თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2013, 11:55
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 16
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი (გოლები)
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში გასულ გოლებს
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი (გოლები)
ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” თანაქალაქელი “სიტი” მიიღო. შეხვედრა რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 51-ე წუთზე “იუნაიტედის” საჯარიმო მოედნის გარედან ჯეიმს მილნერის გასროლილს დავიდ დე ხეამ ვერაფერი მოუხერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეპიზოდში რიკოშეტმა ბურთს მიმართულება მცირეოდენ შეუცვალა.ზუსტად რვა წუთში წონასწორობა აღდგა – ფილ ჯონსის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ვენსან კომპანის ზურგზე მოხვდა და ისე შევიდა “სიტის” კარში. ამრიგად, “ქალაქელთა” კაპიტანს ავტოგოლი ჩაეწერა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხეს, რაშიც ლომის წილი შეცვლაზე შემოსულმა სერხიო აგუერომ დაიდო. 78-ე წუთზე არგენტინელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და ახლო მანძილიდან დარტყმით დე ხეას შანსი არ დაუტოვა – 1:2.

“მანჩესტერ სიტიმ” 65 ქულას მოუყარა თავი, რითაც ლიდერ “იუნაიტედთან” სხვაობა 12 ქულამდე შეამცირა.

მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი 1–2

შემადგენლობები:

იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ჯონსი, ევრა, რაფაელი, კერიკი, იანგი (კაგავა 90+2), გიგსი, რუნი (ჩიჩარიტო 85), უელბეკი (ვალენსია 80), ვან პერსი.

სიტი: ჰარტი, კომპანი, კლიში, ზაბალეტა, ნასტასიჩი, ბერი, ტურე, ნასრი (აგუერო 71), მილნერი, სილვა (ლესკოტი 90), ტევესი.

გოლები: კომპანი 59' (ა.გ.) – მილნერი 51' აგუერო 78'
გაფრთხილებები:რუნი 32', რაფაელი 90+2', ვალენსია 90+4' – დავიდ სილვა 29', კომპანი 42', ტევესი 85'′, ბერი 90', ზაბალეტა 90+1'.

სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 13:25
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
...RooNeY...FaN...,
ხოო რა +1
0
№12
ავტორი: don_vini
9 აპრილი 2013 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რა გულდასაცწყვეტიც არ უნდა იყოს.და ძნელაი ამის თქმა და აღიარებაა.მაგრამ გუშინ ბაბუს აჯობა მანჩინიმ და მისცა ბევრი სალაპრაკო.ისედაც ენას ვერ აჩერებდა,რომ არ უდნა გვქონდეს ამხელა ქულათა სხაოვა.და ამსი მერე რაღა გააჩერებს ..ამაზე მწყდება გული.თორემ მე-20 ტიტული რომ ჩვენია ამაში მე ეჭვი არ მეპარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№13
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 13:41
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
don_vini,
100% მართალი ხარ!
0
№14
ავტორი: don_vini
9 აპრილი 2013 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
giorgi20002000,
გაიხარე ძმაო თუ მეთანხმები.ჩემი სუბიექტური აზრი დავწერე.და მგონი ობიექტურიც არის./შEიძლება ზოგი არ დამეთანხმოს მაგრამ ასეა.გუშინ აჯობა მანჩინიმ ბაბუს,სამწუხაროდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№15
ავტორი: irakli 10
9 აპრილი 2013 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ეეეჰ ვაღიაროთ რო მანჩინიმ გვაჯობა areyoukiddingme
0
№16
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 16:26
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
don_vini,
კი ძმაო მანჩინიმ გუშინ აჯობა ბაბუს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top