თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2013, 15:27
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2195,
კომენტარები: 13
უელბეკი:"ამ სეზონმა დიდი გამოცდილება მომცა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ფორვარდმა დენი უელბეკმა განაცხადა,რომ მიმდინრე სეზონმა მას ძალიან დიდი გამოცდილება მისცა.
უელბეკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ფორვარდმა დენი უელბეკმა განაცხადა,რომ მიმდინრე სეზონმა მას ძალიან დიდი გამოცდილება მისცა.ახალგაზრდა ინგლისელმა თავდამსხმელმა ასევე განაცხადა,რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი ეროვნულ ნაკრებში მან კოლოსალური გამოცდილება მიიღო,ამის შემდგომ მიმდინარე სეზონში ის არაერთხელ ვიხილეთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ შემადგენლობაში მნიშნელოვან მატჩებში.დენი თვლის,რომ მიმდინარე სეზონში დაგროვებული გამოცდილება მისთვის სასარგებლო იქნება.

"ევროპის ჩემპიონატი ჩემი შანსი იყო ინგლისი ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად.ვთვლის,რომ მე ჩემი დავალება წარმატებით შევასრულე და ასევე ამ ჩემპიონატიდან მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება,რომელიც მეხმარება პროგრესში.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში რამოდენიმე მატჩი ვითამაშე უჩვეულო პოზიციაზე,მაგრამ მე ეს მაძლევს გამოცდილებს,ამავდროულად ამით შემიძლია უფრო დავრწმუნდე ჩემს შესაძლებლობებში.ერთთადერთი,რაც ეხლა მინდა ეს არის გოლების გატანა,რითაც შევეცდები დავეხმარო ჩემს გუნდს." - განაცხადა უელბეკმა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა ასევე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალ მადრიდის" დაპირისპირებაზე,სადაც "წითელმა ეშმაკები" ძალიან დიდი იმედგაცრუების წინაზე დადგენ.

"დიდი იმედგაცრუების მიუხედავად "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდებული იყო.გუნდის მთავარი მწვრთნელი მატჩის წინ ირჩევს ისეთ შემადგნელობას,რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა და ძალიან ბედნიერი ვარ,რომ მე ორივე მატჩში ძირითად შემადგნელობაში ვიყავი.ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ყველაფერი გავაკეთეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად,მაგრამ ალბათ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.მე ვამაყობ ჩემი გუნდით და ვამაყობ იმით,რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრწყინვალე მატჩი ჩავატარე და გოლიც გავიტანე.მე მინდა,რომ მონაწილეობა მივიღე მნიშნელოვან მატჩებში,რათა გავაუმჯობესო ჩემი თამაშის სტილი." - დაასრუალ უელბეკმა.

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
11 აპრილი 2013 21:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აი რაღაც აკლია ველბეკს, როგორც კარგ ლობიოს მარილი.... biggrin2
0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
11 აპრილი 2013 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ამ კაცმა წელს, ნახევარდაცვის ჩაჯმული საქმე ნახევრად გამოასწრა რა, ნუშა ტიპია და ბევრჯერ წაართვა მეტოქეს ბურთი. კარგი მომავალი აქვს ამას, თუ დავაფასეთ და გვერდში დავიდექით
0
№13
ავტორი: buka oboladze
14 აპრილი 2013 22:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ამის ტექნიკა მომწონს ძალიან ქუსლით პასები და გოლები, მაგრამ რაღაც აკლია რა მაინც, ალბათ გამოცდილება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top