თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2013, 20:23
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3128,
კომენტარები: 11
ახალი ფორმა დეტალებში: დაბრუნება 90-იანებში
ახალი ფორმა გაყიდვაში ხვალიდან შემოვა და მისი ფასი 55 ფუნტი იქნება
ახალი ფორმა დეტალებში: დაბრუნება 90-იანებში
რიო ფერდინანდმა ახალი ფორმის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ კლუბის ახალი მაისური ერთ-ერთი ისტორიული ფორმის დიზაინის დეტალებს შეიცავს. "ნაიკიც" აცხადებდა, რომ ახალი დიზაინი "იუნაიტედის" ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წლებსაა მიმსგავსებული.
ასეცაა, როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში 90-იანი წლები იგულისხმება. ეს ის პერიოდია, როცა "წითლები" მუქ წითელ მაისურს შავი დიდი საყელოთი ატარებდნენ. ფორმა პოპულარული განსაკუთრებით კანტონამ გახადა, ამ რეტრო მაიკას გულშემატკივრები დღესაც კი იძენენ.
ახალი ფორმა დეტალებში: დაბრუნება 90-იანებში

ახალი ფორმა დეტალებში: დაბრუნება 90-იანებში

თეთრ შორტებს ბოლოში ჰორიზონტალურად შავი ხაზები გასდევს, გეტრები შავი ფერისაა წითელ-თეთრი ხაზებით.
ფორმა, რომელსაც ფეხბურთელები ოფიციალურად მომავალი სეზონიდან გამოიყენებენ, მხოლოდ 150 გრამს იწონის, ეს "ნაიკის" სპეციალური Dri-Fit ტექნოლოგიის დამსახურებაა. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული მაისური გრილია და სხეულსაც მშრალად და გრილად ინახავს.
ფორმა გაყიდვაში ხვალიდან, 6 ივლისიდან შემოვა და გულშემატკივარს მისი შეძენა "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე 55 ფუნტ-სტერლინგად შეეძლება.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
6 ივნისი 2013 15:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ძალიან საკაიფოაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top