თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2013, 19:47
ავტორი: Esi,
ნანახია: 2814,
კომენტარები: 21
5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი!
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში...
5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი!
სერ ალექსი არასდროს გამოირჩეოდა ტრანსფერებში ფულის ფლანგვით და არც სიბერეში გადასჩვევია ამ „ჩვევას“.იშვიათად თუ მანჩესტერ იუნაიტედმა ძვირადღირებული ფეხბურთელი შეიძინოს,მაგრამ რაღა თქმა უნდა,ამხელა ტრადიციისა და ისტორიის მქონე კლუბს,აქვს ისეთი ტრანსფერები განხორციერებული,რომელშიც არც ისე დიდი,მაგრამ იმ დროისათვის დიდი თანხა გადაიხადა.

რობინ ვან პერსი, £24 მილიონი

ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს განხორციელებულმა ტრანსფერმა მანჩესტერის მხრიდან,საუბარია ჰოლანდიელი თავდამსხმელის რობინ ვან პერსის ტრანსფერს არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში.სერ ალექს ფერგიუსონმა 29 წლის ფეხბურთელში გადაიხადა £24 მილიონი,რაც დღევანდელ ფეხბურთში ისეთი ფეხბურთელისთვის,როგორიც ვან პერსია ძალიან იაფია,მაგრამ ყველაფერი ეს განაპირობა იმან,რომ ჰოლანდიელს მხოლოდ ერთ წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა ლონდონულ კლუბთან.ამ ტრანსფერმა კი მოლოდინს გადააჭარბა.ის ფაქტი,რომ მანჩესტერ იუნაიტედი ახლა პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზეა და ძალიან დიდი შანსი აქვს მეოცედ დაეუფლოს ამ ტიტულს,ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა სწორედ ვან პერსი გახლავთ,რომელმაც აგვისტოდან მარტის ჩათვლით თითქმის ყველა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და კლუბს ძალიან ბევრ შეხვედრაში 3 ქულაც კი მოუტანა.შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ ჰოლანდიელის პირველი სეზონი „წითელ ეშმაკებში“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა,როგორც ფეხბურთელისთვის,ასევე კლუბისთვისაც კი.

უეინ რუნი, £27 მილიონი

მანჩესტერ იუნაიტედმა გადაიხადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელში,საუბარია უეინ რუნიზე,რომელიც 2004 წელს იუნაიტედმა ლივერპულის ევერტონიდან შეიძინა და დღემდე ითვლება მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელად.ამ პერიოდში უეინმა მოახერხა კლუბთან ერთად მოეგო 4 პრემიერ ლიგის თასი და ერთი უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი,მაგრამ ეს ყველაფერი არაა.უეინ რუნის ჰქონია ძალიან ბევრი ისეთი მომენტი და შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში,რომლებიც კლუბის გულშემატკივრებს არასდროს არ დაავიწყდებათ.ყოველ წელს არ წდება ჭორები იმის შესახებ,რომ უეინ რუნი მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს,მაგრამ ინგლისელი თავდამსხმელი დღემდე რჩება კლუბის ერთგულად.

ხუან სებასტიან ვერონი, £28.1 მილიონი

როდესაც მანჩესტერ იუნაიტედმა ხუან სებასტიან ვერონი შეიძინა ბევრმა ფეხბურთის გულშემატკივარმა ეს ტრანსფერი აღიქვა,როგორც ახალი ერის დასაწყისი ევროპულ ფეხბურთში მანჩესტერ იუნაიტედის დომინირებით.არგენტინელი ფეხბურთელი სახელდებოდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და კრეატიული ფეხბურთელი ევროპულ ფეხბურთში,მაგრამ ვერონმა იმედები ვერ გაამართლა,მან ვერ გაიარა ადაპტაცია სწრაფად და გაუჭირდა ინგლისურ ფეხბურთან შეგუება.ხოლო მისი მეორე სეზონი ოლდ ტრაფორდზე კი ძირითადად ტრავმების მოშუშებით იყო გამოწვეული,რამაც მისი პროგრესი სულ უფრო და უფრო შეამცირა.2003 წელს,სერ ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა,რომ ვერონი £15 მილიონად გაეყიდა ლონდონის ჩელსიში.

რიო ფერდინანდი £29.3 მილიონი

თავის თერთმეტწლიანი მოღვაწეობის მანძილზე,რომელიც რიომ ოლდ ტრაფორდზე გაატარა,ჩამოყალიბდა,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ინლისში.ფერდინანდის ძალამ და უნარმა სერ ალექს ფერგიუსონი აიძულა მის გვერდით ეთამაშებინა ისეთი ფეხბურთელი,რომელიც მას შეეწყობოდა და მას ვიდიჩი შეუწყვილა შოტლანდიელმა.ეს წყვილი კი ერთ-ერთ საუკეთესო დუეტადაა აღიარებული ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში.ხოლო სატრანსფერო თანხა,რომელიც იუნაიტედმა რიოში გადაიხადა იმ დროისათვის ძალიან ბევრი იყო,ხოლო პრემიერ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი,სწორედ რიო გახლავთ.

დიმიტარ ბერბატოვი, £30.75 მილიონი

მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს სჯეროდათ,რომ იუნაიტედმა ბერბატოვის სახლით ახალი ერიკ კანტონა შეიძინა,მაგრამ საბოლოოდ,როგორც აღმოჩნდა ბულგარელმა ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავნსები,ვერ გაამართლა.ის იუნაიტედმა 2008 წელს ტოტენჰემ ჰოთსპურიდან შეიძინა.ბერბატოვმა,ის წლები,რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა,ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა,მაგრამ 2010/2011 წლების სეზონში დიმიტარი გახდა,როგორც კლუბის ასევე პრემიერ ლიგის საუკეთეესო ბომბარდირი.4 წლიანი კარიერის მანძილზე მან კლუბთან ერთად მოიგო 6 ტიტული და ბევრი იუნაიტედის გულშემატკივრების გულიდან ბულგარელი არასდროს არ წაიშლება და დღემდე მათი ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელადაც კი რჩება.
სტატიები
21 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
11 აპრილი 2013 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
WaZza 10,
ეტყობა ოსკარს რო მაგარია, მაგრამ რუნის დონემდე მიღწევა არაა ადვილი. თან ბევრად ძვირი გადაიხადეს რუნისთან შედარებით.
0
№12
ავტორი: ლადო
11 აპრილი 2013 21:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველაზე კარგი რუნიაა...ეხლა ერთი ახალგაზრდა რუნი და ეს რუნი გვყავდეს კლუბშიიი
0
№13
ავტორი: Jubo
11 აპრილი 2013 21:27
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
თავის დროზე კანტონაც იუნაიტედისთვის რეკორდულ თანხად გადმოვიყვანეთ
ამ სიიდან ერთადერთი ვერონმა არ გაამართლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: Luka Gelashvili
11 აპრილი 2013 21:49
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვერონის ყიდვა იგივე ფულის გადაყრა იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: BerbaTov
11 აპრილი 2013 21:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 7
BERBAA :* :* :* :( :( :( :(
0
№16
ავტორი: Red Hooligan
11 აპრილი 2013 23:26
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვერონი კაი იგროკი იყო. უბრალოდ ვერ შეეწყო ინგლისურ ფეხბურთს კარგად. ფორლანსაც ეგრე მოუვიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№17
ავტორი: Beckham 7
12 აპრილი 2013 11:46
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
gilmour,
რუნი რო ისევ ახალგაზრდა იყოს და ევერტონშI თამაშობდეს, დღეს 27 მილიონად არ გაყიდდნენ. მაშინ ეგ თანხა საკმარისი იყო და დღეს მინიმუმ 40_ს მოგთხოვდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№18
ავტორი: chakhna
12 აპრილი 2013 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
WaZza 10,
+1
30 მილიონია ყველაზე დიდი ტრასფერი :დ რეალი კიდე 190 და 200 მილიონებს იხდის და მანჩესტერის დონის მაინც არაა :D
0
№19
ავტორი: UTD-Rule
12 აპრილი 2013 15:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მრავლის მთქმელი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№20
ავტორი: Berba 9
12 აპრილი 2013 20:58
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ბევრი იუნაიტედის გულშემატკივრების გულიდან ბულგარელი არასდროს არ წაიშლება და დღემდე მათი ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელადაც კი რჩება.


ეს ალბათ მე მეხებოდა გოგიტ ხო ?:))
სიახლეს რაც შეეხება, კარგი და საინტერესოა:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top