ინფორმაციის უარყოფას, რომლის თანახმადაც მან ტრანსფეზე დაყენება მოითხოვა.
29 ივნისი, Manchester Evening News: დევიდ მოიესისა და უეინის კონფლიტქი მოუგვარებელია. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მის ხელში ჩაგდებას ლონდონის "არსენალი" შეძლებს.
30 ივნისი, Daily Mirror: უეინ რუნიმ „არსენალი“ უარით გაისტუმრა.
30 ივნისი, The Sun: რუნი და მოიესი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ. (შეხვედრამ კარგად ჩაიარა, უეინმა მოიესს უთხრა, რომ მას არ უთხოვია გუნდისთვის ტრანსფერზე დაყენება, როგორც ეს სერ ალექსმა განაცხადა.
1 ივლისი, ნეიმარი: „ბედნიერი ვიქნები თუ „ბარსელონაში“ მეყოლება ისეთი თანაგუნდელი, როგორიც უეინ რუნია.
1 ივლისი, Daily Mail: უეინ რუნი და დევიდ მოიესი ხვალ კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, "თვალი თვალის წინ", სწორედ ასეთი სათაურით შეამკეს ჟურნალისტებმა დღევანდელი შეხვედრა.
1 ივლისი, Sky Sports: რომან აბრამოვიჩს სურს, რომ უეინ რუნი ლონდონის ჩელსში გადავიდეს.
2 ივლისი, Daily Star: „ჩელსი“ რუნიში 20 მილიონ ფუნტს იხდის და ფეხბურთელს დიდ ბონუსსაც ჰპირდება.
2 ივლისი, ჯეკ უილშერი: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის შესაძენათ, უეინის გადმოსვლა ყველას სტიმულს მოგვცემს ტიტულისთვის ბრძოლაში."
3 ივლისი, Daily Mail: დღეს დილით რუნი „კარინგტონის“ ბაზაზე მოიესის სანახავად მივიდა.
3 ივლისი, Sky Sports: დღეს რუნის და მოიესს შორის მოლაპარაკება არ გამართულა, შეხვედრა ხვალ გაიმართება.
4 ივლისი, ესპანური პრესა: ბარსელონა: 25 მილიონი და დევიდ ვილა უეინ რუნის სანაცვლოდ.
4 ივლისი, პიკე: „არამგონია რუნის „ბარსელონაში“ პრობლემები შეექმნას. მისთვის საუკეთესო გამოსავალი ამ კლუბში გადმოსვლაა.“
5 ივლისი, მოიესის პირველი პრესკონფერენცია, (დასასრული): "ვიცი,ერთი სული გაქვთ უეინზე რაიმე გაიგოთ და მეც გეტყვით: ის არ იყიდება. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეა და ამავე კლუბის მოთამაშედ დარჩება.
ადრე უეინი და ფერგიუსონი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მე ამ შეხვედრაზე არ დამიძახეს. ნამდვილად არ ვიცი, ამ ორმა ჯენტლმენმა, თუ რაზე ისაუბრა.

მე რამდენიმეჯერ შევხვდი უეინს. ის კარგად ვარჯიშობს და კარგ მდგომარეობაშიც იმყოფება. ერთი სული მაქვს, მასთან მუშაობას როდის დავიწყებ.
მის თვალებში სიხარულს ვხედავ. ის ბედნიერია და მისი საქმისადმი მიდგომა შესანიშნავია."
სტატიები, ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: M . U . F . C
7 ივლისი 2013 02:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
მიყვარხარ შრეკ <33
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№12
ავტორი: MAGNIFICENT 7
7 ივლისი 2013 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
აუ მთელი ზაფხული ამაზე ვნერვიულობდი... ძლივს მოგვარდა ეს საქმე

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№13
ავტორი: rooney and persi
7 ივლისი 2013 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
ბრავო ჯუბო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top