თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2013, 19:05
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2710,
კომენტარები: 13
"ვესტ ჰემი" vs "მანჩესტერ იუნაიტედი"
შემოგთავაზებთ ოფიციალური საიტის მიერ მომზადებულ ვიდეოს სადაც შესულია "იუნაიტედის" ბოლო სამი თამაში "აფთონ სტადიუმზე".
"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს "პრემიერ ლიგის" ტიტულისთვის ბრძოლას და შემდეგ თამაშს ისინი გამართავენ აღმოსავლეთ ლონდონში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

სერ ალექსის ეპოქაში "იუნაიტედი" მხოლოდ ორჯერ დამარცხდა "აფთონ პარკზე" - 1992 წლის აპრილში და 1995 წლის მაისში. მორიგი მარცხის საშიშროება იყო "FA თასის" მესამე რაუნდში, თუმცა რობინ ვან პერსის მიერ დამატებით დროში გატანილმა გოლმა გადაარჩინა "იუნაიტედი".

"წითლები" "პრემიერ ლიგაში" შესანიშნავად ასპარეზობენ ამ მოედანზე და მოახერხეს ბოლო 3 შეხვედრის მოგება .

2009 წლის თებერვალში რაიან გიგზის შესანიშნავი გოლით "იუანიტედმა 0-1 იმარჯვა, შემდეგ სეზონში "ჩაქუჩები" 0-4 დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე.

და ორი წლის წინ შესანიშნავი "ქამბექი" რომლის მთავარი შემოქმედი უიენ რუნი იყო. მან მოახერხა 14 წუთში ჰეთ-თრიკის შესრულება და ჩიჩარიტოს მეოთხე გოლის წყალობით "იუანიტედმა" 4-2 მოიგო.

ეხლა კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც იხილავთ ამ სამი თამაშის საუკეთესო მომენტებს და ვიმედოვნოთ, რომ დღეს "წითლები" კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ მეოცე ტიტულის მოსაგებად.



წყარო: ManUtd.com
ვიდეოები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
17 აპრილი 2013 22:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს თამაში ცხოვრების ბოლმოდე მემახსოვრება იმიტო რო ერტი გემრიელი სახინკლე მოვიგე
0
№12
ავტორი: buka oboladze
18 აპრილი 2013 00:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეეეჰ მოგვეგო ნეტავ დღესაც request
0
№13
ავტორი: mindo_96
18 აპრილი 2013 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
გიგზის პატივისზემის მიუხედავად ჩანს როო ფორმაშიი ვეღარაა და სიტისთანაც პირველიი გოლი მაგის ბრალიი იყოო და ბოლო 30 წუტი საერთოდ ვერ დარბოდაა და ჯობდა ან ნანი შემოეყვანა ან ველბეკი დგესაც ვერაფერი ვერ გააკეთა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top