თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2013, 06:55
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 11
რაინ გიგზი ჯერ არ ფიქრობს პენსიაზე გასვლას
"წითელი ეშმაკუნების" ლეგენდარულმა უელსელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ჯერ მისთვის პენსიაზე გასვლა ადრეა...
რაინ გიგზი ჯერ არ ფიქრობს პენსიაზე გასვლას
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ შესაძლოა, არც შემდეგი სეზონი გამოდგეს მისთვის ბოლო თავის პროფესიულ კარიერაში.

როგორც ცნობილია ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი იანვარში გაახანგრძლივა კიდევ ერთი სეზონით. უკვე ნოემბერში კი მან თავისი მეორმოცე დაბდაების დღე აღნიშნა, რაც იშვიათობაა მინდვრის მოთამაშისთვის, რომელიც პრემიერ ლიგაში გამოდის.

მიმდინარე სეზონში რაიანმა მოიპოვა 13 საჩემპიონო ტიტული "იუნაიტედთან" ერთად. გიგზი თამაშს იქამდე გააგრძელებს, სანამ ის გუნდისთვის სასარგებლო იქნება და ამისთვის ძალაც ექნება.

"მე უბრალოდ ვტკბები თამაშით, ხოლო როდესაც ამას ვაკეთებ გუნდისთვისაც სასარგებლო ვარ, ასე რომ ვაგრძელებ ჩვეულ სტილში ვარჯიშს, რათა ფორმა შევინარჩუნო."

"როდესაც ჩვენ მეორე წრეზე წავედით ხალხთან შესახვედრად("ასტონ ვილასთან" 3-0 გამარჯვების შემდეგ, ორშაბათს), მე ჩემს თავს ვკითხე:"ჰეი საით მიდიხარ! გასახდელი მეორე მხარესაა!"

"მე თავს ცოტა დაღლილად ვგრძნობდი. მაგრამ ისევ გავაგრძელებ მუშაობას. ფეხბურთს იქამდე ვითამაშებს, სანამ ჩემს გუნდს გამოვადგები." - განაცხადა რაიან გიგზმა Times of India-თან.



წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top