თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2013, 10:34
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2593,
კომენტარები: 11
რიო: "ჩვენ მოვიგებთ ტიტულს მოიესისთვის"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა - რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ გუნდი შეეცდება მოიგოს ტიტული კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად დევიდ მოიესის თავკაცობით.
რიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა - რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ გუნდი შეეცდება მოიგოს ტიტული კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად დევიდ მოიესის თავკაცობით.

ვეტერანმა მცველმა განაცხადა: "პრემიერ ლიგის მოგება მოიესთან ერთად, ეს ფენომენალურია. წინა სეზონში ჩვენ მოვახერხეთ მე-20 ტიტულის მოპოვება, თუმცა ამის გამეორება "მოიესის ერაში"? ძალიან სასიხარულო იქნება."

"მოიგო ასეთი პრესტიჟული ტიტული პირველივე წელს, ახალ მწვრთნელთან ერთად, ეს რაღაც განსაკუთრებულია ჩემთვის."


როგორც იცით რიომ კონტრაქტი გაახანგრძლივა "ემიუსთან" და ის გუნდში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, ამას მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს.

"ის თავისი მკაცრი და მძიმე მუშაობით შეძლებს ამას, ჩვენ მოიესის დიდი იმედი გვაქვს."

"ყოველი ტიტულის მოპოვების შემდეგ, საზეიმო წვეულებაზე, ჩვენ ვფიქრობთ შემდეგ სეზონზე, იმაზე თუ რას გავაკეთებთ და როგორ ვაპირებთ ტიტულების მოპოვებას."


"ამ გუნდში შენ შეგიძლია გახდე საუკეთესო! კრისტიანო რონალდო, რომელმაც დაიწყო "სპორტინგიდან", ითამაშა "მანჩესტერში" და ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეგვიძლია სხვების დასახელებაც, ასეთები იყვნენ: დევიდ ბექჰემი, რაიან გიგსი, პოლ სქოულზი, ენდი კოული და უამრავი სხვა შესანიშნავი ფეხბურთელი."

რიომ ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი:

"რათქმაუნდა, როგორც ფანი, ყველა მოხარული იქნება ჟოზეს "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებით, მას უნდა ტიტულების მოპოვება, თუმცა მას მოუწევს მოცდა იქამდე, სანამ მე კარიერას დავასრულებ."


წყარო: Thesun.Co.Uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
17 ივნისი 2013 22:16
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყველაზე მაგარი იქნება პირველივე სეზონსი თუ მოიგებს ლიგას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top