თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2013, 08:27
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 11
ვან პერსი:"ჩემს თავთან მუშაობას ვაგრძელებ!"
რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ ის თავის თავთან მუშაობას აგრძელებს...
ვან პერსი:
29 წლის ჰოლანდიელმა თავდამსხლემა განაცხადა, რომ ასაკისდა მიუხედავად ის თავის თავთან მუშაობას აგრძელებს.

ამ სეზონში რობინი ძალიან დაეხმარა "იუნაიტედს" და კლუბის ჩემპიონის ტიტულის დახმარებაშიც დიდი წვლილი დაიდო. მან 29 გოლის გატანა მოახერხა. ჰოლანდიელის თქმით ის საკუთარ თავზე მუშაობას არ წყვეტს.

"როდესაც წინა წელს სერ ალექს ფერგიუსონმა მითხრა, რომ ჩემი გადმობირება სურდა "არსენალიდან" მე ვუპასუხე, რომ ისევ ვაგრძელებდი განვითარებას, როგორც მოთამაშე. მართალია მე უკვე 29 წლის ვარ, მაგრამ რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებს, მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ უფრო კარგი ფეხბურთელი გავხდე."

"უფრო უკეთესი, რომ გავხდე, მე მივმართე ერთ ხერხს ჯერ კიდევ "არსენალში" ყოფნის დროს. მე ვნახულობდი ჩემი მატჩების ჩანაწერებს. ჩემმა მწვრთნელმა მასწავლა, რომ მე ჩემი ყველა მოძრაობისთვის მედევნებინა თვალი."

"მატჩების შემდეგ, ყოველ დილით ვიღებდი დისკს და ერთი სული მქონდა, თუ როდის ვნახავდი ამ ჩანაწერს, რომ გამეგო ჩემი ცუდი და კარგი მხარეები. როდესაც მე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ასეთ რამეებს ყურადღებას არც კი ვაქცევდი."

"ახლა კი სრულიად მესმის, სად ვუშვებ შეცდომებ და სად არა. მე ამის კეთებას "იუნაიტედში" ვაგრძელებ. საქმე იმაში კი არ არის, თითქოსდა მე ჩემი გოლების ხელახლა ნახვა მსურს, არამედ იმაში თუ რა შეცდომა დავუშვი. მე სულ მინდა რაღაცას ვსწავლობდე." - განაცხადა რობინმა
Daily Mirror-თან.


წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: m-an-united
10 ივნისი 2013 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
<3 <3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top