თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2013, 09:08
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 15
ზაჰა - გზა "მანჩესტერისენ"
ვილფრედ ზაას "მანჩესტერისკენ" მიმავალი გზა...
ზაჰა - გზა
ვილფრედ ზაამ უცბად აღმოაჩინა, რომ ის ორ სამყაროს შორის იდგა - "კრისტალ პალასსა' "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. კლუბმა ზააში 15 მილიონი გადაიხადა. თავის პირველ ინტერვიუში ზაამ განაცხადა, რომ ახლა სურს მთელი ძალები და კონცენტრაცია "არწივებზე" გადაიტანოს. მაგრამ მან განაცხადა, რომ უჭირს ყურადღება არ მიაქციოს ინგლისის 20 გზის ჩემპიონებს, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" ზეიმობენ გამარჯვებას, იმ მინდორზე სადაც სულ მალე თვითონაც თამაშებს, იმ სტადიონზე, რომელიც მალე მისი ახალი სახლი გახდება.

ვილფრედი ახლა სამხრეთ ლონდონში, ნაქირავებ ბინაში ხოვრობს ძმასთან ერთად, მაგრამ აღტაცებას ვერ მალავს რადგან მოუწევს ჩრდილო-დასვალეთ ინგლისში დაგაბარგება.

"ახალ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილებაა - აცხადებს ზაა The Sun-თან ინტერვიუში. - უკვე ვეღარ ვითმენ, თუ როდის გადავალ ახალ კლუბში. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება! ჯერ ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი, როდესაც პირველად შევალ "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში. მთავარია ცხვირი მაღლა არ ავწიო, რადგან მე იქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივარ."

"მაგრამ მერწმუნეთ, მე "მანჩესტერში" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან მომიწევს თამაში. წარმოიდგინეთ იქ იქნება რობინ ვან პერსი და რაიან გიგზი! ასევე უეინ რუნი! როგორ შეიძლება ასეთ რამეს დაელოდო. ამასთანავე მე იმასაც ვუშვებ, რომ მომთმენი უნდა ვიყო. მე იმისთვისაც მზად ვიქნები, რომ ყოველ კვირას ვერ ვითამაშებ, მაგრამ როდესაც შანს მივიღებ მე მას აუცილებლად გამოვიყენებ."

"მე აუცილებლად მომიწევს მანჩესტერთან შეგუება, რადგან ოთხი წლიდან სამხრეთ ინგლისში ვცხოვრობ. მაგრამ ვაპირებ, რომ ხშირად ვესტუმრო ჩემს ოჯახს, ასე რომ მე ისევ სამხრეთელად დავრჩები."

"მაგრამ ამ დროისთვის ჩემთვის მთავარ პრიორიტეტად მაინ "კრისტალ პალასი" ითვლება. მინდა ყველას ვუთხრა ეს, ვისაც ჩემი არ ჯერა. დაიხ, მე არ ვუარყობ, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტის შემდეგ ფორმიდან ამოვარდი, ამგარმ ახალ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისევ ისეთი ფორმით დავასრულო თამაში, რომლითაც სეზონი დავიწყე."

"ამბობენ, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ შეხედეთ რობინ ვან პერსის, რომელმაც 10 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, სწორედ ასეთივე რამ დამემართა მეც. ამიდა მიუხედავად, რობინი მაინც აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს და ეხმარე საკუთარ კლუბს წარმატების მიღწევაში, ასეთივე რამ მინდა გავაკეთო მეც და "კრისტალ პალასს" დავეხმარო პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად."

ზაა წარმოშობით კოტ-დიუარელლია და ის საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია. ამასთანავე ის გაიზარდა შვიდ და-ძმასთან და არსდროს არ ივიწყებს საკუთარ ფესვებს.

"მე თავბრუ დამეხვა იმისგან, თუ როგორ სწრაფად განვითარდა მოვლენები. ზოგჯერ, როდესაც ჩემს ძმასთან ერთად ოთახში ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაინც არ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება."

"ყველაზე საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია ეს კონცენტრირებაა ჩემს სამუშაოზე. ჩემი მიზანი კი ისაა, რომ ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან არ იმოქმედოს და წარმატებით დავასრულო სეზონის დარჩენილი მატჩები "კრისტალ პალასში"

"საერთო ჯამში ეს სეზონი ჩემთვის უბრალოდ საუკეთესო გამოდგა. ჯერ "კრისტალ პალასში" წამივიდა საქმეები კარგად, ხოლო შემდეგ ჩემს დაბადების დღეზე მომივიდა მოწვევა ნაკრებიდა."

"მე იმ გუნდის ნაწილი ვიყავი, რომელიც შვედეთს ხვდებოდა. ყველა მილოცავდა გუნდიდან, ხოლო სტივენ ჯერარდი მოვიდა ჩემთან და რამოდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა. მას სურდა, რომ გუნდს მალე შევჩვეოდი, რისთვისაც მე დიდი მადლობელი ვარ, რადგან ძალიან ვნერვიულობდი."

"ამ მოგზაურობის დროს მე ვეკონტაქტებოდი დენი ველბეკს, რომელიც ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა. ასე რომ ეს შეიძლება ადაპტაციაში დამეხმაროს. სამწუხაროდ იმ მატჩში მონაწილეობას არ იღებდა უეინ რუნი და მასთან გაცნობა ვერ მოვახერხე."

"შემდეგ იანვარში მემივიღე წინადადება "მანჩესტერ იუნაიტედისგან". ლონდონში ჩემს სანახავად სერ ალექს ფერგიუსონი და სერ ბობი ჩარლტონი ჩამოვიდნენ, რის შედეგადაც კარგად და დიდხანს ვისაუბრეთ. ისინი ლონდონი ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ, როდესაც კლუბი კატარში იმყოფებოდა. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთ, სერ ალექსმა მიტხრა, რომ წლებია რაც მაკვირდებოდა."

"ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შევეკითხე აზრი, მაგრამ მე წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო ახალ საფეხურზე დავმდგარიყავი და კონტრაქტისთვის ხელი მომეწერა. დამშვიდობებისას სერ ალექსმა მითხრა, რომ ისევ თავდაუზოგავად გამეგრძელებინა ვარჯიში, რის გაკეთებასაც ვცდილობ."

"იმის შემდეგ ეს ამბავი პრესაშიც გავრცელდა და ყველა მილოცავდა ამ წარმატებას, ხოლო ერთი მატჩის დასრულების სემდეგ ჩემთან მოვიდა არბიტრი და მითხრა:"კარგად ითამაშეთ, მისტერ "იუნაიტედ"!

უილფრედს კარგად ესმის, რომ ცოტა ხანში ის იცხოვრებს, როგორც ოქროს თევზი ულამაზეს აკვარიუმში და პრესა ყველა მის ნაბიჯს გააკონტროლებს. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ფოტო,სადაც ზაას აცვია მაისური წარწერით Dope Chef (Dope - ეს ქუჩური სლენგია და ნიშნავს "ნარკოტიკების მიმღებს") ამ წარწერამ უკვე გამოიწვია მცირე სკანდალებიც.

"Dope ჩვენ ენაზე "მაგარს" ნიშნავს, ამაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, ხოლო ეს მაისური უკან გავგზავნე."

"მე მახსოვს, თუ როგორ გამოვარდით მეორე დივიზიონში. მაშინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იქნებოდა სემდეგ სეზონში. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კარგი იქნებოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი, როდესაც კლუბი პრემიერ ლიგის საგზურს მოიპოვებდა. ჩემთვის ძალიან საამაყო იქნებოდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან თამაში "ოლდ ტრაფორდზე"

"ახალ ყველაფერს ვაკეთებთ და ამაში მერწმუნეთ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ კლუბი ფლეი-ოფში გავა და ოცნება აგვიხდება."

რა გაეწყობა, როგორც არ უნდა ასრულდეს "კრისტალ პალასის" ოცნება, ზაას ოცნება უკვე ასრულდა...

ავტორი ლადო ღონღაძე!
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: love united
27 აპრილი 2013 12:50
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვილი ძაან მაგარი გახედება მალე...ერთ ფლანგზე პრობლემას მოგვიხსნის...
0
№12
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2013 12:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ ლადო gun2

ამ ბიჭის იმედი მაქვს, ერთი სული მაქვს როდის ჩაიცვამს მანჩესტერის ფორმას და როდის ვიხილავ მის თამაშს
0
№13
ავტორი: Jubo
27 აპრილი 2013 13:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგიაა საღოლ love დიდი იმედი მაქვს ამის, ბევრი შანსი მიეცემა მომავალ სეზონში ასე თუ გააგრძელეს იანგმა და ვალენსიამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: Rooney
27 აპრილი 2013 13:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
კარგად ითამაშეთ, მისტერ "იუნაიტედ"!

რა ტიპი იქნებოდა არბიტრი :დდდდდ ბეილს არ გავკარიიი :დდდ ეს მაგაზე გიჟი იქნება !!!
0
№15
ავტორი: VaRdo
27 აპრილი 2013 14:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლადო : )))) მაგრად მაინტერესებს ამ ბიჭის თამაში მანჩესტერის მაისურით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top