თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 08:19
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1922,
კომენტარები: 11
რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა!
ფერდიანდი:"ინგლისს საკუთარი თამაშის სტილი არ გააჩნია!".....
რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა!
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებმა უნდა აიღოს საკუთარი თამაშის სტილი, რათა ჩემპიონატებზე უფრო ძლირი ძალა გახდეს სხვა გუნდებისთვის.

ფერდინანდის ასეთი განცხადება ახალგაზრდული ნაკრების მარცხის შემდეგ გავრცელდა. როგორც ცნობილია სტიუარტ პირსის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე შეხვედრა დათმო, ხოლო ამის შემდეგ მწვრთნელი პოსტიდან მოხსნეს.

"თუ თქვენ შეხედავთ იტალიას, ჰოლანდიას, ესპანეთს ან კიდევ გერმანიას, მაშინ მიხვდებით თუ ვინ არიან ისინი, მათი მაისურების გარეშეც. ყველა ამ გუნდს აქვს საკუთარი თამაშის სტილი."

"ჩვენ ეს სამწუხაროდ არ გვაქვს. როდესაც ჩვენ 1966 წელს მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენ არავის სტილს არ ვიყენებდით ან ვბაძავდით. ჩვენ ჩვენი ინგლისური გზით მივდიოდით წინ. ეს იყო ჩვენი სტილი და ჩვენი განსაკუთრებულობა."

"მე საშიშს არაფერს ვხედავ იმაში, რომ ამბობენ ინგლისს ცოტა ვარსკვლავი ჰყავსო. ამას აზრი არ აქვს, მთავარია ჩვენ ის სქემა ავირჩიოთ რაც ამდვილად გამოადება გუნდს." - განაცხადა ფერდინანდმა Sky Sports-თან.



წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: J. Hernández
25 ივნისი 2013 07:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
es ar unda gaeshvat jer
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top