თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2013, 12:25
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 14
გილი: "ზაჰა კარგი მოთამაშე გახდება"
დევიდ გილის აზრით, ვილფრიდ ზაჰას დიდი მომავალი აქვს.
გილი:
ვილფრიდ ზაჰა გახდა "იუნაიტედის" კიდევ ერთი მოთამაშე რომელიც წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ასპარეზზე და დევიდ გილი, "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ 20 წლის ნახევარმცველს დიდი მომავალი აქვს.

"საინტერესოა, რომ ბოლო დროს ჩვენს კლუბს ინგლისის ნაკრებში ყოველთვის ჰყავს 5 მოთამაშე გაგზავნილი, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის"._განაცხადა დევიდ გილმა.

"იუნაიტედის ძირითადი გუნდი ყოველთვის ამ გზით ვითარდებოდა. მატ ბასბიმ დაიწყო და სერ ალექს ფერგიუსონმა გააგრძელა ეს გზა. ვცდილობდით რაც შეიძლება მეტი ბრიტანელი მოთამაშე გვყოლოდა გუნდში, ასევე ვღებულობდით უცხოელებსაც".

"ზაჰას ესმის, რომ ახალ დონეზე ავიდა და ვფიქრობ "იუნაიტედისთვის" დიდი მოთამაშე გახდება. იგი თავისი თანატოლებისგან გამორჩეულია, შეუძლია მოატყუოს რამდენიმე კაცი, მას აქვს უნარი გადაინაცვლოს ცენტრში და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანოს".

გილმა ასევე განმარტა, თუ რატომ გაუშვეს ზაჰა ყიდვის შემდეგ "კრისტალ პალასში".

"ჩვენს გუნდს იანვარში კომფორტული პოზიცია ეკავა და ზაჰას გადმოსვლის აუცილებლობა არ იყო. მისთვის უკეთესი იქნებოდა თუკი სეზონს "კრისტალ პალასში" დაასრულებდა. სწორედ ამიტომ მივიღეტ ასეთი შეთანხმება".

"ჩვენ მას კარგად ვიცნობდით. სერ ალექსი ხშირად უყურებდა მის თამაშებს და სკაუტებს ყოველ მატჩზე ვგზავნიდით. ვიგრძენით მისი ასაკი და პოტენციალი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება არ აქვს".

წყარო: www.manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
9 ივნისი 2013 18:59
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
იმენა ძაან ნიჭიერია რა
0
№12
ავტორი: red devil
9 ივნისი 2013 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yvela kais ambobs am bichze da imedia gaamartlebs
0
№13
ავტორი: VaRdo
9 ივნისი 2013 22:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია : )) ეს ათამაშდეს და იმედები გაამართლოს რონალდო დაბრუნდეს რუნი არ წავიდეს და მოვიდეს ნალუბოი გუნდი თ უსახე არ ავაძროთ მე ვიყო სკაუზერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: ლადო
10 ივნისი 2013 07:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
VaRdo,
იმედია : )) ეს ათამაშდეს და იმედები გაამართლოს რონალდო დაბრუნდეს რუნი არ წავიდეს და მოვიდეს ნალუბოი გუნდი თ უსახე არ ავაძროთ მე ვიყო სკაუზერი


მომეწონა, ეგ შუტკაა biggrin2

ამ ბიჭის ძალიან მეიმედება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top