თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2013, 13:40
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2611,
კომენტარები: 11
მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები
გიგანტების დაპირისპირება: ურთიერთშეხვედრები, სტატისტიკა და ფაქტები
მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები
მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ შორის პირველი შეხვედრა 1905 წლის 25 დეკემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, მატჩი 0-0 დასრულდა. მეორე დაპირისპირებაც ფრედ, ანგარიშით 1-1 დამთავრდა.

მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს არსებობის ისტორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 167-ჯერ აქვთ ნათამაშები, აქედან „იუნაიტედმა“ 72-ჯერ გაიმარჯვა, „ჩელსიმ“ 49-ჯერ, 46 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
167-დან 141 მატჩი პრემიერ ლიგაში გაიმართა, აქაც უპირატესობა „წითლების“ მხარესაა: 59 მოგება, 42 მარცხი, 40 ფრე.

ლონდონელებმა „მანჩესტერს“ ყველაზე დიდი ანგარიშით 1999 წლის 3 ოქტომბერს მოუგეს - 5:0.
“მანჩესტერელებმა“ კი „ჩელსი“ ყველაზე დიდი ანგარიშით 1960 წლის 26 დეკემბერს დაამარცხა - 6:0

ამ წყვილს შორის გამართული შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი 1954 წელს „ჩელსის“ სტადიონზე გამართულ მატჩში გავიდა, მაშინ „მანჩესტერელებმა“ მასპინძლები ანგარიშით 5:6 დაამარცხეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ სეზონში ამ კლუბებს ერთმანეთში თამაში ყველაზე მეტჯერ 2010-ში წელს მოუწიათ და ამჯერადაც უწევთ - ხვალ ისინი წლევანდელი (2012/13) სეზონის მეხუთე შეხვედრას გამართავენ.

მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები

ინგლისის გიგანტების მორიგი მატჩი ხვალ, 5 მაისს გაიმართება. მაისის 5 რიცხვში, „იუნაიტედს“ სულ 14-ჯერ აქვს ნათამაშები. აქედან „წითლებმა“ შეხვედრა 8-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ.

მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ ბოლო 5 შეხვედრიდან ორ-ორი მატჩი ინგლისის თასის და პრემიერ ლიგის, ერთი კი კარლინგის თასის ეგიდით გაიმართა. ლონდონელებმა ორჯერ გაიმარჯვეს, მანჩესტერელებმა ერთხელ, შეხვედრა ფრედ ორჯერ დასრულდა.

უკანასკნელი 5 შეხვედრა

მანჩესტერი - ჩელსი: ურთიერთშეხვედრები

1. პრემიერ ლიგა (ჩელსი 3:3 მანჩესტერი)



2. პრემიერ ლიგა (ჩელსი 2-3 მანჩესტერი)



3. კარლინგის თასი (მანჩესტერი 4-5 ჩელსი)



4. ინგლისის თასი (მანჩესტერი 2-2 ჩელსი)



5. ინგლისის თასი (მანჩესტერი 0-1 ჩელსი)

სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: m-an-united
4 მაი 2013 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
ro movigoot dzalian gamixardebaa raa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top