უეინ რუნის ყოფილი დამრიგებელი ამბობს, რომ რუნის ახალგაზრდობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, წელს რუნის ფანტასტიკურ გოლს ”არსენალის” წინააღმდეგ 10 წელი უსრულდება. ზუსტად ამ გოლის შემდეგ მთელმა ინგლისმა ამ პატარა ბიჭუნაზე დაიწყო ლარაპაკი.
”როგორც კი ”ევერტონში” მოვედი, მაცნობეს რომ კლუბში არის ბიჭი, რომელიც არაჩვეულებრივ ტალანტს ფლობს” - უთხრა მოიესმა Sky Sports.
”ჩვენ ეგრევე მივხვდით, რომ ეს ბიჭი საუკეთესო გაიზრდებოდა. ის ჩვენი იმედი იყო. უკვე ახალგაზრდულ პერიოდშივე ჩამოყალიბებული ფეხბურთელის ხასიათი ჰქონდა. ის არაჩვეულებრივი ტალანტით იყო დაჯილდოებული. რაც მთავარია მას უნდოდა ნამდვილი ფეხბუთის თამაში”
”რუნის ასევე შეეძლო გამხდარიყო მეკარე , მარჯვენა მცველი ან ცენტრალური ნახევარმცველი. მას აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, რადგან მისი დამოკიდებულება და სიყვარული ფეხბურთისადმი ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ ფაქტორმა გახადა ის საუკეთესო”
”ესეთი ფეხბურთელები ძალიან იშვიათია. ინგლისში დაბადებულა ბევრი ლეგენდარული და დიდი ფეხბურთელი და ალბათ რუნიც ერთ-ერთი მათგანია”
მოიესმა ასევე გაიხსენა რუნის პრობლემები, რომელიც ხელს უშლიდა ძირითადში მოხვედრაზე.
”რუნი ყოველთვის სერიოზულობით ეკიდებოდა მატჩს. ის ცდილობდა ბურთის წართმევას, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას მის უხეშ თამაშს. ის იყო ბიჭი, რომელიც ქუჩაში გაიზარდა, ამიტომ მე მას ვუგებდი.”
წყარო:
Redevils