თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2013, 12:03
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 3461,
კომენტარები: 25
უელსური ოცნება
რატომ უნდა შეიძინოს მანჩესტერ იუნაიტედმა გარეტ ბეილი?
უელსური ოცნება
ყველამ ვიცით, რომ გუნდს კარგი ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება , მაგრამ ფერგიუსონმა ის უკვე იპოვა (ან მალე იპოვის) , საუბარი მაქვს უეინ რუნიზე. გუნდის ცენტრი უფრო იხვეწება და ძლიერდება , ხოლო ფლანგებზე ყველაფერი პირიქით ხდება. ვალენციას და იანგს მხოლოდ სისწრაფე აქვთ, ნანი რომელიც კრიშტიანუს გზას ადგა უფრო ქუარეშმას გზას დაადგა, რაფაელი შედარებით კარგად თამაშობს ფლანგზე და შეტევებშიც ერთვება , ხოლო გიგზი, იგი უბრალოდ შეუდარებელია.
ალბათ შინჯი კაგავა გაამართლებს ყველას მოლოდინს, ასევე უილფრედ ზაჰა ,რომელიც გუნდს მომავალ წელს შეუერთდება , ეს ფაქტი თავდასხმას ძალზედ გააძლიერებს. შესაძლებელია ითქვას , რომ ახლა ”იუნაიტედს” აქვს შანსი შეიძინოს ისეთი ფეხბურთელი , რომელიც კლუბს ძალიან გამოადგება, კლუბს რომელიც ევროპულ არენაზე დაიჩრდილა.

”მანჩესტერ იუნაიტედმა” აუცილებლად უნდა შეიძინოს გარეტ ბეილი


გასულ წელს ”იუნაიტედი” გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან. წელს თურქი მსაჯის ერთი ხელის მოსმით "იუნაიტედის" ოცნებები დაიმსხვრა.გუნდი იმ მატჩში მართლაც საბედისწეროდ გაწირა მსაჯმა და უდიდესი დარტყმა მიაყენა კლუბს.რის შედეგადაც გუნდმა მოტივაცია დაკარგა.

უელსური ოცნება

ეს ყველაფერი გამოსწორდა და ”იუნაიტედმა” გაინაღდა პრემიერ ლიგის მეოცე ტიტული მაინც არის დარჩა რაღაც პრობლემები
მათ არ ყავთ ლიდერი , ფეხბურთელი , რომელსაც შეუძლია გუნდის დახსნა რთულ მომენტში. დაცვაში ყველა ტრამვირებულია ან ყველა ახალგაზრდაა. უეინ რუნიმ ვერ გააცნობიერა თუ რომელი პოზიციის ფეხბურთელია იგი. ვალენცია ცდილობს გუნდს დაეხმაროს მაგრამ არ გამოსდის. ”მანჩესტერ იუნაიტედს” ახლა სჭირდება წამყვანი ფეხბურთელი.

აქედან გამომდინარე , ”იუნაიტედმა” არა მხოლოდ სახელი უნდა დაიბრუნოს საერთაშორისო არენაზე , მათ უნდა შეიძინონ ფეხბურთელი , რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქ.
”მანჩესტერ იუნაიტედმა” უნდა შეიძინოს გარეტ ბეილი. არ ვხუმრობ. თუ მათ სურთ , რომ მსოფლიო არენაზე წარმატებულად იასპარეზონ , აუცილებლად უნდა შეიძინონ გარეტ ბეილი. ჭორებია ფალკაოს სავარაუდო გადასვლაზე ”იუნაიტედში” , მაგრამ რადამელი უბრალოდ ვერ შეედრება ბეილს.

უნდა ავღნიშნო , რომ იგი ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია


ოდესღაც ”წითელმა ეშმაკუნებმა” აღზარდეს უელსელი და დააყენეს იგი მარცხენა ფლანგზე. ახლა მათ ეს კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ. მე არ ვაპირებ ვისაუბრო ბეილის ძლიერებასა და ნიჭიერებაზე , ეს ყველაფერი წელს მიღებულ ორ ტიტულშიც ნათელია.

უელსური ოცნება

წელს ”ტოტენჰემმაც” და ვილაშ-ბოაშმაც ყველა მოხიბლა. მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მას ყოველთვის აქვს გამარჯვების სურვილი და სამწუხარო იქნება , გუნდის მთავარი ვარსკვლავის წართმევა, მაგრამ ყველა ნიჭიერი უელსელის ადგილი ”მანჩესტერ იუნაიტედშია”. გარეტ ბეილი არ არის უბრალოდ ნიჭიერი გარემარბი, მას შეუძლია გახდეს რონალდუ 2 ოღონდ ”მანჩესტერ იუნაიტედისთვი”. იგი ყველასაგან განსხვავებულია და იგი ალბათ ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

© ლუკა გელაშვილი
სტატიები
25 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
3 მაი 2013 12:35
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ფლანგი გვექება რაც ახლა არ გვაქ:)))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: creep
3 მაი 2013 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ქუარეშმა - აუ ეს ვინ გამახსენეთ :) ამას რო თამაში მისდიოდა მოგონილი იყო რონალდო და ნანიც მაგრამ დაიღუპა თავი :(
0
№13
ავტორი: R.V.P
3 მაი 2013 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
იგი ყველასაგან განსხვავებულია და იგი ალბათ ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.


მართალია და იუნაიტედში უფრო მაგარი გახდებააა manunited
0
№14
ავტორი: Zizou
3 მაი 2013 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ყველაზე მაგრად ბეილი მინდა love

1.ბეილი
2.ჰუმელსი
3.ფელაინი
0
№15
ავტორი: Lomsa099
3 მაი 2013 13:13
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
es kaci marTla ocnebaa da imedia axdeba am zafxuls amaze metad arcerti fexburtelis gadmosvla arminda nu ronic tu davibrunet xo vafshe ra magas rajobia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№16
ავტორი: m-an-united
3 მაი 2013 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
kai iqneba martla
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№17
ავტორი: zatara
3 მაი 2013 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
მე ვფიქრობ რომ ნანიც იანგის და ვალენსიაც (თუ არ მოუმატებს) გუნდიდან გასაშვებები არიან შესაბამისად დაგვჭირდება ვინგერები... ბეილი მარცხენა ფლანგს ეყოფა მითუმეტეს ევრაც ფაბიოს და ბიუტნერიც ისეთი მარცხენა მცველები არიან რომლებიც თავდასხმას დაეხმარებიან... გვრჩება მარჯვენა ფლანგი... ზაჰაზე დაყრდნობა ჯერ დიდი სისულელე იქნება არც კი ვიცით რას წარმოადგენს ეგ... ვალენსია თუ არ მოუმატებს შესაბამისად ვინმე უნდა იყიდონ მარჯვენა ფლანგისთვის მაგრამ თუ გაიხსენებთ ადრე მარჯვენა ფლანგი იგივე მარჯვენა თავდამსხმელის როლს ასრულებდა... ამით რუნიც ისარგებლებს ველბეკიც და ჩიჩარიტოსაც შეუძლია გადაწევა... თან რაფაელი ისე თამაშობს რომ ძალიან დაეხმარება შეტევაში...

რაც შეეხება დაცვას სმოლინგი ჩემი აზრით არაფრად არ ვარგა გარდა იმისა რო მაღალია... მე გავუშვებდი გუნდიდან... ჯონსი ისეთი ფეხბურთელია რომ კონკრეტულ ფეხბურთელზე გაუშვებ და არ გაახარებს მაგრამ საერთო თამაშში არ ჩანს ისეთი რომ ცენტრალურად დააყენო... რიოზე და ვიდაზე არ ვლაპარაკობ ეგენი უკვე დაბერდნენ... ევანსი კარგად თამაშობს მაგრამ ხანდახან ეპარება ხოლმე მომენტები.... ვფიქრობ იდეალური ვარიანტია ჰუმელსის ყიდვა მაგრამ არის რამოდენიმე მცველი ვინც ახალგაზრდაა და შეგიძლია დაცვის ცენტრი ანდო...

ცენტრალურ ნახევარ მცველებს რაც შეეხება კერიკი შეუდარებელია... კლევერლის ვერ გავიგე რაზე იმტვრევა და როდის... ანდერსონიც მსგავსია... კაგავას თუ დააყენებენ მაშინ წინ უნდა წაიწიოს შესაბამისად ერთი ჩამშლელი რჩება რომელმაც პასებიც თავის თავზე უნდა აიღოს... კერიკი ამას აკეთებს მარა როდემდე გაქაჩავს ან რომელ თამაშში ვეღარ შეძლებს არ ვიცით... ამიტომ მანდაც ერთი კაცი არის საჭირო...

თავდასხმაზე არაფერს ვამბობ გარდა ერთისა: რუნი და ვან პერსი მინდა ორივე წინ...

აგია ჩემი კომენტარი :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№18
ავტორი: I L C
3 მაი 2013 14:40
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
TrueDeviL ,
სულაც არაა უაზრო..


zatara,
საღოლლ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: chakhna
3 მაი 2013 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
zatara,
+1, ძლივს ნორმალურად ჩამოაყალიბა ვიღაცამ აზრი ! ყველაფერში გეთანხმები აბსოლიტურად და დავამატებ რომ ამ გუნდით ჩვენ არ უნდა გვქონდეს ჩემპიონთა ლიგაზე პრეტენზია, ვიყოთ და ვაბრალოთ ეხა ჩაქირს მარცხი მარა ყველაფერი სახეზეა. რეალი - დორტმუნდის შეხვედრებში ძალიან მაგრად გამოჩნდა თუ რამდენი შეუიძლია ნახევარდაცვას რომელიც მანჩესტერს არ ჰყავს ! ყველაძე რეალურ ტრანსფერებად მიმაჩნია : 1.ისკო
2. სტროოტმანი
3. ჰუმელსი
და ბოლოს რაც ცოტა არარეალურად ჯღერს: 4. ბეილი. ეს ფეხბურთელები ნამდვილად დაგვეხმარებიან ლიგაზე წარმატების მისაღწევად. უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. ყოჩაღ ავტორ კაი სტატიაა.
0
№20
ავტორი: Beckham 7
3 მაი 2013 14:44
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ლუკა შენ თქვი რო გუნდს ლიდერი არ ჰყავს რომელიც წაგებას გადაარჩენს ან რამე ამდაგვარს. ამაში ვერ დაგეთანხმები, მაშინ როდესაც გუნდში რუნი და პერსი არიან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არამგონია ბეილმა რუნიზე დიდი ინიციატივა აიღოს თუ გუნდში მოვიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top