თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 22:51
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 14
ამ ზაფხულის შესაძლო მომსვლელ-წამსვლელთა სია
ამ ზაფხულის შესაძლო მომსვლელ-წამსვლელთა სია
ამ ზაფხულის შესაძლო მომსვლელ-წამსვლელთა სია
ამ სიახლეში შემოგთავაზებთ გასული კვირის სანტრანსფერო წამსვლელ-მომსვლელთა ფეხბურთელების სიას, რომელნიც შესაძლებელია წავიდნენ ან მოვიდნენ იუნაიტედში.

მომსვლელთა სია:


ტიაგო ალკანტარა(ბარსელონა)
ნიკოლას გაიტანი(ბენფიკა)
სესკ ფაბრეგასი(ბარსელონა)
კლაუდიო მარკიზიო(იუვენტუსი)
კრიშტიანუ რონალდუ(რეალ მადრიდი)
გინდოგანი(დორტმუნდი)
კევინ სტროტმანი(პსვ)
რობერტ ლევანდოვსკი(დორტმუნდი)
მარკო ვან გინკელი(ვიტესი)



როგორც ცნობილი გამოცემები "The Daily Telegraph" და "Daily Mail" იტყობინებიან, მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე მიაღწია ბარსელონასთან შეთანხმებას. გაზეთებს თუ დავუჯერებთ, წითლებმა ბარსელონას ტიაგოს სანაცვლოდ 17მილიონი ფუნტი გადაუხადა, ხოლო მას 5მილიონ ფუნტს უხდის წელიწადში. წყაროები გვაუწყებენ, რომ საბოლოო შეთანხმება პარასკევს მოხდება, ასევე ვარაუდობენ, რომ კლუბებს შორის არაფერი შეიცვლება. ტიაგოს იუნაიტედში გადასვლას მისი თანამემამულე დევიდ დე ხეაც ურჩევს.

ბენფიკას ფეხბურთელს ნიკოლას გაიტანის ტრანსფერს კვლავ იუნაიტედს უკავშირებენ, ხოლო ფეხბურთელის აგენტმა უარი თქვა ამ ნიუსზე კომენტარის გაკეთებაზე. "არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ყველაფერი ჭორის დონეზეა. ნიკოლასი ბედნიერია ბენფიკაში."-განაცახადა გაიტანის აგენტმა.

როგორც გამოცემა "Movistar" იუწყება, ბარსელონას ნახევარმცველს სესკ ფაბრეგასს არანაირი შეთანხმება არ აქვს იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან. როგორც ის აცხადებს მას ოფიციალური შეთავაზება არცერთი კლუბისგან არ მიუღია. "ბარსელონა ჩემი სახლია, აქ თამაში კი ჩემი ოოცნება იყო."-ფაბრეგასი.

კლაუდიო მარკიზიო, ფეხბურთელი, რომლითაც უკვე დიდი ხანია იუნაიტედი ინტერესდება, მაგრამ შეთანხებას ჯერაც ვერ მიაღწია. ამ ფეხბურთელზე ბევრი იწერებოდა, იყო ვარაუდიც, რომ იგი იუნაიტედშ შეუერთდებოდა. საბოლოოდ კი იუვენტუსის დირექტორმა მაროტამ უარყო ყველანაირი ჭორი და განაცხადა, რომ კლაუდიო კლუბს არ დატოვებს.

კევინ სტროტმანზეც ბევრი დაიწერა და გადმოიცა მედიის საშუალებით. ამ ფეხბურთელით ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი იყო დაინტერესებული, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. გასულ კვირას ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ კევინს ინგლისში სურს თამაში, სწორედ პრემიერლიგა ჯდება მის სტილში.


დორტმუნდის ფეხბურთელმა გინდოგანმა გამოამჟღავნა თავისი სურვილი, რომ მას დორტმუნდში აღარ სურს და ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში უნდა. გინდოგანმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა, "ყველას აქვს ოცნება, ჩემი ოცნება ესპანეთსი ან ინგლისში თამაშია."

დორტმუნდის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ლევანდოვსკი კლუბს ამ ზაფხულს არ დატოვებს. იგი მომავალი სეზონიდანაც დორტმუნდის ღირსებას დაიცავს. ჩვენ გვჭირდება გუნდში რობერტის მსგავსი ფეხბურთელები გვჭირდბეა, რათა კლუბი უფრო ძლიერი იყოს მომავალი სეზონისთვის..



წამსვლელთა სია:



ბებე(სპორტინგი)
ნიკ პოუელი(უიგანი)
ვილფრიდ ზაჰა(კრისტალ პალასი)


პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, რომ კლუბი შეიცვალოს და სპორტინგში გადაბარგდეს. "მე მიყვარს სპორტინგი, ამ გუნდში თამაში. სწორედ ეს კლუბი არის ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. ვაფასებ სპორტინგის ყველა ფეხბურთელს, მათი თამაში სწორედ ჩემს სტილში ჯდება"

კრისტალ პალასის დირექტორს სურს, რომ ვიფლრიდ ზაჰამ კიდევ ერთი წელი გაატაროს მათ კლუბსი. როგორც იცით ზაჰა იუნაიტედმა იანვარში შეიძინა, ხოლო სეზონის ბოლოს კი გაიფორემს. როგორც ჩანს კრისტალის დირექტორი აღფრთოვანებულია ზაჰას თამაშით. ჩვენ შევეცდებით, რომ ზაჰა უკან დავაბუნოთ არდენით, ეს ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით.


როგორც ცნობილი გამოცემა Sun გვამცნობს, უიგანის ახალი მწვრთნელი შეეცდება იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიკ პოუელის გაფორმებას. უიგანის ხელმძღვანელობა დევიდთან პოტენციურ კავშირს ამყარებს, მათ სურთ ნიკი 1წლიანი არენდით აიყვანონ. უიგანში კიდევ ერთი იუნაიტედელია, ანხელო ენრიკესი, რომელიც არენდის წესით არის წასული.


წყარო: http://www.manutd.com/
ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Paul Scholes 22
24 ივნისი 2013 10:31
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
VaRdo,
სპასიბა,კარგიიი გასაგებია:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№12
ავტორი: rooney and persi
24 ივნისი 2013 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
ბეილი ან რონალდო და ალკანტარა და სტროტმანი მეტი არავინ გვინდა
0
№13
ავტორი: J. Hernández
25 ივნისი 2013 07:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
beili da ronaldo arcerti araa momsvleli
0
№14
ავტორი: ilia16
27 ივნისი 2013 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
gaitanii da tiago tu gadmovidnenn da strootmenicc dzaan maagari iqnebaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top