თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2013, 16:33
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2757,
კომენტარები: 11
რიო ფერდინანდმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა!
ინგლისელმა მცველმა გადაწყვიტა კრიერის დასრულება...
რიო ფერდინანდმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა!
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა გადაწყვიტა სანაკრებო კარიერა დაესრულებინა და მხოლოდ "იუნაიტედზე" გადაეტანა კონცენტრაცია.

წინა წელს რიოს კონფლიქტი მოუვიდა ჯონ ტერისთან, რის შედეგადაც მან გამოტოვა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში იმართებოდა. მაგრამ ჯონ ტერიმაც დაასრულა სანაკრებო კარიერა და რიო ისევ ხელმისაწვდომი გახდა "სამი ლომის" მწვრთნელის, როი ჰოჯსონისთვის.

34 წლის მოთამაშე ნაკრებში გაოიძახეს 2014 წლის საკვალიფიკაციო მატჩებზე, მაგრამ მას არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ახლა კი ფერდინანდმა საბოლოოდ გადაწყვიტა სანაკრებო კარიერის დასრულება.

"მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ნაკრებში დავასრულო ჩემი ასპარეზი. 34 წლის ასაკში მე მივხვდი, რომ ახალგაზრდებისთვის უნდა დამეთმო გზა. მე ხომ შემიძლია მარტო საკლუბო კარიერას მივხედო."

"ჩემი ქვეყნის წარმოდგენა ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პატივი იყო. მე ყოველთვის ვამაყობდი, იმით, რომ ნაკრებში გამოვდიოდი. მე წარმატებას ვუსურვებ როი ჰოჯსონს, გულშემატკივრებს და იმ მოთამაშეებს, რომლებთანაც ვიმუშავე. ეს გზა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის." - დაამატა რიომ.

დავამატებ იმასაც, რომ ახლო მომავალში რიო აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რადგან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.


წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: always ReD
15 მაი 2013 17:55
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
სწორად მოიქცა am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top