"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უკვე დააჯარიმა "იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი,რადგან რიომ უარი განაცხადა რასიზმის საწინააღმდეგო მაისურის ჩაცმაზე შაბათს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩში.
შაბათს რიო ფერდინანდი ერთადერთი მოთამაშე იყო თავისი გუნდიდან,რომელმაც არ ჩაიცვა ანტი-რაზისმული მაისური და მან გააპროტესტა FA-ს გადაწყვეტილება.ის მიიჩნევს,რომ ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი ძალიან რბილად დასაჯეს რასიზმისათვის ანტონ ფერდინანდის მიმართ.
რიოს ეს მოქმედება ძალიან გასაკვირია.სერ ალექს ფერგიუსონისათვის ეს დიდი სიუპრიზი იყო რიოსაგან და მან სწორედ ამ საქციელისათვის ის დააჯარიმა და რიო ვეღარ აიღებს მის ორი კვირის ხელფას,როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება ეს 320 ათასი დოლარია.
"შაბათს ფეხბურთელებს ეცვათ ანტი-რასიზმული მაირურები,მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყო ჩვენი გუნდის გამოცდილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა არ მოისურვა ამ მაისურის ჩაცმა.ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს მას." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
"რედინგის" თავდამსხმელმა ჯეისონ რობერტსმა თავისი აზრი გამთქვა ჯონ ტერის საქმეზე და ის მიიჩნევს,რომ მისი დისკვალიფიკაცია უნდა იყოს ისეთი როგორიც ლუის სუარეზს ჰქონდა მინიჭებული.