თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 15:39
ავტორი: Anrex,
ნანახია: 2991,
კომენტარები: 27
დიდი პროექტის მოლოდინში
არავითარი კრიზისი მხოლოდ წინსვლა გაგრძელება იხილეთ სრულიად ..
დიდი პროექტის მოლოდინში
2012 წლის საფეხბურთო სეზონის დასასრული შოკისმომგვრელი აღმოჩნდა სრულიად ფეხბურთისთვის,არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდისთვის და რომელი ფეხბურთელისთვის,ფეხბურთმა სერ ალექს ფერგიუსონი გააცილა რომელმაც პენსიაზე გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება რათქმაუნდა ამან მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო და ყველა მოუთმენლად ელის იმ მომენტს როგორი იქნება მანჩესტერ იუნაიტედი სერ ალექსის გარეშე უფრო სუსტი თუ უფრო ძლიერი,არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტი როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური და ამ ყველაფერს თქვენ ქვემოთ წაიკითხავთ,2 დღის უკან პორტუგალიურმა საფეხბურთო გამოცემამ A Bola-მ სწორედ ამ თემას და მანჩესტერ იუნაიტედს მიუძღვნა სტატია რომელსაც ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე წაიკითხავთ

წინასწარ დაგეგმილი სცენარი


სერ ალექსის წასვლა მანჩესტერ იუნაიტედიდან ძალიან მოულოდნელი კი იყო,მაგრამ გავიხსენოთ კარგად სერ ალექსის ბევრი ინტერვიუ სადაც ის აცხადებდა რომ ის არსად აპირებდა წასვლას და თან აყოლებდა,რომ მას ოჯახისთვის ცოტა დრო რჩება,ის ამბობდა რომ იუნაიტედში ყველაფერი იდეალურად არის ახალი მწვრთნელისთვის და ასე რომ ვთქვათ ფერგიუსონი რაღაც უმნიშვნელო დეტალებს ანდობდა ხალხს მაგრამ არა ბოლომდე იმიტომ რომ ვერავის წარმოედგინა ფერგი ასე უცებ თუ წავიდოდა გუნდიდან,მაგრამ ფაქტორიც ერთია სერ ალექსი გადაიღალა სერ ალექსმა მიაღწია პირველ რიგში იმას რომ ბასბის რეკორდი მოხსნა და კლუბში გატარებულ 26 წელიწადში 38 ტიტული მოიგო,გაზარდა თაობები და დარჩა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად,ექსპერტების აზრი ეს სცენარი დაწერილი იყო ფერგიუსონის წასვლა და მოიესის მოსვლა,შოტლანდიელს არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები მისი თანამემემულეს მიმართ 2005 წელს ფერგიუსონმა თავის შემცვლელად სწორედ მოიესი მოიხსენია და ამის მერე არ წყდებოდა ხმები იმის შესახებ რომ მოიესი იუნაიტედს ჩაიბარებდა და აი ეს დღეც დადგა,იყო გვარდიოლასთან შეხვედრებიც დახურულ კარს მიღმა სადაც როგორც შემდეგ გაირკვა პეპმა უარი განაცხადა მანჩესტერის გაწვრთნაზე და ეს იმით ახნას რომ მისი სათამაშო ფილოსოფია სულ სხვა არის და მას მანჩესტერში ვერ აღიქვამენ და მეორე მიზეზი იყო ის რომ ზედმეტად დიდი რისკია გახდე იუნაიტედის მწვრთნელი რადგანაც ეს ინგლისია ეს მანჩესტერია და აქ არცერთ შეცდომას არავის პატიობენ და მანჩესტერს სხვა სულისკვეთების მწვრთნელი უნდა და ასეთი სწორედ მოიესია

როტაცია


დევიდ მოიესს რომ როტაცია არ უყვარს ეს ყველასთვის ცნობილია განსხვავებით სერ ალექსისგან რომელიც თითქმის ერთ შემადგენლობას არ აყენებდა,მოიესისთვის როტაცია ძალიან მძიმე თემაა,ყოველი სეზონის წინ ევერტონში ის სექტემბერში აყენებდა ძირითად თერთმეტ ფეხბურთელს და სეზონის ბოლომდე 80% სწორედ ეს ფეხბურთელები იყვნენ სასტარტოში,მოიესს შეთამაშებული გუნდი მუდამ ყავდა და ბევრსაც ამწარებდა პრემიერლიგაში ხისტი,მებრძოლი და ლამაზ ფეხბურთი ეს იყო მოიესის სტილი ევერტონში რასაც იუნაიტედის პროექტშიც განახორციელებს მაგრამ მანჩესტერი უკვე წლებია რაც ხისტ და უხეშ ფეხბურთს არ მიმართავს ფაქტიურად სერ ალექსმა 2003 წლის მერე გუნდის თამაში ძალიან ფრთხილი და დინამიური გახადა რაც წარმატებული აღმოჩნდა და უკვე გულშემატკივარი შეეჩვია იმას რომ მანჩესტერი აღარ არის უხეში გუნდი,პრობლემა რუნი იყო რომელიც დაწყნარდა დამშვიდდა და ისეთი ფეხბურთელი გახდა რომელიც ყველგან თამაშობს და ამის გამო განაწყენებულ ინგლისელს წასვლაზე უჭირავს თვალი,და სწორედ ეს არის სერ ალექსის როტაციის ბრალი,შოტლანდიელის ტაქტიკამ და უმეტესწილად კაგავას ფაქტორმა რუნის ადგილი ძირითადში დაკარგა და ინგლისელს ჩვენ მოედნის ცენტრში და ფლანგზე ვხედავდით,მოიესის მოსვლის შემდეგ თუ რუნი იუნაიტედში დარჩა ის რობინ ვან პერსის შეუწყვილდება და სხვაგან ის არ ითამშებს რადგან ახალ მენეჯერს არ ჩვევია თავდამსხმელის უკან დაწევა მითუმეტეს რუნის,მას კონფლიქტი დეკემბერში ნიკიცა იელავიჩთან იმიტომ ქონდა რომ ხორვატი ზედმეტად უკნიდან თამაშობდა რაც მის შედეგიანობაზე ცუდად აღისახა ამიტომ ამ ასპექტს მოიესი მხოლოთ თასზე და არაფრის მომცემ შეხვედრებში თუ გამოიყენებს და ახალგაზრდებს მიცემს შანსს მას დაყენებული შემადგენლობა ჭირდება იმიტომ რომ ...


პირველი სეზონი და დაძაბულობა


იმიტომ რომ ეს მისი პირველი სეზონია ოლდ ტრაფორდზე და მანჩესტერ იუნაიტედში,ის უნდა გახდეს ისეთი ძლიერი როგორც არასდროს მის ყოველ ნაბიჯს მთელი მსოფლიო დააკვირდება და მის პატარა შეცდომას ყველა უდიდესად გადააქცევს,მოიესი ერკინება ურჩხულს რომელიც უნდა გადალახოს ფსიქოლოგიურად,26 წლის მერე უდიდესი მწვრთნელის მერე იმ სავარძელზე დაჯდომა და უდიდესი გუნდის გაძღოლა ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,მოიესს რომ გაუჭირდება რაღაც პერიოდი ეს ყველასთვის ნათელია იმიტომ რომ საფეხბურთო ფილოსოფიის ძალა უდიდესია მითუმეტეს მანჩესტერ იუნაიტედის,წინ ურთულესი სეზონია გაძლიერებული ჩელსი სადაც ჟოზე მოურინიო დაბრუნდა,გაძლიერებული მანჩესტერ სიტი სადაც ემენუელ პელეგრინი მოვიდა და მისგან შეიხები ითხოვენ ყველაფერს რისი მოგებაც შეიძლება,არსენალი რომელიც ძლიერდება და ტოპ ფეხბურთელებს უმიზნებს,ტოტენჰემი რომელიც ადვილად არაფერს თმობს,ლივერპული რომელიც ოთხეულს უმიზნებს,მანჩესტერისთვის და მისი ახალი მწვრთნელისთვის პირველი 2 თვე კალანდრიდან გამომდინარე იქნება ბევრისმთქმელი რადგან სწორედ აგვისტოში და სექტემებერში უწევს მანჩესტერს თამაში ჩელსთან,ლივერპულთან და მანჩესტერ სიტისთან ამიტომ ყველა დააკვირდება იმას თუ როგორ ჩაატარებს მანჩესტერ იუნაიტედი ამ თამაშებს და იქნება თუ არა იმ დონის დაძაბული მოიესი როგორსაც ელოდებიან მისგან

ვინ ჭირდება იუნაიტედს ?


მანჩესტერს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს და ეს განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში შეინიშნება ცენტრალური ნახევარმცველი გუნდს ჭირდება და პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერი ალკანტარას და კევინ სტროტმანს გაიფორმებს და ამ ღრმულს ამოავსებს მაგრამ პრობლემაარის ფლანგებზეც,ნანის მომავალი გაურკვეველია და დიდი ალბათობით პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს მსურველები ნანის ბევრი ყავს,მართალია ფერგიუსონი ამბობდა რომ მის გაშვებას გუნდი არ აპირებს და ნანიზე დიდ იმედებს ამყარებს მაგრამ თავად ფეხბურთელი ამბობს რომ არ იცის სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ყველაფერი გადაწყდება 1 ივლისს როდესაც მოიესი გუნდში მივა და გაირკვევა ვინ დარჩება და ვინ წავა,ეშლი იანგი,ანტონიო ვალენსია ეს ის ფეხბურთელები რომლებიც მანჩესტერს ჭირდება და მათ არავინ გაუშვებს,საუბარი იყო რონალდოზე ბეილზე მაგრამ ერთიც და მეორეც ისეთივე არარეალური ტრანსფერები ჩანს მანჩესტერის მხრიდან რომ უნდა გამოვრიცხოთ,იმიტომ რომ მანჩესტერის მხრიდან ასეთი ასტრონომიული თანხის გადახდა ფეხბურთელში ძალიან გასაკვირია გუნდი 30 მილიონზე მეტს ფეხბურთელში არასოდეს იხდიდა და ამ ტრადიციას არც ახლა უღალატებს,და ბოლოს მანჩესტერს მაინც ყველაზე მეტად რუნი ჭირდება რუნის გარეშე მანჩესტერი სულ სხვა გუნდია და რუნისთან ერთად სულ სხვა,ინგლისელი ნამდვილი ლიდერია და მას გოლიც რომ არ გააქვს მოედანზე იმდენ რამეს აკეთებს რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება,მისი წასვლა მანჩესტერისთვის იქნება უდიდესი დარტყმა და მისი ტიპის ფეხბურთელის პოვნა იქნება ურთულესი,რუნი მანჩესტერს ჭირდება მანჩესტერს რუნი

და ბოლოს


და ბოლოს მანჩესტერი წინ წავა და იქნება ძალიან აგრესიული გუნდი,ჩვენ ვერ ვიხილავთ იმ გუნდს რომელიც ერთი გოლის მერე ბურთის გორებით იგებდა თამაშს,ისინი დადებენ ყველაფერს მოედანზე მანჩესტერი არ იქნება ,,მკვდარი გუნდი'' მოიესი სულ სხვა ფეხბურთს ათამაშებს ტიტანებს,გუნდში მოხდა უდიდესი ცვლილება ახალი მანჩესტერ იუნაიტედი იბადება ახალი ფეხბურთელებით და ახალი მწვრთნელით რომელიც იქნება გუნდში ძალიან დიდი ხანი ეს ჩელსი არ არის რომ 10 ჩავარდნილი თამაშის გამო მენეჯერი მოხსნან,მანჩესტერი უდიდესია მოიესი უამაყესია რადგან ასეთი დონის გუნდი ჩაიბარა ის ყველაზე ამაყია ამაყთა შორის,დაველოდოთ ახალ სეზონს,ჩვენ ვიხილავთ ისეთ იუნაიტედს რომელიც იქნება ძალიან მონდომებული და დაუნდობელი,ფერგიუსონის ფაქტორი ? ფერგიუსონმა თავად განაცხადა რომ მწვრთნელის საქმეებში არ ჩაერევა და ეს ტრადიცია ახლაც არ დაირღვევა თვით ფერგიუსონის არ დაარღვევს მანჩესტერში მწვრთნელის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს
სტატიები
27 კომენტარი
№11
ავტორი: Anrex
23 ივნისი 2013 23:08
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
მე ვფიქრობ რომ სეზონის სტარტი იქნება რთული კალენდრის მხრივ და ისედაც მოიესი სტარტზე ძლიერი არ არის ევერტონი ჩემპიონატს სულ ცუდად იწყებდა და ცუდი სტარტის მოლოდინში ვარ მაგრამ მაინც მჯერა მაგ სპეციალისტის მოკლედ ძალიან რთული და საინტერესო სეზონი ელოდება მანჩესტერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


№12
ავტორი: ლადო
24 ივნისი 2013 07:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Anrex,
საღოლ ანრექს, მაგარი სტატიაა....

მე პირადა ძალიან მჯერა მოიესის, იქ ევერტონში ძალიან დიდი რესურსი არ ჰქონდა ფეხბურთელების და შეიძლება მაგიტომაც უჭირდა, ჩვენი ბიჭები კი მსოფლიო დონისები არიან და მაგათი იმედი უფრო მაქვს სეზონის დასაწყისში
0
№13
ავტორი: red devil
24 ივნისი 2013 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Anrex,
manchestersac yoveltvis cudi starti qonda xolme da me mgoni es tradicia gagrdzeldeba. Mtavaria finishi iyos kargi. Statias rac sheexeba sagol dzaan magaria.
0
№14
ავტორი: levanie
24 ივნისი 2013 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Becksy,
იმედია არ წავა ნანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ welcome to hell moyes <3
№15
ავტორი: Red Hooligan
24 ივნისი 2013 16:24
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვნახოთ რა და როგორ გამოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№16
ავტორი: frankie
24 ივნისი 2013 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
Becksy,
საღოლ საღოლ ავტორს პირველ რიგში და გიუშ, მოიესი დარწმუნებული ვარ ფლანგელებს იყიდის, უყვარს ფლანგელებით თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№17
ავტორი: Rosso Diavolo
24 ივნისი 2013 17:59
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Sagool ! Midit G.G.M.U <3
0
№18
ავტორი: Lev
24 ივნისი 2013 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
levanie,
არ წავა ძმა არ წავა.....ეხლა აქვს შანსი რომ მოიესს ანახოს რაც შეუძლია...და თუ უტვინო არაა არ წავა)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№19
ავტორი: I L C
24 ივნისი 2013 21:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი სტატიაა საღოლლ..ღირდა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№20
ავტორი: Becksy
24 ივნისი 2013 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
frankie,
კი ალექსს თქვა მირჩევნიაა ფლანგელებმა გაიტანონ 7-8 გოლი ვიდრე ფორვარდმაოო :Dდდ მასე არ იქნება მარაა ფლანგელებისი მედი აქვსს დაა ალკანტარა ზაჰა ეყოლება რაა ...... რონალდოც თუ დააბრუნდა უკეთEსიიი !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top