თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2013, 13:20
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი: "ბექჰემმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო."
სერ ალექსმა დევიდ ბექჰემის გადაწყვეტილებაზე და მის განვლილ კარიერაზე ისაუბრა
ფერგიუსონი:
რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერის დასრულება.
სერ ალექსი თვლის, რომ დევიდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დროც სწორად აირჩია.
ბექჰემმი კარიერის ბოლო მატჩს „პსჟს“ მაისურით 26 მაისს ჩაატარებს.
„მან სწორი დრო აირჩია. დევიდმა კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი „პსჟსთან“ ერთად და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როგორც მე. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
მოდა ალბათ მისი საქმიანობა იქნება, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი როლის შეთავსება შეუძლია.
დევიდი საოცარი პიროვნებაა. ამერიკაში წასვლისას, მან იცოდა, რომ ეს ის ადგილი არ იყო, სადაც კარგი კარიერა ექნებოდა. ის მაინც წავიდა, ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, „მილანში“, და ბოლოს „პსჟში“.
ერთ-ერთი, რაც დევიდს ყოველთვის ახასიათებდა, მისი წარმოუდგენელი ენერგია იყო.
მას შეეძლო ერბინა მთელი დღე და სწორედ ეს მონდომება იწვევდა მის მოედანზე დიდი ხნით ყოფნას.“
- განაცხადა ფერგიუსონმა.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MAGNIFICENT 7
19 მაი 2013 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ბექს love love love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top