თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 23:16
ავტორი: Persie,
ნანახია: 3172,
კომენტარები: 12
"ახალგაზრდა ეშმაკუნები მზად არიან ბრძოლისთვის"
"ახალგაზრდა ეშმაკუნები მზად არიან ბრძოლისთვის"
"იუნაიტედის" ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად იმყოფება თურქეთში და ყველა მათგანი ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის გუნდის გამარჯვებაში 20 წამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში. სემ ჯონსტოუნი,ტომ ტორპი და ლარნელ კოული გამოდიან ინგლისის ნაკრებში E ჯგუფში, სდაც მოუწევთ ჩილესთან შებრძოლება სადაც გამოდის სხვა "წითელი ეშმაკელი" - ანხელო ენრიკესი. ახლახანს გადმოსული გილერმო ვარელა კი ითამაშებს ურუგვაის ნაკრებში F ჯგუფში.


გასაკვირია , მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა - ბრაზილიის ნაკრებმა - ვერ შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა, ამიტომ თასი შეხვდება ნებისმიერ ღირსეულ გუნდს. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მოთამაშეები და შევაფასოთ მათი შანსები.

გილერმო ვარელა ( ურუგვაის ნაკრები. პირველი თამაში: ხორვატიის წინააღმდეგ 23 ივნისს)

წინა თვეს ვარელა "იუნაიტედში" გადმოვიდა "პენიაროლიდან". ის სწრაფი მარჯვენა მცველია, რომელიც რეგურალურად გამოდის ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადში და მან უნდა მიიღოს დიდი გამოცდილება ყველა 9 მატჩიდან F ჯგუფში ახალი ზელანდიის, ხორვატიის და უზბეკეთის წინააღმდეგ, გარანტირებული რომ გახადოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლა. "იუნაიტედის" გულშემატკივრები სიამოვნებით შეაფასებენ ახალი ფეხბურთელის შესაძლებლობებს მთელი ჯგუფური ეტაპის დროს.

სემ ჯონსტოუნი (ინგლისის ნაკრები. პირველი თამაში: ერაყის წინააღმდეგ 23 ივნისს)

მაღალი, ათლეტური გოლკიპეერი, რომელიც ფეხებს კარგად ხმარობს და ითვლება პერსპეკტიულ ფეხბურთელად ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში.

ტომ რორპი (ინგლისის ნაკრები. პირველი თამაში: ერაყის წინააღმდეგ 23 ივნისს)

"იუნაიტედის" 21 წლამდელთა მომავალი კაპიტანი , ამ ცენტრალურმა მცველმა მიიყვანა გუნდი წამატებამდე სადაც 21 წლამდელებმა მოიგეს პრემიერ ლიგა. ის წარდგენილი იყო ჯილდოზე " წლის საუკეთესო რეზერვისტი". ტორპმა ადრე უკვე მოიგო ევროპის ჩემპიონატი 17 წამდელებში და ინგლისის 20 წლამდელებში 9 ჯერ არის გამოსული, ამიტომ მას დამკვიდრებული აქვს თავი ძირითადში და მისი ლიდერის თვისებები დიდ როლს ითამაშებს ჩემპიონატზე.

ლარენ კოული (ინგლისის ნაკრები. პირველი თამაში: ერაყის წინააღმდეგ 23 ივნისს)

ეს შესანიშნავი ფეხბურთელი წარმოშობით მანჩესტერიდანაა. ის ძალიან სწრაფია და შეუძლია ითამაშოს დიდი როლი ამ დიდ ტურნირზე. კოული თამაშობს როგორც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე , ასევე ფლანგზე, მაგრამ ტრამვების გამო მას მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული ინგლისის 20 წლამდელთა გუნდში. მიუხედავად ამისა ის შესანიშნავად გამოიყურებოდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ამ სეზონში, გაიტანა 6 გოლი ბოლო 4 მატჩში.

ანხელო ენრიკესი ( ჩილეს ნაკრები. პირველი თამაში: ეგვიპტის წინააღმდეგ 23 ივნისს)


ეს შესანიშნავი ფეხბურთელი ცნობილია თავისი უძლიერესი დარტყმით და უკვე მოხვდა მსოფლიოს 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელში. ენრიკესს მოუწევს იბრძოლოს ძირითადში თამაშისთვის ნიკოლას კასტილიოს წინააღმდეგ, როდესაც ჩილე ემზადება ინგლისის, ერაყის და ეგვიპტის ნაკრებებთან შესახვედრად.
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
22 ივნისი 2013 02:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მე ენრიკესის მეიმედება ძალიან კიდე პოუელის იმედიც მაქვს ...
0
№12
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2013 07:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია გაამართლებენ და უფრო მალე და მაღალ დონეზე განვითარდებიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top