თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2013, 09:18
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 11
რუნი:"კარგად შევასრულეთ ჩვენი სამუშაო"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა,რომ "სტოკ სიტთან" გამარჯვება ბრწყინვალე შანსია გასული კვირის წარუმატებლობის დასავიწყებლად.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა,რომ "სტოკ სიტთან" გამარჯვება ბრწყინვალე შანსია გასული კვირის წარუმატებლობის დასავიწყებლად."წითელმა ეშმაკებმა" გუშინ მაიკლ კერიკისა და რობინ ვან პერსის გოლების წყალობით დაამარცხეს "დურგლები" და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ინგლისი პრემიერ ლიგის ტიტულისკენ.

"გუშინ ძალიან მძიმე მატჩი იყო საშინელი ამინდის გამო.სიმართლე გითხრათ არასოდეს მითამაშია ძლიერ ქარში,მაგრამ ჩვენ კარგად შევასრულეთ ჩვენი სამუშაო და შინ 3 ქულით დავბრუნდით.დერბიში დამარცხება ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო.იმის მიუხედავად,რომ "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ვუსწრებთ ჩვენ ყოველთვის გვინდა დერბიში გამარჯვება.ორშაბათს მარცხის გამო ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით,მაგრამ მოვახერხეთ კონცენტრაცია და კიდევ ერთი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში." - განაცხადა უეინ რუნიმ.

"ოთხშაბათს ჩვენ ძალიან მძიმე მატჩი გველოდება "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად.გუნდს ძალიან კარგი პოზიცია უჭირავს სატურნირო მდგომარეობის მხრივ.იმედი მაქვს,რომ ჩვენ მოვახერხებთ ტიტულის მოპოვებას,რაზეს ალბათ სეზონის დასაწყისში ყველა გულშემატკივარი ოცნებობდა.ჩვენ უბრალოდ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ,რომ ტიტულისაკენ ჩვენი მოძრაობა სწორადაა მიმართული." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 16:03
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეჰჰ..თეთრი პელე რაღაცა ვეღარ აქტიურობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top