თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2013, 13:05
ავტორი: Esi,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 12
ევრა იუნაიტედის მდგომარეობაზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველმა პატრის ევრამ იუნაიტედის ახლანდელ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა...
ევრა იუნაიტედის მდგომარეობაზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველმა პატრის ევრამ განაცხადა,რომ არ მოსწონს ის,რომ მანჩესტერ იუნაიტედის ახლანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით ხალხმა ბევრი კითხვა დასვა და იუნაიტედის ტიტულისკენ სწრაფვა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა."წითელი ეშმაკები" თავიანთ უახლოეს მდევარს მანჩესტერ სიტის 13 ქულით უსწრებენ და ძალიან ახლოს არიან მოიგონ ინგლისის პრემიერ ლიგა მეოცედ.ევრამ აღნიშნა,რომ თითოეული მანჩესტერელი კონცენტრირებულია იმაზე,რომ მოიგონ ინგლისის პრემიერ ლიგა.

"მე ვფიქრობ ეს ის არის,რომ ითამაშო მანჩესტერ იუნაიტედისთვის.ხალხს სურს,რომ იუნაიტედი დამარცხებული ნახოს"-თქვა მან talkSPORT-თან ინტერვიუში.

"მე 7 წელია აქ ვარ და ყოველთვის როდესაც შენ წააგებ ერთ მატჩსაც კი ეს არის მსოფლიოს დასასრული.ეს ყოველთვის ასეა.თუ შენ ამას არ მიაქცევ ყურადღებას,მაშინ შენ იუნაიტედში ვერ ითამაშებ.მაგრამ ეს საჭიროა ხოლმე"

"სეზონის დასაწყისი კარგად ნამდვილად არ დაგვიწყვია,მაგრამ თითქმის ყოველ მატჩში ვაკეთებდით "ქამ-ბექს",როდესაც ვაგებდით 1-0ს.ხალხს დაავიწყდა,რომ ჩვენ ვართ მარათონული კლუბი.ლიგა არ არის მოკლე მარნძილზე რბოლა-ეს მარათონია.ხალხს ყოველთვის სურს ვითამაშოთ კარგად ძლიერ კლუბებთან,მაგრამ ეს არ არის ის გზა,რომ მოიგო პრემიერ ლიგა.რა თქმა უნდა,შენ გსურს მოიგო დიდი მატჩები,მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რამდენ შეხვედრას მოიგებ."

"ვფიქრობ იმაზე თუ,რატომ ლაპარაკობს ხალხი ამდენს? ჩვენ სიტის 13 ქულით ვუსწრებთ,მაგრამ ისინი მაინც სულ იუნაიტზე ლაპარაკობენ.სეზონის ბოლოს ყველანი ვნახავთ,რომ საგანგაშო არაფერი იყო და ჩვენ მშვიდად და წყნარად დავეუფლებით პრემიერ ლიგას"

"გასულ სეზონში,როდესაც ჩვენ პრემიერ ლიგა ვერ მოვიგეთ,მახსოვს ხალხმა სიტი აღიარა ჩვენზე ძლიერ კლუბად,რომ მათ ჩვენზე კარგი სეზონი ჰქონდათ,მაგრამ დაავიწყდათ ის,რომ სიტისაც და იუნაიტედსაც ერთნაირი ქულები ჰქონდათ."

"ჩემს ბოლო ინტერვიუში(გასულ სეზონში) ავღნიშნე,რომ მანჩესტერ იუნაიტედი შურს აუცილებლად იძიებდა და უახლოეს მდევარს 10 ქულით გავასწრებთქო,მაგრამ ვხედავთ,რომ მე შევცდი,რადგანაც რამდენიმე ტურით ადრე უახლოეს მდევარს 13 ქულით ვუსწრებთ"

"მე ყოველთვის მჯეროდა მანჩესტერ იუნაიტედის.მინდა გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდოთ,ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მეოცედ ამ ტიტულს.ფეხბურთი ისეთი სპორტია მნიშვნელობა არ აქვს,როგორ ითამაშებ ამა თუ იმ შეხვედრაში,მთავარია მოიგო ის,სწორედ ეს არის მანჩესტერ იუნაიტედის გასაღები"
-დაასრულა ფრანგმა.

წყარო:manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
19 აპრილი 2013 21:52
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მდაა. ხალხი რას ბაზრობს იმენა. 13 ქულაა სხვაობა სიტი ტოტენჰემთან კიდე რას იზავს ვნახოთ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში 5 ტურის წინ 10 ქულიანი სხვაობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: buka oboladze
20 აპრილი 2013 15:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მართალია ყველანაირად ევრა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top