თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2013, 20:27
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 11
რუნი სავარაუდოდ "დერბისთვის" დაბრუნდება
სერ ალექსი იმედოვნებს, რომ რუნი გუნდს "სიტისთან" მატჩში დაეხმარება
რუნი სავარაუდოდ
სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ უეინ რუნი საზარდულის ტრავმას „დერბიმდე“ მოიშუშებს და სამშაბათის შეხვედრაში „იუნაიტედს“ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
უეინმა ამ მიზეზით, ბოლო კვირაში „სანდერლენდთან“ და „ჩელსისთან“ მატჩები გამოტოვა. თავდამსხმელმა ტრავმა წინა თვეში, ინგლისის ნაკრებში მიიღო და უკვე მეორე შეხვედრაში ვერ დაეხმარა „იუნაიტედს“.
სერ ალექსი ამბობს, რომ რუნიმ ტკივილი გუშინდელ ვარჯიშზეც აწუხებდა და გადაწყვიტა, რომ „ჩელსისთან“ მატჩიც გამოეტოვებინა. შოტლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ის 8 აპრილამდე გუნდს დაუბრუნდება.
"რუნიმ საზარდულის ტრავმა ინგლისის ნაკრებში მიიღო, ტკივილებმა კი გუშინდელ ვარჯიშამდე გასტანა და აღარ გავრისკეთ. ვიმედოვნებ, რომ ის სამშაბათის მატჩისთვის მზად იქნება." - განაცხადა ფერგიუსონმა.

დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა ჯონი ევანსმაც მუხლის მყესის დაჭიმულობის გამო. ჩრდილო ირლანდიელმა „სანდერლენდთან“ მატჩის პირველ ტაიმში რაფაელი შეცვალა და მსაჯის სასტვენამდე ტკივილებით ითამაშა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Shitystan dabrundes ra martla
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top