თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2013, 19:23
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2078,
კომენტარები: 12
ფელაინი: "მოიესთან არ მისაუბრია"
"ევერტონის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ მას არ უსაუბრია მის ყოფილ მწვრთნელთან, დავიდ მოიესთან მისი "იუნაიტედში" სავარაუდო ტრანსფერის შესახებ.
ფელაინი:
"ევერტონის" ნახევარმცველმა - მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ მას არ უსაუბრია მის ყოფილ მწვრთნელთან, დავიდ მოიესთან მისი "იუნაიტედში" სავარაუდო ტრანსფერის შესახებ.

"მოიესმა მიიღო სერიოზული შეთავაზება "იუნაიტედისაგან" და ძალიან კარგად მესმის რატომაც დათანხმდა იგი ამ წინადადებას" - განაცხადა 26 წლის ნახევარმცველმა SkySports თან ინტერვიუში - "ჭორები - ეს ფეხბურთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუმცა მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ."

"ყველას სურს მოისმინოს პასუხი ჩემგან "იუნაიტედში" გადაბარგებასთან დაკავშირებით, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. ფაქტი ერთია - ჩემი ბედი "ევერტონს" უკავშირდება."

"რათქმაუნდა "მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავი კლუბია და აქ თამაშს ყველა ისურვებს, თან ალბათ ბევრს უნდა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც... ყოველ შემთხვევაში ახლა "ევერტონში" ბედნიერი ვარ და ყველა დანარჩენი ჩემთვის ცარიელი სიტყვებია."
- ამით დაასრულა თავისი ინტერვიუ "ევერტონის" ვარსკვლავმა.


წყარო: Manutd.Ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU20
31 მაი 2013 09:23
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
არადა როგორ მევასება ♥ მაგრამ პსვ-ს ლიდერი, N6 მინდა ეშმაკებში ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№12
ავტორი: SAF
31 მაი 2013 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს და სტროტმანი უნდა ვიყიდოთ აუცილებლად ფაბრეგასია არაა საჭირო..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top