თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2013, 10:04
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2341,
კომენტარები: 15
მორგანის საყვარელი "შვიდიანი"
ალბერტ მორგანის ვრცელი ინტერვიუ...
მორგანის საყვარელი
ალბერტ მორგანი 1996 წლიდან "იუნაიტედის" ეკიპირებას აქცევს ყურადღებას. "Nike"-თან ინტერვიუში მან ისაუბრა მაისურის იმ ნომერზე, რომელმაც "იუნაიტედს" ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა...


რა შესაძლებლობები აქვთ "შვიდიანებს" "იუნაიტედში"?


ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ნომერს ატარებს უნიკალურია, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - გამარჯვება! შეხედეთ კრისტიანო რონალდოს - "რელში" ის ისეთივე ენთუზიაზმით თამაშობს, როგორც ერთ დროს "მანჩესტერში" თამაშობდა. ის დაბადებულია გამარჯვებისთვის და ამისთვის ბევრსაც მუშაობს

თვლით თუ არა, რომ ეს ნომერი ფეხბურთელს სიამაყის გრძნობას და გამრჯვების სურვილს უმძაფრებს?


მე ვფიქრობ, დიახ! ისინი ამ ნომრით ძალიან ამაყობენ. მაგრამ გეტყვით, რომ "შვიდიანი" ბოლო დროს გახდა, ასეთი აუცილებელი. როდესაც მაისურზე ნომერთან ერთად გვარებიც დაიწერეს, ამას დიდი დრო დასჭირდა, რომ ინდივიდუალური სახე მიეღო. მე გამიმართლა რადგან კლუბში ვმუშაობდი იმ დროს, როდესაც ჯონი ბერბი ამ ნომრით თამაშობდა, მაგრამ იმ დროს ის მხოლოდ ნომერი იყო. როდესაც ნომერთან ერთად მაისურზე გვარებიც გაჩნდა, ერიკის, რონის და ასე შემდეგ, "შვიდიანმაც" სიმბოლური დატვირთვა მიიღო.

რას ნიშნავს "შვიდიანი" გულშემატკივრებისთვის?


მოთამაშეები, რომლებიც ამ ნომრის მაისურს ირგებენ საკულტო ადამიანიბი ხდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები "შვიდიანის" მფლობელებს ადიდებენ, ასე რომ ფეხბურთელები მათ გულებს ახარებენ და გულშემატკივრებს ისინი მით უფრო უყვარდებათ.

როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა "შვიდიანი" ასეთი მნიშვნელოვანი?


იმიტომ, რომ ჩვენი "შვიდიანები" ყოველთვის ლიდერები იყვნენ. გონებაში ეგრევე ბრაიან რობსონი მოგივათ - ის ლიდერია 50 წლის შემდეგაც. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ფეხბურთელებს მითითებებს მისცემდა, როგორც სტადიონზე ასევე, მინდვრის გარეთაც.

როგორ აღწერდით ერიკ კანტონას შვიდი სიტყვით?


მე მხოლოდ ერთი სიტყვა მჭირდება - ლეგენდარული! ასეთი ფეხბურთელი აღარასდროს იქნება და მეც სურვილი არ მაქვს ამის. ერიკი შესანიშნავია! ის ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს. როდესაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს, კარგად მუშაობდა ახალგაზრდებთან კლიფში. შევხვდებოდი იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ერიკი ავარჯიშებდა და გავიგებდი თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა მან მათზე.

რა შეგიძლიათ თქვათ კრისტიანო რონალდოზე?


რონი შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვიხსენებ. ჩვენ მასთან კარგად ვმუშაობდით. ის შესანიშნავ გოლებს იტანდა "მანჩესტერში" და არ დასუსტებულა ესპანეთში გადსვლის შემდეგ. მინდა, რომ დაბრუნდეს. თუ გინდა მოთამაშე, რომელიც მძიმე სიტუაციაში დაგიხსნის, ეს რონია. ის ამას ხშირად აკეთებდა და ძალიან ლამაზ გოლებსაც იტანდა.

თუ კანტონა ლეგენდარულია, რომელ სიტყვას შეუფერებდი რონალდოს?


ბრწყინვალეს!

კიდევ არის ჯორჯ ბესტი. ის "იუნაიტედში" მანამდე თამაშობდა სანამ თქვენ მოხვიდოდით. მაგრამ, მაინც როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარმა, ისიც ამიღწერეთ.


მას შემდეგ თამაში ძალიან შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მაინც იბრწყინებდა. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისით. როგორც ყველა სხვა, მეც მისი გულშემატკივარი ვიყავი ბავშვობაში:თმის სტილი, ჩაცმულობა, ამ ყველაფერში მას ვბაძავდი. და რათქმაუნდა ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო.

ერთი სიტყვა ბესტზე?


დიდებული!

ვისგან დაიწყოს "შვიდიანი"?


რათქმაუნდა ჩემგან არა. მე ვფიქრობ "შვიდიანი" ერიკის შემდეგ გახდა ყველაზე მაგიური ციფრი, ასე რომ ეს ერიკისგან დაიწყო.

რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი გოლი, რომელიც "შვიდიანმა" გაიტანა?


მე ასეთი ბევრი გოლი მაქვს. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კი მაინც კანტონას გოლია, რომელიც მან "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემს" მაღლითა ცხრიანში, თავური დარტყმით გაუტანა. ის ყველაზე მაღლა ახტა და ბურთიც რაკეტასავით წავიდა კარის ბადისკენ. მეორე გოლიც კანტონას ეკუთვნის, რომელიც მან "ნიუკასლს" გაუტანა ფილ ნევილის ჩაწოდების შემდეგ. შემდეგ რათქმაუნდა რონალდოს გოლი "პორტსმუტის" კარში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უძლიერესად შესრულებული ჯარიმა "არსენალის" კარში...ყველა გოლი ჩვენი "შვიდიანების" გატანილია და მე ეს გოლები ძალიან მიყვარს!

"შვიდიანებიდან" რომელიმეს თუ ჰქონია თავისი რიტუალები ფორმასთან დაკავშირებით?


დავიწყებ რონალდოსგან. ის ყოველთვის აჭრიდა გეტრს პატრა ნაწილს. ერიკიც განუმეორებელი იყო. და აქაც საქმე გეტრებს ეხებოდა. ყოველი მატჩისთვის მასთან ახალ-ახალი გეტრები მოჰქონდათ და ის მარილს აყრიდა შიგ. ის არასდროს არ გამომტყდარა, თუ რატომ იყრიდა მარილს და ეს ჩვენთვის ისევ გამოცანად რჩება. მას მკერდზე ჰქონდა ტატუ, რომელზეც ინდიელი ბელადი ეხატა, და ვფიქრობდით, რომ ბელადს უყვარს თევზი და შემწვარი კარტოფილი. არავინ იცის თუ რატომ აკეთებდა ასე ერიკი, მაგრამ ეს მუშაობდა.

თქვენი აზრით "შვიდიანებიდან" ყველაზე დიდი გავლენა, რომელმა მოახდინა "იუნაიტედზე"?


ეს ერიკი იყო. ნამდვილად ერიკი! რობსონი ჯერ კიდევ არ თამაშობდა, როდესაც ერიკი მოვიდა კლუბში და მისი ადგილი დაიკავა. მახსოვს თუ როგორ კარგად შეცვალა ბექემმა კანტონა, მასაც ძალიან სურდა "შვიდიანი". მანაც კარგად წარმოაჩინა თავი. მაგრამ ჩემს ფავორიტად მაინც ერიკი რჩება. ის მილიონ ფუნტად შეიძინა კლუბმა და ის კლუბი მას მილიონ ფუნტად არასდროს გაყიდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ლეგენდაა!

კიდევ გაქვთ ერიკთან ურთიერთობა?


ზოგჯერ. როდესაც ის ჩვენთან მოდის ყველას გვნახულობს. ის ნამდვილი ადამიანია, რომელსაც არ უყვარს აურზაური. მახსოვს ასეთი შემთხვევა. ერთ დღეს ერიკი გასახდელში შევიდა. ყველა პიჯაკებში იყო გამოწყობილი. ერიკს კი ლამაზი ლურჯი პიჯაკი და მოყავისფრო ფეხსაცმელი ეცვა. და ეს ის დრო იყო, როდესაც პიჯაკთან ერთად მხოლოდ შავი ფეხსაცმელი უნდა ჩაგეცვა. მეც რომ ასე ჩამეცვა საგიჟეთში გამაგზავნიდნენ, მაგრამ ერიკი მილიონ დოლარს ჰგავდა. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც სტივ ბრუსი, რომელიც თავის ადგილზე იჯდა და პროგრამას კითხულობდა, აწია თავი და დაიძახა:"ოჰო!" ასე დამამახსოვრდა ერიკი!

როგორი იყო ერიკი ცხოვრებაში?


ის შესანიშნავი ბიჭი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ხუმრობა. მას არ უყვარდა საჯაროდ გამოჩენა. მე ეს პირადად არ მინახავს, მაგრამ ჩემი მეგობარი, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობდა მეუბენოდა, რომ ერიკი ხშირად შედიოდა პაბში, ლუდის დასალევად. ის ყურადღებას არ იქცევდა. ის მოდიოდა, რომ დომინო ეთამაშა მოხუცებთან, რომლებსაც ის ძალიან უყვარდათ. ის აიღებდა კოლას და მიდიოდა პაბის ბოლოში სათამაშოდ. ამით კი ადგილობრივი ხალხი გაგიჟებული იყო.

ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ის არ იყო კომუნიკაბელური?


ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო. ასეთივეა ახლაც! ის უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია!

მატჩის წინ ან გასახდელში თუ ახდენდა ფეხბურთელებზე ზეგავლენას?


ის ყოველთვის ახდენდა ზეგავლენს სხვებზე. მე არასდროს არ მინახავს ადრე, რომ ვინმე სადილის შემდეგ ვარჯიშობდეს. სქოულზი, ბექემი, ძმები ნევილები და სხვა მოთამაშეებიც მის დანახვაზე ცახცახებდნენ. მახსოვს, როდესაც ინგლისის თასის ფინალზე წავედით "ლივერპულის" წინააღმდეგ და გავჩერდით უინდსორში ადგილობრივ სასტუმროში სახელად "ოკლი კორტი". ყველა ფეხბურთელი სასადილო ოთახში იყო მწვრთნელებთან ერთად და მე რომელიღაც ოთახში ფანაჯარა შევნიშნე ღია. ფანჯრიდან ჯერ ერთი ფეხი და შემდეგ მეორე შემოყო ვიღაცამ და საბოლოოდ ერიკი შემოძვრა. მე მწვრთნელს ვკითხე:"რა ხდება?" ჩვენ ერთდროულად შევხედეთ ერიკს, რომელმაც უცბად ვარჯიში დაიწყო და ათი წუთი არ გაჩერდა, შემდეგ გაიხადა და დასაძინებლად დაწვა.

და ბოლოს, რას განსაზღვრავს "შვიდიანის" სულისკვეთება?


ვფიქრობ, ეს ინდივიდუალურობაა. მოთამაშე მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს ეს ნომერი, რომ ატაროს!


ავტორი ლადო ღონღაძე!
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
6 აპრილი 2013 13:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოოოლ ძაან მაგარია <3
0
№12
ავტორი: Esi
6 აპრილი 2013 15:13
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ლადო!
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
6 აპრილი 2013 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ბრავო ავტორ, დიდად ვისიამოვნე
0
№14
ავტორი: buka oboladze
6 აპრილი 2013 23:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Sauketeso shvidiani imedia zaha gaxdeba <3
0
№15
ავტორი: Red Hooligan
7 აპრილი 2013 00:43
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
buka oboladze,
ჩმახავ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top