"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ განაცხადა,რომ ყოველი ახალი თამაში მას თვითდაჯერებულობას აძლევს და დიდი შემართებით მუშაობს.ის აცხადებს,რომ ის შეიძლება დასაწყისში არასტაბილური იყო,მაგრამ ეხლა ყველაფერი გამოსწორდა და ეხლა ის კარგ ფორმაშია.
"ყოველდღე მე ვმუშაობ,რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.მე მინდა,რომ სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებული იყოს ჩემში." - განაცხადა Daily Mail-თან ინტერვიუში
"მე ყოველდღიური ვარჯიში მაძლევს იმის შესაძლებლობას,რომ პროგრესი განვიცადო და ბევრი რამ ვისწავლო."
"გასული სეზონის მეორე ნაწილი ჩემთვის კარგი აღმოჩნდა,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს ეხლა უკვე ახალი სეზონია და ახალი შემართებით შევუდექი ჩემი საქმის კეთებას."
"არამგონია ბოლო თვეებში კარგი შედეგი მქონოდა,მაგრამ ყოველი ახალი თამაში მე მაძლევს თვითდაჯერებულობას."
"მე მესმის და დავეთანხმები მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას.თუ ის მიიჩნევს,რომ გუნდის ნომერ პიველი მეკარე ანდრესი უნდა იყოს მე თანახმა ვიქნები და უფრო დიდი შემართებით შევუდგები სამქეს.ეს ჩემი გამოწვევა იქნება."
ბრიტანულ და ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ შეიძლება "იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ თავი "რეალ მადრიდში" ამოჰყოს. ამ ყველაფერზე იკერ კასილასმა კომენტარი გააკეთა სადაც განაცხადა,რომ ის დავიდში ხედავს ესპანეთის ნაკრებში მის შემცვლელს და ასევე "სანტიაგო ბერნაბეუზე".