თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2013, 12:16
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2454,
კომენტარები: 11
ინტერვიუ დევიდ დე ხეასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა გოლკიპერმა manutd.com-თან ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს.ასევე მან გაიხსენა ფეხბურთში ფეხის მოკიდების პირველი ნაბიჯები,როდესაც "ატლეტიკო მადრიდის" აკადემიაში მივიდა.
ინტერვიუ დევიდ დე ხეასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა გოლკიპერმა manutd.com-თან ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს.ასევე მან გაიხსენა ფეხბურთში ფეხის მოკიდების პირველი ნაბიჯები,როდესაც "ატლეტიკო მადრიდის" აკადემიაში მივიდა.

- ყველაზე მეტად რა მოგწონთ ინგლისის პრემიერ ლიგაში?

"ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში მომწონს.მე სიამაყით ვივსები,როდესაც ვიაზრებ,რომ ამ უდიდესი კლუბის მაისურით გამოვდივარ მოედანზე.ეს კლუბი უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია"

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

"თავისუფალ დროს ძირითადად ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ.ძალიან მიყვარს ფილმების ყურაბა,ფილმების ყურებასაც დიდი დრო ეთმობა ჩემს ცხოვრებაში,ასევე ვთამაშობ ვიდეო თამაშებს.ფილმებს ძირითადად ინგლისური სუბტიტრებით ვუყურებ,რათა უფრო გავაუმჯობესო ჩემი ინგლისურის ცოდნა.თავისუფალ დროს სულ სახლში არ ვატარებ,ხშირად დავდივარ სავაჭრო ცენტრებში,ასევე გავდივარ ქალაქში.ძალიან მიყვარს ბოულინგის თამაში და ამასაც დიდი დროს ვუთმობ."

- რა პროფესიას აირჩევდით ფეხბურთელი,რომ არ გამხდარიყავით?

"ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.ყოველთვის მინდოდა,რომ ფეხბურთელი გამხვდარიყავი.ვერ წარმომიდგენია თუ რას გავაკეთებდი იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდი.ალბათ უფრო მეტ დროს დავუთმობდი სკოლაში სწავლას.სკოლაში ძალიან მიყვარდა ისტორია და შესაძლოა ამ მხრიდაც გამეგრძელებია ცხოვრება."

- როგორ შეხვედით ფეხბურთზე?

"ფეხბურთზე ადრეულ ასაკში მამაჩემმა მიმიყვანა.ჩემს სახლში ხშირად იყრიდნენ თავს ფეხბურთელები.სწორედ მათი რჩევით შევედი ფეხბურთზე.მოგვიანებით,მე შევუერთდი "ატლეტიკო მადრიდის" აკადემიას და სწორედ იქ დავყავი ხუთი-ექვსი წელი."

- ზოგჯერ მეკარეები იტანენ გოლს. მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გაგიტანია გოლი პროფესიონალურ კარიერაში, ყოფილა ისეთი თამაში სადაც მეკარე იყავი და გოლის გატანა მოახერხე?

"როგორც მეკარეს არა, თუმცა როცა პატარა ვიყავი ვთამაშობდი გარემარბად. მე წინ ვიყავი და ბევრ გოლს ვიტანდი, თუმცა საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე მეკარე გავმხდარიყავი. მე ყოველთვის მომწონდა პასების გაკეთება და დრიბლინგი - ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მე ბევრს ვვარჯიშობდი ფეხით. კლუბში, როგორიც "იუნაიტედია" საჭიროა დაეხმარო გუნდს ყველა გზით."

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DaD
2 ივნისი 2013 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
de xeadarcjo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top