"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კმაყოფილია თავისი გუნდის შეტევით, მათ ყველა მომენტი გამოიყენეს "სტოკ სიტისთან" მატჩში და გაიმარჯვეს 4-2. პირველი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა თავის კარში, ხოლო შემდეგ დუბლი გაიფორმა მოწინააღმდეგის კარში. ასევე თავი გამოიჩინეს რობინ ვან პერსიმ და დენი უელბეკმა. "მატჩის დასაწყისში ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგად, მაგრამ შემდეგ თამაში წაგვივიდა და ეს ანგარიშზეც აისახა."-განაცხადა ფერგიუსონმა. "ჩვენ უნდა გაგვეტანა უფრო მეტი გოლი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ რადგან ჩემმა გუნდმა მოახერხა ოთხი საპასუხო გოლის გატანა." "რაც უფრო დიდი ხანი ითამაშებენ რუნი და პერსი ერთად იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი. ნათელია, რომ ისინი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ."-დაასრულა ფერგიუსონმა. წყარო:manreds.com