თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2013, 15:06
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2054,
კომენტარები: 13
დე ხეა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს
დევიდმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა
დე ხეა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს
ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებმა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა - დევიდ დე ხეამ 90 წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად.
მატჩის ბედი 86-ე წუთზე მოედანზე შემოსულმა ალვარო მორატამ გადაწყვიტა. აქამდე, მან გადამწყვეტი გოლი რუსეთთანაც გაიტანა 83-ე წუთზე.
ესპანეთმა ჩატარებული 2 შეხვედრიდან ორივე მოიგო - დე ხეა ორივე მატჩი სრულად ჩაატარა.
დევიდის გუნდი ნახევარფინალში შაბათს, 16 ივნისს ნორვეგიის ან იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირის A ჯგუფში ინგლისმა ჩატარებული შეხვედრებიდან ვერცერთი მოიგო და ევროპის ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა. ზაჰამ ნორვეგიის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.
ჰოლანდიის ნაკრებში ორივე მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნემ კევინ სტროტმანმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
10 ივნისი 2013 18:27
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Daviid <3 gijii gvezrdebaa raa <3
0
№12
ავტორი: love united
10 ივნისი 2013 19:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მიდი დათუჩ... love
0
№13
ავტორი: ლადო
11 ივნისი 2013 07:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩვენი მგელი მეკარეაა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top