თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2013, 23:18
ავტორი: Macklemore,
ნანახია: 3366,
კომენტარები: 16
1967-68 წლების ევროპის თასის ფინალი
ევროპის თასის 1968 წლის ფინალი, სადაც "იუნაიტედი" პირველი ევროპული თასის მფლობელი გახდა...
1967-68 წლების ევროპის თასის ფინალი
თქვენ ალბათ ბევრჯერ გაქვთ ნანახი 1999წლისა და 2008წლის ფინალები, სადაც ჩვენმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოიპოვა. მაგრამ ალბათ ბევრს არ გექნებათ ნანახი 1968წლის ეუროპის თასის ფინალი სადაც "იუნაიტედმა" პირველი ევროპული თასი აიღო. მაშინ "ბენფიკას" დაუპირისპირდა "მანჩესტერი" რომელსაც, იმ დროისთვის ერთერთი საუკეთესო შეტევითი ხაზი ჰქონდა მსოფლიოში "ბენფიკას" შემადგენლობაში იყვნენ: მეკარე-ხოსე ენრიკე N1. მცველები: ადოლფო კალისტო N2, უმბერტო ფერნანდესი N3, იაკინტო სანტოსი N4 და N5 ფერნანდო კრუზი. ნახევარმცველები: იაიმე გარსია N6, მარიო კოლუნა N7 (კაპიტანი) და N8 ხოსე აუგუსტო. თავდასხმის ხაზი როგორც გითხარით იმ დროისთვის საუკეთესო ჰყავდათ პორტუგალიელებს, მასში შედიოდნენ: ხოსე ტორესი N9, ეუსებიო და სილვა პერეირა N10 და N11 ანტონიო სიმონესი. მთავარი მწვრთნელი კი ოტო გლორია გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ ეუსებიო და სილვა პერეირა, ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურაა, მას უამრავი გოლი აქვს გატანილი და ალბათ თქვენს მამებს და ბაბუებს უფრო ემახსოვრებათ მისი თამაში ვიდრე თქვენ (მე პირადად არ მოვსწრებიცარ მის თამაშს რადგან 17წლის ვარ მაგრამ უფროსი თაობისგან ხშირად მსმენია მის უდიდეს ფეხბურთელობაზე.)

ეს ყველაფერი კაი, იქ იყო ეუსებიო რომელსაც "შავ პანტერას" ეძახდნენ მაგრამ როდესაც ჯორჯ ბესტის სახელს ახსენებ იქ ყველა ფეხბურთელი უფერულდება.(ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.) ჩემი აზრით ჯორჯ ბესტი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია უბრალოდ მას ფეხბურთის გარდა სხვა რაღაცეებიც იტაცებდა, მაგალითად:მას ძალიან უყვარდა ალკოჰოლური სასმელები, ქალები (ეს ყველა ნამდვილი მამაკაცისთვის დამახასიათებელია რათქმაუნდა :D) მაგრამ მას ეს ყველაფერი გადამეტებულად უყვარდა, ის ამბობდა რომ იწვა 3 მის მსოფლიოსთან და 2 მის მსოფლიო უარით გაისტუმრა, მასზეა ძალიან ცნობილი გამონათქვამი: "Maradona Good, Pele Better, George Best...!". ხომ ამბობენ, რომ მარადონა და პელე არიან ფეხბურთის მეფეები და განიხილავენ რომელი ჯობია, მაგრამ თვითონ მარადონასაც და პელესაც დაუსვეს ეს კითხვა თუ რომელი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი და მათ ორივემ აღიარეს ჯორჯ ბესთის სიდიადე. ჩემი აზრით მან იმდენად დიდი კვალი ვერ დატოვა ფეხბურთის ისტორიაში რამხელაც მას მართლაც შეეძლო თავისი ნიჭით და პოტენციალით. აქ არ იყო მხოლოდ ჯორჯ ბესტი, აქ იყვნენ: მეკარე:ალექს სტეფნი N1, მცველები: შეი ბრენანი N2, ბილ ფიულკსი N5, დავიდ სადლერი N10 და N3 ტონი დანი. ნახევარმცველები: პეტ კრერანდი N4, ბობი ჩარლტონი N9 და N6 ნობი სტაილსი. თავდამსხმელები: N11 ჯონ ეშტონი, ბრაიან კიდი N8 და N7 ჯორჯ ბესტი. მთავარი მწვრთნელი რაღათქმაუნდა ლეგენდარული სერ მეტ ბასბი.

ეს მატჩი 1968 წლის, 29 მაისს გაიმართა, ძველ უემბლის სტადიონზე და ამ მატჩს 92 225 ადამიანი დაესწრო. მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი კონსეტო ლო ბელო იყო.
მთელი მატჩი "იუნაიტედი" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ბევრი მომენტიც ჰქონდათ ინგლისელებს მაგრამ ვერ გამოიყენეს და ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, გოლები გაიტანეს: იუნაიტედი-ბობი ჩარლტონი 53წუთი და ბენფიკა-იაიმე გარსია 75წუთი. მაგრამ დამატებით დროში "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა აჩვენეს მეტოქეს რომ ისინი უძლიერესები იყვნენ მთელს ევროპაში და განსაკუთრებით ინგლისში და დამატებით დროში 3 უპასუხო გოლი გაუტანეს პორტუგალიელებს, გოლების ავტორები: ჯორჯ ბესტი 93 წუთი, ბრაიან კიდი 94 წუთი და ბობი ჩარლტონი 99 წუთი. ასე მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი პირველი ევროპული ტიტული და ამ ფინალის შემდეგ, მათ საპატივცემულოდ ოლდ ტრაფორდის სტადიონის წინ დადგეს ძეგლი სადაც გამოსახულნი არიან: ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ და ჯორჯ ბესტი. P.S მათ არამხოლოდ ამ ფინალისთვის დაუდგეს ეს ძეგლი, იმიტომ დაუდგეს, რომ მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი "იუნაიტედის" აღორძინებაში და რათქმაუნდა მისი აღორძინების მთავარი შემოქმედი იყო ასევე სერ მეტ ბასბი, რომელსაც ასევე დაუდგეს ძეგლი "ოლდ ტრაფორდის" წინ და იმ ქუჩას რომელზედაც "ოლდ ტრაფორდი" მდებარეობს სწორედ მეტ ბასბის სახელი ქვია.


აი სურათებში ნახეთ: ბობი ჩარლტონის, დენის ლოუსა და ჯორჯ ბესტის ქანდაკება
1967-68 წლების ევროპის თასის ფინალი

სერ მეტ ბასბის ქანდაკება
1967-68 წლების ევროპის თასის ფინალი

და სერ მეტ ბასბის ქუჩა სადაც "ოლდ ტრაფორდი" მდებარეობს.
1967-68 წლების ევროპის თასის ფინალი


ახლა კი იხილეთ 1968 წლის ეუროპის თასის ფინალის ამსახველი ვიდეოები:





სიახლე თქვენთვის მოამზადა გიორგი მახარაძემ, მადლობთ ყურადღებისთვის.
ისტორიული მატჩები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 07:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Macklemore,
საღოლ საღოლ ძალიან საინტერესოა....
0
№12
ავტორი: Macklemore
26 ივნისი 2013 09:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გაიხარეთ :*
0
№13
ავტორი: Vodafone
26 ივნისი 2013 13:26
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
red devil,
ხოდა ბესტი და ჩარლტონიც რო მოიყვანა ორივე პატარები იყვნენ და მათგან ჩამოაყალიბა ვარსკვლავები
0
№14
ავტორი: Shako Jones
26 ივნისი 2013 14:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოოოოოლ
0
№15
ავტორი: washington
26 ივნისი 2013 17:47
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
გიუშ საღოლ ძმა :** ყოველთვის მომწონდა და მომწონს ასეთი სიახლეების კითხვა განსაკუთრებით ღამიღ ტელეთი რომ ჩავუჯდები :D <33
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№16
ავტორი: Macklemore
26 ივნისი 2013 19:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: washington
გიუშ საღოლ ძმა :** ყოველთვის მომწონდა და მომწონს ასეთი სიახლეების კითხვა განსაკუთრებით ღამიღ ტელეთი რომ ჩავუჯდები :D <33

სპასიბა :* :*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top