თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2013, 07:11
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 14
სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!
manutd.com-თან ინტერვიუში, სერ ალექსმა ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე...
სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!
"ყველა შემთხვევაში დადგებოდა ის დღეც, როდესაც მე პენსიაზე გავიდოდი. საბედნიეროდ მე კლუბს გამარჯვებული ვტოვებ. ასე მინდოდა ვყოფილიყავი ყოველთვის."

"მე მივიღე გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ შობის დღეებში. მარტამდე არაფერს არ ვამბობდი წასვლაზე ჩემს შვილებთან, ხოლო ჩემმა ძმამ ეს ამბავი საერთოდ სამშაბათს გაიგო. ისინი ბედნიერები არ იყვნენ ამ ამბით! ახლობლებიდან ეს მხოლოდ ჩემმა ცოლმა იცოდა. ოქტომბერში მან დაკარგა და და ძალიან უჭირდა მარტო ყოფნა. მასთან იყვნენ საყვრაელი შვილები და შვილიშვილება, მაგრამ აღარ იყო მისი საუკეთესო მეგობარი - მისი და! თავიდან ჩემი მეუღლე მარტოობას გრძნობდა. მან ჩემს გამო ძალიან ბევრი რამ დათმო. მე გადავწყვიტე დამესრულებინა ჩემი კარიერა და დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ მისთვის და ჩვენი ოჯახისთვის მიმეძღვნა."

სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!


"ჩემსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ფეხბურთიდან გამარჯვებულის როლში წავსულიყავი. როდესაც საშობაოდ სატურნირო ცხრილში მხოლოდ ხუთი ქულით ვიყავით წინ, მაშინ ღმერთს ვევედრებოდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. საბედნიეროდ ეს ტიტული მალე მოვიგეთ."

სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!


"მე არ ვიცოდი თუ რა უნდა მეთქვა გამოსამშვიდობებელ მატჩზე. მე იმას ვსაუბრობდი, რაც თავში მომდიოდა აზრად. დილით მე ვესაუბრე ჩემს შვილს, ჯეიმსს, რომელმაც მითხრა:"დინებას მიყევი. დაიწყე ლაპარაკი და ტექსტიც თვითონ მოვა." რათქმაუნდა, ჩემი სიტყვით გამოსვლა კარგი გამოვიდა. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის. მთელი კვირა ძალიან რთული გადასატანი იყო, რადგან უნდა დავმშვიდობებოდი ფეხბურთელებს და კლუბის პერსონალს. მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, ამას თავი გავართვით."

სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!


სერ ალექსმა დევიდ მოიესზე განაცხადა:"ჩვენ მისი გვჯერა. მას ძალიან უყვარს ბევრი მუშაობა და პირველ რიგში ისიც შოტლანდიელია! ამ კლუბში შოტლანდიელი მწვრთნელების ფანტასტიკური დინასტიაა. ვიმედოვნებ, რომ დევიდი ისეთივე მხარდაჭერას მიიღებს, რაც მე მრავალი წლების წინ მივიღე "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის დროს. სწორედ ესაა თქვენი პირველი დავალება!"

სერ ალექსი თავის გადაწყვეტილებაზე!




წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: m-an-united
14 მაი 2013 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
eh babu
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№12
ავტორი: captain
14 მაი 2013 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მიდი ბაბუ გაზარდე შვილიშვილები და ბოლომდე გვიგულშემატკივრე love
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
14 მაი 2013 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რამდენი შვილიშვილი ყავს რაამბავია troll
0
№14
ავტორი: Shako Jones
14 მაი 2013 23:16
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კარგად ბაბუუ <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top