თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 15:16
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3516,
კომენტარები: 20
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
სასწაული კლუბში
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
სასწაული კლუბში
”ფეხბურთი ! ეს თამაშია, რომელიც ზღაპარს ჰგავს!
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

სერ ალექს ფერგუსონი.

ბოსმა ყველა კრიტიკოსი გააჩუმა, რომელებიც 1997/98 წლების სეზონის ჩავარდნის გამო აკრიტიკებდნენ - ”ჩვენ დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ”- მას ეს სიტყვები არნი შვარცნეგერის ხმით წარმოთქვა. მან თავისი სიტყვა შეასრულა. ერთი წლის სემდეგ სერ ალექსი თავის გუნდთან ერთად გახდა პირველი ვინც ტიტიულების შესანიშნავ ნაკრები მოაგროვა. 1998/99 წლების სეზონში იუნაიტედმა მოიგო ინგლისის თასი, ინგლისის პრემიერ ლიგა და მათ მოიგეს უმთავრესი, ჩემპიონთა ლიგის ტიტული და დაასრულეს 31 წლიანი უიღბლო სერია. სეზონის დამთავრებისთანავე, ჩვეულებრივ, ფერგიუსონი გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთში თავის შვებულებაში. თუმცა ეს ”დასვენება” დიდ უსიამოვნებას იწვევდა მის მეუღლეში, რადგან ის სულაც არ ისვენებდა. ფერგიუსონი ცდილობდა მოეგვარებინა 2 ტრანსფერი, რომელიც მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა კლუბისათვის.
როცა ბოსი ივლისში შეუერთდა კლუბს წინასასეზონო ტურნეზე სკანდინავიაში, მან წარადგინა სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებსაც როი კინთან ერთად უფრო უნდა გაემყარებინათ გუნდი. ერთ-ერთი მათგანი იყო იაფ სტამი, რომელიც შეიძლება საუკეთესო მცველად ჩაითვალოს მსოფლიოში. ის უნაიტედმა პსვ ეინდჰოვენიდან 10,8 მილიონად გადმოიყვანა. სტამმა კიდევ უფრო გაამყარა ეშმაკების დაცვა. მას ჰოლანდიაში კლდესაც უწოდებდნენ. ფერგიუსონმა ასევე შემადგენლობასი შეიყვანა მოძრავი და აქტიური თავდამსხმელი დუაით იორკი, რომელიც ასტონ ვილადან 12 მილიონ ფუნტად შეიძინა. მათ იმედები გაამართლეს. სტამმა დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა, ხოლო იორკმა ბევრი გოლი გაიტანა. იორკის გადმოსვლით ენდი კოულმა თაისი საუკეთსო თამაში აჩვენა.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


კოული ძალზედ მშვიდი და ჩაკეტილი იყო, თუმცა მას შესანიშნავ ურთიერთობა ჰქონდა იორკთან, რომელიც მისგან რადიკალურად გასხვავებული იყო. ის გახსნილი, ენერგიული და მეგობრული იყო. მოედანზე საკმაოდ კარგად მოქმედებნენ კოული და შერინგემი თუმცა ისინი მეგობრები არასდროს ყოფილან. მოედნის გარეთ ისინი საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თუმცა იორკმა მოახერხა მასთან ურთიერთობის დალაგება და კოულის სახეზე ღიმილიც დავინახეთ.



იტალიური პარმიდან მოიწვიეს იესპერ ბლუმკვისტი, რომელც ფლანგზე თამაშობდა. ის სწაფი და ცბიერი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა სეზონის გადამწყვეტ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნოუ კამპზე. ფერიგუსონმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა დაევიწყებინატ გასული სეზონის რეზულტატი და ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. ფერგიუსონმა გააფრთხილა ისინი, რომ ფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეკრიფათ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას საკვალიფიკაციო მატჩებიდან იწყვებდნენ. თუმცა ამ სიტყვების შემდეგ მათ არსენალთან დათმეს ინგლისის სუპერთას 3:0. ეს ძალიან ცუდის მაჩვენებელი იყო. მათ სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ჰქონდათ გასამრთი. თუმცა იუნაიტედმა მოიკრიბა ძაელბი და ლოძი 2:0 დაამარცხა. გოლები გიგზის და კოულის ანგარიშზეა. ერთი კვირის შემდეგ წითელმა ეშმაკებმა ნულოვანი ფრით დაასრულეს მატჩი პოლონეთში და გავიდნენ ჯგუფურ ეტაოზე.

ლოძთან საშინაო გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონმა მოუწოდა თავის ფეხბურთელებს, ისეთივე თამაში ეჩვენებინათ პრემიერ ლიგის პირველ ტურში ტუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ისინი ლესტერის წინააღმდეგ ძალიან დაღლილები ჩანდენ, თუმცა სეზონის პირველი კვირა იყო. ისინი მატჩის განმავლობაში 2:0 აგებდნენ, თუმცა ბოლო 11 წუთში შეძლეს გოლების გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ერთი კვირის შემდეგ ეშმაკები ლონდონში ”აპტონ პარკზე” გაემგზავრნენ და ”ჩაქუჩებთან” ფრედ 0:0 ითამაშეს. ამის შემდეგ უკვე გულშემატკივრებდა გამოთქვეს პროტესტი და მათში გაჩნდა შეკითხვა: ეს სეზონიც წინას მსგავსად ჩივლის? ფერგიუსონმა გულშემატკივრებს მოუწოდა მოთმინებისაკენ, რადგან ახალ ფეხურთელებს შეთამაშება სჭირდებოდათ და ამავდროულად როი კინსაც უნდა აღედგინა ფორმა. მათ ცოტა ხანში სანერვიულო აღარ ჰქონდათ, რადგან გუდმა დაიწყო გამარჯვებების სერია. მათ 19 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. შედეგები ევროპაში და პრემიერ ლიგაში ნამდვილად ქების ღირსნი იყვნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მატჩებში მათ 2ჯერ ითამაშეს ბარსელონასთან ფრედ 3:3, მიუნხენის ბაიერნთან 2:2, ხოლო რონდბიუ კი გაანადგურეს 6:2. პრემიერ ლიგაში საკუთარ მოედანზე დაამარცხეს ლივერპული 2:0, ხოლო გასვლაზე 1:4 ევერტონი. ლივერპულელებზე მოპოვებული ეს ორი გამარჯვება ძალიან ახარებდა იუნაიტედის გულშემატკივრებს. მიუნხენშ 1:1 ფრის შემდეგ იუნაიტედმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური გერმანელებთან ერთად. ეშმაკები ჯგუფში მეორეზე გავიდნენ.

შობისათვის პრემიერ ლიგის ლიდერებშ შეიჭრა ასტონ ვილაც, თუმცა ახალი წლის შემდეგ ირმინგემელებმა დათმეს საკუთარ პოზიციები და ჩემპონობისთვის მხოლოდ სამი გუნდ იბრძოდა - ჩელსი, იუნაიტედი, არსენალი. 3 იანვარს ინგლისის თასის მესამე რაუნდში ეშმაკებმა მიდლსბრო დაამარცხეს 3:1. ამ გამარჯვებამ სათავე დაუდო 31 მატჩიან წაუგებელ სერიას ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგასა და ინგლისის თასზე. ფერგიუსონის თქმიტ ეს იყო შესანიშნავი რეზულტატი იმ სეზონის განმავლობაში. ბოსი და მისი ბიჭები ცდილობდნენ მიეღწიათ მაქსიმალური რეზულტატისთვის სამივე ტურნირში. არსენალი უკან მოსდევდა იუნაიტედს პრემიერ ლიგაში, ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო ხისტი ხდებოდა, ამის გარდა კიდევ იყო ინგლისის თასი. ამ მარათონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება კლუბს 10 დღის განმავლობაში მოუწია. 16 მაისს პრემიერ ლიგაში დაუპირისპირდნენ ტოტენჰემს, 22 მაისს ინგლისის თასის ფინალი ნიუკასლთან. საბოლოოდ ეშმაკები გაემგზავრნენ ესპანეთში, სადაც მიუნხენის ბაიერნს უნდა დაპირისპირებოდნენ. ის მატჩი უნდა შემდგარიყო 26 მაისს. ამ დროს მატ ბასბის 90 წელი უსრულდებოდა. ფერგიუსონმა იცოდა, რომ ასუცილებლად უნდა გაემარჯვა გუნდს ტოტენჰემთან, რადგან ფრის შემთხვევაში არსენალი გადიოდა წინ. მათ მოახერხეს ეს და 2:1 გაიმარჯვეს. იუნაიტედს ლეს ფერდინანდმა გაუტანა 24 წუთზე, თუმცა ბექჰემისა და კოულის გოლებით შეძლეს ეშმკებმა ტოტენჰემის წინააღმდეგობის დაძლევა. ეს იმას მიანიშნებდა, რომ იუნაიტედმა ჩემპიონატი მოიგო 79 ქულით. მათ ერთ ქულით აჯობეს არსენალს. 75 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა ჩელსი.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


ბოსი იმდენად იყო გახარებული გამარჯვებით, რომ მოთამაშეებს მისცა უფლება აღენიშნათ ეს წარმატება. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ნორმების ფარგლებში უნდა ყოფილიყო და ვალდებულები იყვნენ გაემართლებინათ ფერგიუსონის ნდობა. ეს იყო ძალიან ემოციური კვირა ფერგისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. იმ სეზონში კლუბმა მოიპოვა მეხუთე ტიტული 7 წლის განმავლობაში. თავისი უკანასკნელი მატჩი იუნაიტედის მაისურით ოლდ ტრაფორდზე ჩაატარა პეტერ შმეიხელმა. წასვლისას მან იუნაიტედის ფანებს მიმართა:”თქვენ ყოველთვის იქნებიტ ჩემს გულში”. ამის შემდეგ მიკროფონი აიღო ფერგიუსონმა და ყველაფერზე ფართოდ ისაუბრა. მან თქვა:” ამ ტიტულის მოგება საშუალებას მოგვცეს ცოტა მოვდუნდეთ. დარწმუნებული ვარ მომდვნო სეზონს ევროპის ჩემპიონების რანგში დავიწყებთ. თუ ფეხბურთელები ჩათვლიან, რომ ინგლისის თასი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, ისინი ცდებიან. ყვლაფერი კარგად გამოჩნდება მაშინ, როცა უემბლიზე ძირითადი შემადგენლობის შერჩევას დავიწყვებ. ამ კლუბში მნიშვნელოვანია არა ინდივიდუალური თამაში, არამდეგ გუნდური ფეხბურთი რომელის ფუნდამენტიც სერ მატ ბასბიმ შექმნა. ამიტომ ვაპირებ სწორედ მის გზას გავყვე და გავარგძელო გუნდის მშენებლობა.” ამის შემდეგ ბოსმა დაიწყო თავისი ფეხბურთელების ქება. ის ყველას ულოცავდა პრემიერ ლიგის მოგებას, რომელიც საკმაოდ ხისტი, დაძაბული და რთული აღმოჩნდა. ის გაცილებით რთული სათამაშო იყო ვიდრე ჩემპიონთა ლიგა.

შემდეგ კი იყო ინგლისის თასის ფინალი უემბლიზე. ეშმაკები ნიუკასლს დაუპირისპირდნენ. იუანიტედი ფნალში რაიან გიგზის წყალობიტ გავიდა, რომელმაც შესანშნავი გოლი გაიტანა ლონდონელთა კარგი, გადათამაშებაზე, ვილა პარკზე. ის მაგიური გოლი რაიანმა ასე აღწერა:”ჩემი საუკეთესო გოლი კარიერაში. მინდა სწორედ ამ გოლით დამიმახსოვროს ხალხმა.” იუნაიტედმა დაამარცხა 2:1 სწორედ ამ გოლით, ფერგიუსონმა ამ შედევრს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი უწოდა.



მახსოვს ის გოლი თითქოს გუშინ იყოს გატანილი. გიგზმა ჩაჭრა ვიეირას პასი და გაირბინა 60 იარდი, ამ გზაში მოატყუა იგივე ვიეირა, შემდეგ ლი დიქსონი, მარტონ კოული, ტონი ადამსი და დევიდ სიმენს ხარიხის ქვევით გაუტანა. მცველების მოტყუების შემდეგ რაიანს მოუწია ძალზედ მახვილი კუთხიდან დარტყმა, თუცა მან მოახერხა და გამარჯვება მოუტანა იუნაიტედს. ყველაფერი კი დაიწყო დევიდ ბექჰემის გოლით, რომელიც მან მე_17 წუთზე გაიტანა, თუმცა დენის ბერკამფმა 51 წუთზე წონასწორობა აღადგინა. ამ მომენტამდე არბირტმა ნიკოლა ანელკას გოლი არ ჩათვალა და მოედნიდან გააძევა როი კინი. 90_ე წუთზე პეტერ შმეიხელმა შეძლო იმავე ბერკამფის დარტყმული პენალტის მოგერიება და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებითი ტაიმის მე_19 წუთზე გიგზმა სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა.



22 მაისი უემბლიზე შედარებით მშივიდი აღმოჩნდა. უბრალოდ ნიუკასლმა ვერ ითამაშა თავისი საუკეთესო ფეხბურთი ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ პრემიერ ლიგაში მე_13 ადგილი დაიკავეს. მათ თავიანთი მწვრთნელის, რუდ ჰულიტის, სასწაულის იმედი ჰქონდათ თუმცა ეს ასე არ მოხდა. რუდ ჰულიტმა საუბრისას განაცხადა, რომ მის გუნდს შეეძლო დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოგება და იუნაიტედის დამარცხება. ის ძალიან კარგ ხასიათზე იყო, როგორც გუნდის წამყვანი ფეხბურთელი ალან შირერი. ჰულიტმა მომცა ორი ბილეთი განსაკუთრებული პერსონების ლოჟაში. ასვე მე მქონდა დაკისრებული სტადიონზე ნიუკასლის გულშემატკივრის დასწრების საკითხი, რომელმაც ბილეთი გათამაშებაში მოიგო. ლოჟაში წარმომადგენლებზე დაკვირვება უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მატჩისთვის თვალყურის დევნება. საბოლოოდ ფინალი იუნაიტედმა 2:0 მოიგო სქოულზისა და შერინგემის გოლების წყალობით.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

უმბლის ფინალის შემდეგ იუანიტედმა დაიწყო მომზადება სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის. ისინი მიუნხენის ბაიერნის მატჩების ჩანაწერებ უყურებდნენ და ადგენდნენ ტაქტიკას. სანამ ამ გრანდიოზული ფინალის მომენტებს გავიხსენებთ, გადავავლოთ თვალი იუნაიტედის გზას ჩემპიონთა ლიგაზე. მათ მეოთხედფინალში ინტერი დაუპირისპირდა. 1999 წლის 3 მარტს გაიმართა პირველი მატჩი იტალიელების წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე, სადაც იორკის დუბლის წყალობით გაიმარჯვეს ეშმაკებმა. ორი კვირის შემდეგ გასვლაზე 1:1 ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. წინ მათ იტალიური გრანდი იუვენტუსი ელოდა. პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე 1:1 დასრულდა. პირველი გოლი ტურინელებმა გაიტანეს. ედგარ დავიდსის პასის შემდეგ ანტონიო კონტემ გამოიჩინა თავი. იუნაიტედმა ანგარიშის გათამაშება გიგზის გოლით შეძლეს. დაცვაში ტურინელთა შეცდომით ისარგებლა უელსელმა და ფრე დააფიქსირა. ორი კვირის შემდეგ შედგა განმეორებითი მატჩი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იუნაიტედის ისტორიაში. ეს იყო საუკეთსო ევროპული მატჩი გასვლაზე. მე_11 წუთზე იუვე 2:0 იგებდა ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით. თუმცა მოვიდა დრო და კინმა წარმოაჩინა თავი, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა. 25_ე წუთზე ბექჰემის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ კინმა თავური დარტყმით გაქვითა ერთი ბურთი. მან პერუცის შანსი არ დაუტოვა. 8 წუთის შემდეგ ზიდანის წაქცევის გამო კინმა მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც ის გამოტოვებდა ფინალს, თუ იუნაიტედი იქამდე მიაღწევდა. თუმცა კინი არ იყო პოლ გასკონი. ის უფრო მტკიცე მატერიის იყო. კინი კიდევ უფრო გაბრაზდა საკუთარ თავზე. ის უბრაზდებოდა საკუთარ თავს, რადგან ერთი უბრალო ხელის კვრის გამო თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესს მატჩს ტოვებდა. ამ მოვლენების შემდეგ იორკმა გაათანაბრა ანგარიში, რაც იუნაიტედს აძლევდა საშუალებას ფინალში გასვლით, რადგან მათ მეტი გოლი გაიტანეს გასვლაზე. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დაფიქსირდა ქამბექით გამარჯვება ენდი კოულის გოლის წყალობით. მათ ფინალის საგზური მოიპოვეს. ფერგიუსონი სიხარულისგან თავს ვერ იკავებდა და ყველას ეხვეოდა. თუმცა მან კარგად იცოდა, რომ წინ ფინალი ბაიერნთან ელოდა. ის მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებად ლოთარ მათეუსსა და შტეფან ეფენბერგს მიიჩნევდა. მატჩი ძალიან მცირე ხანში იქნებოდა და ფერგიუსონი ცდილობდა თავისი ფეხბურთელების გამხნევებას.

90 წუთის განმავლობაში ჩვეულებრივი რანგის მქონე მატჩის ელფერი ჰქონდა თამაშს, თუმცა სწორედ 90 წუთის შემდეგ იუნაიტედმა უდიდესი საწაული მოახდინა. სამწუხაროდ, კინმა და სქოულზმა გამოტოვეს ეს მნიშვნელოვანი მატჩი ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო. ამ მატჩში ბექჰემს ძალიან ბევრი მოეთხოვებოდა. მას უნდა დაეკავებინა მოედნის ცენტრი ისე, რომ გუნდს არ დატყობოდა კინის და პოლის არყოფნა. იუნაიტედის სქემა ფურცელზეც გამოიურებოდა არაბალანსირებულად და სინამდვილეშიც ასე მმოხდა. იუნაიტედი სულაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში იყო. ვთქვათ სიმართლე, მათ ძალიან გაუმართლათ, თუმცა მთავარი შედეგია და როგორც იქნა 31 წლიანი უიღბლო სერია დასრულდა. გერმანელებმა აჯობეს სტრატეგიულად იუნაიტედს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო.


ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


ბასლერმა მეექვსე წუთზე დააწინაურა ბაიერნი და გერმანელები მატჩის უმეტესი ნაწილი დაცვაში იდგნენ. იუნაიტედს ძალიან უჭირდა ბურთის კონტროლი, ზედმეტია საუბარი მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევაზე. ბექჰემიც ვერ თამაშობდა ცენტში ისე კარგად, როგორც მარჯვენა ფლანგზე. თუმცა ფორტუნა იუნაიტედის მხარე იყო და ბოლო წუთებზე შერინგემისა და ოლე გუნარის გოლების წყალობით იუნაიტედმა ტიტული ოლდ ტრაფორდზე დააბურნეს. შესანიშნავი საყურებელი იყო თუ როგორ დაადუმეს მთელი სტადიონი თავიანთი ხმაურით ეშმაკებმა. გერმანელები ამაყად იჭერდნენ თავს და მატჩის დასრულებამდე აღნიშნავდნენ გამარჯვებას. ლოთარ მათეუსი მოუწოდებდა გერმანელ გულშემატკივრებს და გამარჯვებას ულოცავდა, თუმცა მანჩესტერელბმა სასწაული მოახდინეს.



ფერგიუსონმა მოახდინა სასწაული. მან იუნაიტედი გახადა პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც შეძლო მოეგო სამივე მნიშვნელოვანი ტურნირი ერთ სეზონში. თუმცა მხოლოდ ამით როდის დამთავრდა ეს წარმატება. მას რამდენიმე დღეში დედოფალთან შეხვედრა ელოდა. მას ბუკიგემის სასახლეში მიანიჭეს სერის წოდება. აქამდე ეს ჯილდო მიღებული ჰქონდათ მატ ბასბის და ბრაიან რობსონს. ფერგიუსონი დაჯილდოვებაზე თავის მეუღლე კეტისთან ერთად მივიდა. ეს იყო მესამე ჯილდო მისთვის 1993 წელს მან მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ორდენი, ხოლო 1995 წელს კი ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ორდენი.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


ფერგიმ განაცხადა:” მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის არამხოლოდ ჩემი ჯილდო. ეს ეკუთვნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მეხმარებოდნენ და გამხადეს ისეთი, როგორიც ვარ. ჩემი მშობლები ცოცხლები რომ იყვნენ, ისინი იამაყებდნენ ჩემით. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა ჩემს ფეხურთელს და ასევე ოლდ ტრაფორდზე მომუშავე მთელ პერსონალს, რომლებმაც მაჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გახადეს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს კეტის. მან ყველაზე კარგად იცის ჩემი სამუშაოს სირთულეები. ის არის ჩემი დამხმარე და დამცველი ამ ცხოვრებაში, რომელსაც ასევე ვუზიარებ ამ ტიტულს.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი 6


გულშემატკივრები სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ ამ გამრჯვებაზე. ლი ჰოდკინსმა განაცხადა, რომ სერ ალექსი იყო საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი და მას კონკურენტი არ ჰყავდა. ასევე იუნაიტედის გულშემატკივარი ტერი გრემიც ეთანხმებოდა ამ აზრს:” სრულიად სამართლიანია, რომ ფერგიუსონმა მიიღო ასეთი ჯილდო. ის მთელს მსოფლიოში საუკეთესოა. რაც მან იუნაიტედში გააკეთა უბრალოდ გასაოცარია. მან პატარა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი შეუჩერებელ მანქანად აქცია. მან გაგხავსენა მატ ბასბის ფეხურთი, თუმცა ეს უფრო შთამბეჭდავია.”

ამ ყველაფრის შემდეგ ფერგიუსონს კიდევ უფრო სერიოზული საქმეები ჰქონდა კლუბში მოსაგვარებელი. მას უნდა მოეწოდებინა ებრძოლა ისეთი გუნდისათვის, რომელმაც ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა. თუმცა რა თქმა უნდა ის დანებებას არ აპირებდა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო

გაგრძელება იქნება....

წინა თავები
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: NeymaR
23 ივნისი 2013 16:16
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
შმეიხხხ :**
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№12
ავტორი: Amerigo
23 ივნისი 2013 16:30
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
washington,
:D :D არა მართლა საღოლ მაგარი სტატიაა!
0
№13
ავტორი: VaRdo
23 ივნისი 2013 16:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც ბექა. აუ დღეს რამხელა სტაატიები იდება რა არის დამიდნეთ რა. ერთინად რომ მოაყარეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: იუელი
23 ივნისი 2013 16:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
არვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის ბრავო
მართლა ცრემლები მომადგა
რატო წახვედი ბაბუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№15
ავტორი: m-an-united
23 ივნისი 2013 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
N1 !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№16
ავტორი: red devil
24 ივნისი 2013 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria gagrdzelebas velodebi
0
№17
ავტორი: ლადო
24 ივნისი 2013 08:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ბექა, მაგარია, იმედია გაგრძელება იქნება winked
0
№18
ავტორი: MANUTD FAN.
24 ივნისი 2013 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაგარი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№19
ავტორი: gilmour
24 ივნისი 2013 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
R.v.Persie,
ახლა წავიკითხე გაიხარე მაგრა გამისწორდა მაგარი სტატიაა.

მართლა ძალიან მაგარი სეზონი იყო, სამწუხაროდ ყველა თამაშს ვერ ვუყურებდი არ იყოს მაგის საშუალება საქართველოში, თან არც ისე დიდი ვიყავი მაშინ:)) ბაიერნთან ფინალში ყველაზე დიდი პრობლემა კინი–სქოულზის არყოლა იყო, ბურთი დაგვიჭირეს და გვჩაგრავდნენ, თუმცა შემდეგ რაც მოხდა ახლაც რო ვიხსენებ თვალები მინათდება:))
0
№20
ავტორი: I L C
24 ივნისი 2013 13:58
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კარგით რა უარესად დავიგრუზე ბაბუს წასვლაზე..it is fantastic staties
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top