თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2012, 22:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 4025,
კომენტარები: 19
ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა
ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა მანჩესტერ იუნაიტედის ახალი "შვიდიანის" ბიოგრაფია...
ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა
სრული სახელი:ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა
დაბ. თარიღი:4.8.1985
დაბ. ადგილი:ლაგო-აგრიო, ეკვადორი,
სიმაღლე:181 სმ.
პოზიცია:მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი

ეროვნული ნაკრები:ეკვადორი
კლუბი:მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი:7

ახალგაზრდული კარიერა:
1999–2001:კარიბე ჯუნიორი
2001–2004:ელ ნასიონალი

საფეხბურთო კარიერა:

2003–2005:ელ ნასიონალი;თამაში(83) გოლი(11)
2005–2008:ვილიარეალი;თამაში(2) გოლი(0)
2005–2006:→ რეკრეატივო(განათხოვრება);თამაში(12) გოლი(0)
2006–2008:→ უიგან ატლეტიკი(განათხოვრება);თამაში(37) გოლი(1)
2008–2009:უიგან ატლეტიკი;თამაში(47) გოლი(6)
2009–დღემდე:მანჩესტერ იუნაიტედი;თამაში(75) გოლი(10)

2004-2005:ეროვნული ნაკრები(U20);თამაში(23) გოლი(17)
2005-დღემდე:ეროვნული ნაკრები;თამაში(54) გოლი(6)



ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა დაიბადა 1985 წლის 4 აგვისტოს ეკვადორის ქალაქ ნუევა-ლოჟაში,ასევე ეს ქალაქი ცნობილია ლაგო-აგრიოს სახელით.ბავშვობიდანვე ანტონიო გატაცებული იყო ფეხბურთით და თავის სახლთან ახლოს მდებარე სტადიონებზე ღამეებს ათევდა ხოლმე ფეხბურთის თამაშით,როდესაც ანტონიო იყო 11 წლის სკაუტმა პედრო პერლაზამ იგივე „პაპიმ“ შეამჩნია და მიიყვანა ამავე ქალაქის საფეხბურთო აკადემიაში.

როდესაც ვალენსია იყო 16 წლის ის მივიდა ელ ნასიონალში.ანტონიომ ეს ამბავი მამამის არ შეატყობიდა და ამის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ანტონიოს დედამ და უმცროსმა ძმამ კარლოს ალფრედომ იცოდა.თავიდან ვალენსია ელ-ნასიონალში თამაშობდა,როგორც ცენტრალური ნახევარმცველი და თვეში ჰქონდა 50 დოლარი.



ელ ნასიონალი

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა


ვალენსიამ თავისი კარიერა დაიწყო ელ ნასიონალში. პირველად ის ელ ნასიონალის 20 წლამდელთა გუნდში გამოდიოდა,სადაც ის ასპარეზობდა თავდამსხმელ ქრისტიან“ჩუჩო“ბენიტეზთან ერთად და 84 შეხვედრაში მოახერხა 20 გოლის გატანა.ვალენსიას დებიუტი ჰქონდა ელ ნასიონალში ედისონ მენდეზთან ერთად.თავისი პირველი საკლუბო პრიზი კი 2005 წელს ელ ნასიონალთან ერთად მოიგო.ამ წელს ეს კლუბი კლაუსურას გამარჯვებული გახდა.


ვილიარეალი და რეკრეატივო

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა


ანტონიო ვალენსია 2005 წელს გადავიდა ესპანურ კლუბ ვილიარეალში,საიდანაც მალევე გაანათხოვრეს,რადგან პირველ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.ვალენსიამ კი რეკრეატივოს ლა ლიგიდან გავარდნისგან თავის დაღწევაში დაეხმარა.


უიგან ატლეტიკი

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა

2006 წლის 3 აგვისტოს ანტონიო ვალენსია გადავიდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ ატლეტიკ უიგანში.თავდაპირველად ის ვილიარეალიდან განათხოვრების წესით გადავიდა.მას დებიუტი ჰქონდა უიგანში ამავე წლის 19 აგვისტოს,სადაც უიგანმა ნიუკასლ იუნაიტედთან 2-1 წააგო.მან თავისი პირველი გოლი უიგანის მაისურით გაიტანა 21 ოქტომბერს მანჩესტერ სიტის კარში.ეს შეხვედრა კი მისმა გუნდმა 4-0 მოიგო.



სამი თვის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ვალენსიამ 2007 წლის 21 იანვარს ევერტონის წინააღმდეგ 15 წუთი ითამაშა,ხოლო მისი გუნდი კი 2-0 დამარცხდა.პირველი წითელი ბარათი კი მიიღო ასტონ ვილასთან მატჩისას ამავე წლის 9 აპრილს.ერთ-ერთ ეპიზოდში ვალენსიამ ვილფრენდ ბოუმას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და მოედნიდან გააძევეს.

ანტონიო ვალენსიამ თავისს პირველ სეზონში მოახერხა 22 თამაშის ჩატარება.ერთი გოლი გაიტანა,ერთი საგოლე პასი და ერთიც წითელი ბარათი.


2007 წელს ანტონიო ვალენსია საბოლოოდ გამოისყიდა უიგან ატლეტიკმა და ფეხბურთელთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ეს ყველაფერი უიგანს 5 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუჯდა. 2007-2008 წლის პირველი გოლი ანტონიო ვალენსიამ დერბი ქაუნთის კარში გაიტანა,რომელიც უიგანმა 2-0 მოიგო.ვალენსიამ მეორე სეზონი პრემიერ ლიგაში 32 თამაშში 3 გოლით და სამი საგოლე პასით დაასრულა.




მანჩესტერ იუნაიტედი

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა

2009 წლის 30 ივნისს ანტონიო ვალენსია გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში.გუნდისთვის ეს იყო პირველი საზაფხულო ტრანსფერი ამ წელს.მან გააფორმა 4წლიანი კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან,ხოლო კლუბს ვალენსიას ტრანსფერი 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

ამავე წლის 29 ივლისში,მას მანჩესტერ იუნაიტედში ჰქონდა დებიუტი და სადებიუტო მატჩშივე მოახერხა წითელი ეშმაკების მაისურით პირველი გოლის გატანა.მანჩესტერ იუნაიტედი აუდის თასზე ბოკა ხუნიორსს დაუპირისპირდა და 2-1 გაიმარჯვა.



ანტონიო ვალენსიას საერთაშორისო დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედში ჰქონდა 2009 წელს FA Community Shield-ზე,სადაც 67-ე წუთზე მან ლუის ნანი შეცვალა.



ამავე წლის 17 ოქტომბერს ანტონიო ვალენსიამ გაიტანა პირველი ოფიციალური გოლი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით,სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლტონს 2-1 სძლია..ვალენსიამ პირველი გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის თასზე გაიტანა მოსკოვის ცეესკას კარში,რომელიც იუნაიტედმა 1-0 მოიგო.



2010 წლის Community Shield-ზე მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა და ანტონიო ვალენსიამ გოლის გატანა მოახერხა,ხოლო იუნაიტედმა 3-1 იმარჯვა.



ამავე წლის 14 სექტემბერს ანტონიო ვალენსიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეინჯერსის წინააღმდეგ თამაშისას სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს 2011 წლის 28 თებერვალს დაუბრუნდა დიდხნიანი პაუზის შემდეგ.



ტრავმის შემდეგ ანტონიო ვალენსიამ ითამაშა პირველი მატჩი არსენალის წინააღმდეგ ფა თასზე 2011 წლის 12 მარტს.



ამავე წლის 9 აპრილს მანჩესტერ იუნაიტედი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შალკეს დაუპირისპირდა,სადაც ანტონიო ვალენსია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და გოლიც კი გაიტანა,საბოლოოდ მანჩესტერ იუნაიტედმა 4-1 გაიმარჯვა.



2011-2012 წლებში ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი მთავარი ძალა გახდა მანჩესტერ იუნაიტედისა,რაც მას დაუფასდა და 2012 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა ანტონიო ვალენსია წარადგინა მანჩესტერ იუნაიტედის ახალ "შვიდიანად"




რაც შეეხება სანაკრებო კარიერას ანტონიო ვალენსიამ თავიდან დაიწყო ეკვადორის 20 წლამდელთა ნაკრებში თამაში სადაც 23 შეხვედრაში მოახერხა და გაიტანა 17 გოლი.ამის შემდეგ ის გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებშიც,სადაც დღემდე მან ჩაატარა 54 შეხვედრა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

ხოლო რაც შეეხება მიის სანაკრებო კარიერას.მან პირველი თავისი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა პარაგვაის წინააღმდეგ და 2 გოლიც გაიტანა,საბოლოოდ ეკვადორმა 5-2 იმარჯვა.



ლუის ანტონიო ვალენსია მანჩესტერ იუნაიტედის ახალი "შვიდიანი"





სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის ვიკიპედიიდან თარგმნა გოგიტა"Esi"ესიავა-მ
ბიოგრაფიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
18 ოქტომბერი 2012 23:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
7 ki imsaxurebs magram ar uxdeba fuckthatbitch
0
№12
ავტორი: Berba 9
18 ოქტომბერი 2012 23:50
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ ავტორ :))) მე ამას ავპინავდი:))) საუკეთესო სიახლეეა :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№13
ავტორი: APeX
19 ოქტომბერი 2012 00:32
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ციტატა: Amanda Seyfried
7 ki imsaxurebs magram ar uxdeba

გეთანხმები
0
№14
ავტორი: chudikone
19 ოქტომბერი 2012 12:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი, ყველანაირად დახვეწილი სიახლე.. საღოლ ავტორ. კარგი ნამუშევარია. ვალენსია კი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ფეხბურთელია მსოფლიოში !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: Jubo
19 ოქტომბერი 2012 16:30
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
7 იანის ღირსეული მემკვიდრე love საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№16
ავტორი: UTD-Rule
19 ოქტომბერი 2012 16:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
2004-2005:ეროვნული ნაკრები(U20);თამაში(23) გოლი(17)


საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№17
ავტორი: Ví Ví
20 ოქტომბერი 2012 11:35
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ანტონიოოოოოო საუკეთესო და უსწრაფესი
0
№18
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:23
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია სგ ავტორ
0
№19
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ვალეეე <3 <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top