"იუნაიტედის" ფრანგმა ლეგიონერმა გაიხსენა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი წინასასეზონო ტურნეები...
მანჩესტერის მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ manutd.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი წინასასეზონო ტურნეები.
დაუვიწყარი ტურნე:"ალბათ ჩემი პირველი ტურნე გუნდთან ერთად სამხრეთ აფრიკაში.ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის."
საყვარელი ქალაქი:"მე ძალიან მომეწონა ნიუ-იორკი.ჩვენ იქ სულ რამდენიმე დღით ვიყავით, მაგრამ მოვასწარი ჩემი მეგობრის, ტიერი ანრის ნახვა.მან მე რამდენიმე კარგი რესტორანი მანახა.ასევე ძალიან მომეწონა ჩიკაგო."
საუკეთესო მატჩი ტურნეზე:"ერთ-ერთი მატჩი იყო სამხრეთ კორეაში, რომელიც 3-0 მოვიგეთ.მე გავიტანე გოლი.ამის მიუხედავად ადგილობრივმა ფანებმა თბილი დახვედრა მომიწყეს-მე ხომ ჯი სუნ პარკის მეგობარი ვარ."
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება:"მახსოვს, სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას წავედით საფარში, იქ მე თეთრი ლომი ვნახე.ის ძალიან დიდი იყო."
ტურების ცუდი ფაქტორი:"ჩვენ ვიმყოფებით შორს ჩვენი ოჯახებიდან.არის ასევე უხერხული სიტუაციები თვითმფრინავით ფრენასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ არ ვხვდებით განსაკუთრებულ პრობლემებს."
საუკეთესო მეზობელი ოთახში:"ჯი აღარ არის გუნდში, ამიტომ ასეთი ადამიანი გვაკლია.ვიცნობ ბევრ მოთამაშეს, რომელიც ოცნებობს ჩემთან ერთად ცხოვრებაზე, რადგან მე კარგი დი-ჯეი ვარ.კარგ მუსიკებს ვარჩევ.მაგრამ მე ეგოისტი ვარ:ან ჯი სუნგ პარკი, ან არავინ."