თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2013, 16:27
ავტორი: Armani,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 11
''ეს ეპოქის დასასრულია''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' დირექტორმა დევიდ გილმა MUTV ის მისცა ოფიციალური ინტერვიუ, სადაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლაზე ისაუბრა.
''ეს ეპოქის დასასრულია''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' დირექტორმა დევიდ გილმა MUTV ის მისცა ოფიციალური ინტერვიუ, სადაც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლაზე ისაუბრა.

ამ მომენტში რაზე ფიქრობთ?

ყოველი ჩვენგანისთვის ყველაზე განსაკუთრებული დღეა. რა თქმა უნდა ამას მწუხარების გარეშე ვერ ვისაუბრებ. ეს ადამიანი 26 წლის განმავლობაში შეუდარებელი იყო. უნდა ვაღიარო, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა საუკეთესო დროს მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

თუმცა, მაინც მთავარი კითხვაა. ''რატომ ეხლა''?

ვფიქრობ, რომ თავის გამოსვლებში ის ამაზე გამუდმებით მიგვანიშნებდა. ის ძირითადად ოჯახზე საუბრობდა. თუმცა როდისაა ყველაზე შესაფერისი დრო? ფერგიუსონმა გუნდთან ერთად არაჩვეულებრივი სეზონი გაატარა და ''ოლდ ტრაფორდს'' თასი დაუბრუნა. სერ ალექს ფერგიუსონი კლუბს კარგ მდგომარეობაში ტოვებს.

დიდხანს საუბრობდით ამ თემაზე?

ყველაფრის დეტალურად გადმოცემა არ მსურს. თუმცა ვიტყვი ერთს: ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული ერთი საათის განმავლობაში. ეს გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებაა. ყოველთვის გეუბნეოდით, რომ მხოლოდ ფერგიუსონი მიიღებს გადაწყვეტილებას.

როდის გავიგებთ, სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელის სახელს?

თარიღს ზუსტად ვერ დავასახელებ, თუმცა რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედებთ და დროს არ დავაყომნებთ.

მიიღებს თუ არა სერ ალექს ფერგიუსონი მის შემცვლელზე მონაწილეობას?

რა თქმა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ფერგიუსონი იტყვის. ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ვერცერთი ვერ უმხელმძღვანელებს ისე, როგროც სერ ალექს ფერგიუსონი. სხვათა შორის, ჩვენ კონსულტაციას სერ ბობი ჩარლტონთანაც გავდივართ. ჩვენ აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

რჩება თუ არა ფერგიუსონი გუნდის სტრუქტურაში?

დიახ, ის გუნდის მართველი დირექტორი და ელჩი იქნება. ძალიან კარგია ის, რომ გუნდში რჩება. მან იცის, თუ როდის უნდა ჩაერთოს პროცესში და როდის არა.

ამ წლების განმავლობაში თქვენ გახდით საუკეთესო მეგობრები. დიდი სითბოთი რას გაიხსენებთ?

რაიმეს გამოყოფას ვერ შევძლებდი. დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ერთად მუშაობისას კარიერის პიკს მივაღწიე. ფანტასტიური დრო იყო!

სეზონის ბოლოს ორივე ტოვებთ პოსტს. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა გულშემატკივრებში ნერვიულობამ გამოიწვიოს?

ვერანაირ მიზეზს ვხედავ იმისა, რომ გულშემატკივრებში განგაშმა გამოიწვიოს. გუნდი გააგრძელებს განვითარებას და წინ სვლას. ინფასტრუქტურა, რომელიც ჩვენ შევქმენით არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. ედ ვუდვორდი, რომელიც ჩემი მემკვიდრე იქნება, გააგრძელებს გუნდის განვითარებას და ახალ მენეჯერთან დაამყარებს კარგ ურთიერთობას. ის გააგრძელებს ჩემს მუშაობას და ''მანჩესტერ იუნაიტედს'' უკეთეს გახდის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეძლებს!

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
9 მაი 2013 21:55
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Orive midis raa Gili mainc darches
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top