როგორც Daily Mirror გვატყობინებს ლონდონის "არსენალმა" ინგლისისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს უეინ რუნის კონტრაქტი შესთავაზა.
მომდევნო კვირაში "წითელი ეშმაკუნების მწვრთნელი დევიდ მოიესი ისევ შეხვდება რუნის, რათა მის მომავალზე საბოლოოდ დაილაპარაკონ.
ამ შეხვედრას არ დაელოდა "არსენალი" და 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. წყაროს ცნობით "იუნაიტედი" თავისი ვარსკვლავის გაყიდვას გამორიცხავს.
ასევე უეინით არის რამოდენიმე კლუბი დაინტერესებული და სავსებით მოსალოდნელია მათგან ფეხბურთელმა შეთავაზებებიც, რომ მიიღოს. ეს კლუბები კი არიან: "ჩელსი", "მონაკო" "ბაიერნი" და "პსჟ".