თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2013, 14:04
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2270,
კომენტარები: 14
კერიკი: ეს დასამახსოვრებელი დღე იქნება
მაიკლ კერიკი მოუთმენლად ელის მეოცე ტიტულის აწევას...
კერიკი: ეს დასამახსოვრებელი დღე იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედი" საბოლოოდ მიიღებს პრემიერ ლიგის თასს კვირას, გაჩემპიონებიდან სამი კვირის შემდეგ.

"წითლები" აწევენ "პრემიერ ლიგის" ვერცხლის თასს მეცამეტეჯერ, ეს მოხდება "სუონსისთან" დაპირისპირების შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" თვალწინ.

"იუნაიტედის" საჩემპიონო ზეიმი გაგრძელდება ორშაბათს, ფეხბურთელები ღია ავტობუსით გამართავენ პარადს მანჩესტერის გარშემო.

"ეს იყო განსაკუთრებული საღამო, როცა ყველაფერი გადაწყდა და ჩვენ მოუთმენლად ველით როდის შევეხებით თასს." განუცხადა მაიკლ კერიკმა ManUtd.com-ს

"ჩვენ ყველა გახარებულები ვართ, აქ იქნება შესანიშნავი ზეიმი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დასამახსოვრებელი დღე იქნება."

რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს იქნება პირველი "პრემიერ ლიგის" ტიტული, მათ შორისაა დევიდ დე ჰეა, დენი უელბეკი, ტომ კლევერლი, შინჯი კაგავა, ფილ ჯონსი, ეშლი იანგი და რობინ ვან პერსი.

რაც შეეხება კერიკს, ეს იქნება მეოთხე ტიტული 31 წლის ნახევარმცველისთვის.

"ეს გაძლევს თავდაჯერებულობას, რომ გახვიდე და ისევ მოიგო ტიტული" დაამატა მან. "შენ გაქვს დიდი კმაყოფილების გრძნობა როცა ჩემპიონატს იგებ, შემდეგ მოდის თასის აწევა და ზეიმი"

"ერთხელ როდესაც ამას გამოცდი, შენ მეტი გინდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ ვინც ეს თასი პირველად მოიგო შემდეგ სეზონში ისევ მოწყურებული გამოვა."


ManUtd.com
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
8 მაი 2013 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Red Hooligan, lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: red devil
8 მაი 2013 05:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Red Hooligan,
mag mainteresebs zustad mec erti sezonit fexburtelis gagmerteba rato icit?
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
8 მაი 2013 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კერიკი მარტო წელს თამაშობს კარგად ??? შარშან რა ცუდი იყოო ? კერიკს იმიტომ ვაფასებ რომ სტაბილურია და დიდი წვლილი მიუძღვის გუნდში
0
№14
ავტორი: Red Hooligan
9 მაი 2013 00:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Amanda Seyfried,
ეგრე რო ვიმსჯელოთ ვალენსიას ასე სასიზღრად ადრე არცერთი სეზონი არ ჩაუტარებია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top