თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2013, 14:50
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 14
სერ ალექსი:"მანჩინიმ სისულელე თქვა"
სერ ალექსმა უპასუხოდ არ დატოვა რობეტო მანჩინის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე გუნდები "იუნაიტედთან" წინასწარ ნებდებიან მატჩებში შიშის გამო...
სერ ალექსი:
სანამ მანჩესტერული დერბი გაიმართებოდა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კლუბები, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშებიან ადრევე ნებდებიან და ბევრს არ ბრძოლობენ. სერ ალექსმა კი ამ სიტყვებს პასუხი გასცა:"ვერც ერთი კლუბი ვერ თამაშობს "იუნაიტედთან" კარგად, რადგან მათ ჩვენი ეშინიათ. მათ იციან, რომ რთული მატჩის ჩატარება მოუწევთ." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

"ვფიქრობ, რომ მანჩინის სიტყვები უაზრობაა. ინგლისური პრემიერ ლიგა ძალიან სამართლიანია, რაშიც ჩვენ უკვე ამდენი წელია ვრწმუნდებით. ამასთანავე ყოველ მატჩში შენ მხარს გიჭერს უამრავი გულშემატკივარი, რომელიც გამარჯვების მოპოვებაში გეხმარებათ."

"ასე, რომ ყველაფერი რაც მანჩინიმ თქვა სისულელეა. შესაძლოა ის ამას თავის გასამართლებლად აკეთებს, მაგრამ მაინც სისულელეს ამბობს. თუ თქვენ ნახავთ "ნორვიჩთან" მატჩს მიხვდებით, თუ როგორი მონდომებით თამაშობდნენ ისინი, აი ესაა ნათელი მაგალითი. გაიხსენეთ ჩვენი და "რედინგის" დაპირისპირებაც. ყოველი მათი ჩაწოდება პირველი 30 წუთის განმავლობაში, ჩვენს საჯარიმოში გოლად იქცა. მე მომიწია რაფაელის სმოლინგით შეცვლა, რადგან დაცვაში უფრო მაღალი ფეხბურთელი დამეყენებინა. ყოველ მატჩში სხვადასხვა და განსაკუთრებულ ფეხბურთს გვთავაზობენ მოწინააღმდეგეები, რაც არც ერთ სხვა ჩემპიონატში არაა."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
13 აპრილი 2013 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მანჩინი წადი გამოიძინე რა
0
№12
ავტორი: red devils ...
14 აპრილი 2013 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
საღოლ ალექს !!! we love you manunited
0
№13
ავტორი: gigapersie
14 აპრილი 2013 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
ისე ადრე ბაბუმაც თქვა მსგავსი სიტყვები რომ იუნაიტედი მოედანზე გასვლამდე ამარცხებს გუნდსო
0
№14
ავტორი: buka oboladze
15 აპრილი 2013 00:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სისულელეა დანებებით არავინ გვნებდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top