თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2013, 19:24
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2135,
კომენტარები: 11
ახალგაზრდა "მანჩესტერელებმა" ჰოლანდიაში გამგზავრებამდე ვან პერსისგან რჩევები მიიღეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ახალგაზრდა მოთამაშეები ჰოლანდიაში საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ახალგაზრდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ათი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ კვირაში საერთაშორისო ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. მოთამაშეებმა "კარინგტონზე" ივარჯიშეს და რობინ ვან პერსისგან რამდენიმე რჩევა მიიღეს.
ახალგაზრდები პერსის სამშობლოში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას სამხრეთ აფრიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ბელგიის და დიდი ბრიტანეთის კლუბების წინააღმდეგ დაიცავენ.
"მინდა, რომ წახვიდეთ, ფანტასტიური დრო გაატაროთ და ამ გამოცდილებით ისიამოვნოთ." - უთხრა პერსიმ ახალგაზრდებს.
"დღეს სახალისო დღე იყო. "იუნაიტედს" დიდი ხანია ვგულშემატკივრობ, მაგრამ არასოდეს მეგონა, თუ ვან პერსისთან შეხვედრის საშუალება მომეცემოდა." - თქვა ეინ რიტჩმა, ერთ-ერთმა აკადემიის ფეხბურთელმა.
გარდა ფეხბურთისა, "იუნაიტედის" ფეხბურთელები აკადემიური სკოლების ღონისძიებებშიც იღებენ მონაწილეობას. ბოლო ხანებში, დე ხეა და ჩიჩარიტო ბროუდოკის სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებს ესპანურის გაკვეთილი ჩაუტარეს. პატრის ევრამ კი ფრანგულის გაკვეთილი ჩაუტარა მანჩესტერის აკადემიის სტუდენტებს.

წყარო: strettychants.com

ახალგაზრდა "მანჩესტერელებმა" ჰოლანდიაში გამგზავრებამდე ვან პერსისგან რჩევები მიიღეს

ახალგაზრდა "მანჩესტერელებმა" ჰოლანდიაში გამგზავრებამდე ვან პერსისგან რჩევები მიიღეს
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
27 მაი 2013 16:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სკოლა აქ არ მეყოფა და ახლა ჩიჩამ და გიამაც დაიწყეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top