რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ის დრო და დრო უფრო უგებს უეინ რუნის. "იუნაიტედის" შემტევი დუეტი შაბათის მატჩში მართლაც გამორჩეული იყო. "ასლიფერმა ეშმაკებმა" "სტოკ სიტისთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 4:2. გოლის გარდა, ჰოლანდილემა ასევე საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა, რის შემდეგაც რუნიმ შეაგდო.
"ყველაფერი კარგად მიდის, და ჩვენი ურთიერთ გაგება უფრო და უფრო კარგი ხდება. პირველივე მატჩის შემდეგ ყველა აღნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ორივე ერთად კარგად ვთანაშობდით. ჩვენ გვიყვარს დუეტში თამაში და ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს. ხანდახან უეინი თამაშობს, წინ მე კი უკან ვარ დახეული, ხანდახან ეს პირიქით ხდება. ასევე, ფლანგებზე გადაწევა, ანუ სულ ხდება ადგილების ცვლა რამაც გაამართლა".
ვან პერსი კმაყოფილია ამ სეზონში "იუნაიტედში" გატანილი გოლების რაოდენობით.
"ჩვენ შეგვიძლია მეტოქის კარის დალაშქვრა ნებისმიერი მეთოდით, პირველი გოლი "სტოკ სიტის" კარში თავით იქნა გატანილი, მეორე გოლი ფეხით, მესამე ისევ თავით, ხოლო ფინალური გოლი კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ. როგორც ხედავ ჩვენ წარმატებას განსხვავებული ხერხებით მივაღწიეთ. ეს შესანიშნავია და ასევე სერიოზული უპირატესობაა". - დაასრულა რობინ ვან პერსიმ.