როგორც მოგეხსენებათ სულ რამოდენიმე საათის წინ დასრულდა მატჩი ”სტოკ სიტისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედს” შორის. მატჩის 11-ე წუთზე უეინ რუნიმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
”მანჩესტერის” ძირითად შემედგენლობაში მოულოდნელად არ გამოჩდნენ შინჟი კაგავა და ტომ ქლევერლი. ისინი ანტონიო ვალენსიამ და პოლ სქოულზმა შეცვალეს. ”სტოკ სიტის” ძირითადი შემადგენლობის მცველმა ენდი უილკინსონმა მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ტონი პულისის გუნდმა გლენ უილანი დაკარგა, რომელიც დინ უაიხტედმა შეცვალა.
როგორც მოისაზრებოდა თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თუმცა 11-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნენს. ჩარლი ადამმა ჩააწოდა, ხოლო უეინ რუნიმ შოვკროსთან ორთაბრძოლისას ბურთი თავის კარში ჩაჭრა - 0:1. მაშინვე ”სტოკმა” კინაღამ მეორე გოლი გაიტანა, თუმცა დავიდ დე ხეამ შეძლო ჩარლი ადამის დარტყმის დაფიქსირება. ”სტოკის” ფეხბურთელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ.
”იუნაიტედი” ელოდებოდა სანამ 27-ე წუთზე შედეგიანი შეტევა გაკეთდებოდა. რობინ ვან პერსიმ მარცხენა ფლანგიდან კარგი პასი გააკეთა, ხოლო უეინ რუნი კი თავით ბრწყინვალე ბურთი გაიტანა მეტოქის კარში - 1:1. უფრო და უფრო ”სტოკი” დაცვაში ჯდებოდა და ბოლოს ამ ყველაფერმა ცუდი შედეგი გამოიღო. ვალენსიამ მარჯვენა ფლანგიდან პასი გააკეთა, ვან პერსიმ კი ნერვიულობის გარეშე გადაუშვა ის ბეგოვიჩის კარში - 2:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში უეინ რუნიმ ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან, ხოლო დენი უელბექმა თითქმის წაქცეულმა გაიტანა - 3:1. ”იუნაიტედი” გოლებს იტანდა, თუმცა ძალიან ბევრი მომენტი გამოუყენებელი რჩებოდა.
58-ე წუთზე მაიკლ ქეითლიმ გაიტანა ბრწყინვალე გოლი. სტუმრების ვინგერმა შეასრულა ბრწყინვალე სოლო რეიდი და ანგარიშში სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა 3:2. 65-ე წუთზე ”ეშმაკებმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. უეინ რუნიმ დუბლი გაიფორმა - 4:2.
დარჩენილი დროის განმავლობაში მეტოქეებს სახიფათო მომენტები აღარ შეუქმნიათ. მატჩის შედეგი მოსალოდნელი იყო. მაშინაც კი როდესაც მაიკლ ქეითლიმ გოლი გაიტანა, იგრძნობოდა, რომ სტუმრებს თამაში არ მისდიოდათ. ”სტოკმა” მხოლოდ პირველი ტაიმი გაძლო. ”მანჩესტერმა” დამაჯერებლად გაიმარჯვა და არ მისცა შანსი ”ჩელსის”, რომ კიდევ უფრო განევრცო მისი უპირატესობა სატურნირო ცხრილში.
სტატიის წყარო:
ManReds.Com