თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 21:32
ავტორი: Armani,
ნანახია: 2862,
კომენტარები: 11
სერ მეტ ბასბის ციტატები
ბევრს არ უყვარს მანჩესტერი. აქ მუდამ წვიმს, შეუძლებელია ქალაქში გასვლა, თუმცა ბასბისთვის ყველაფერი სხვაგვარდაა...
სერ მეტ ბასბის ციტატები
თითქმის ყველას გსვმენია, ლეგენდარულ სერ მეტ ბასბიზე, მისი გუნდისა და ტიტულების შესახებ. ალბათ ყველას გვინახავს მისი ძეგლი და ყველა მას დიდ პატივს ვცემთ. თუმცა უმრავლესობა, მხოლოდ როგორც ისტორიის პერსონაჟს, ისე იცნობს. ყოველ კვირას ვკითხულობთ სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუს და ვისმენთ მის კომენტარებს. თუმცა ამაზე ვერ ვიტყვით ბასბიზე, ის ჩვენგან ძალიან შორსაა. უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ ფიქრობდა ის ''მანჩესტერ იუნაიტედის'' წარმატებაზე. შესაძლოა, მისი ციტატების მეშვეობით, გავეცნოთ მას და ვიქონით წარმოდგენა ლეგენდარულ სერ მეტ ბასბიზე.

1. ციტატა ეძღვნება განუმეორებელ ჯორჯ ბესტის.

''თამაშის ტაქტიკა იყო ასეთი. მხოლოდ ამას ვამბობდი: ''ბურთი ჯორჯს გადაეცით, პირველივე შესაძლებლობაზე''.


2. მთელი საფეხბურთო სამყარო მისტერ სტეილეზს მონსტრად თვლიდა, თუმცა ბაბსბი მის შესახებ სხვა აზრისა იყო.

''ნობი სტეილეზი უხეში ფეხბურთელია? არა, მას არავისთვის არ მიუყენებია ტკივილი. თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ოდნავ მშიშარაა.


3. კვლავ ჯორჯ ბესტი. ამჯერად ბასბი მის დრიბლინგზე საუბრობს.

''მას ნებისმიერი ფეხით შეეძლო თამაში. ხანდახან ჩანდა, რომ მას ექვსი ფეხი ჰქონდა''.


4. ''მანჩესტერ იუნაიტედის'' გამარჯვების ფსიქოლოგია, რომელიც ყოველთვის აქვს.

''არასდროს მსურდა ის, რომ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' რომელიმე გუნდს მიმსგავსებოდა. მხოლოდ საუკეთესოს შეუძლია იყოს საკმარისად კარგი.


5. შემდეგი ციტატა ბობი ჩარლტონს ეხება.

''მას, მას შემდეგ აღმერთებდნენ, როდესაც 20 წელი შეუსრულდა''.


6. ''მანჩესტერ იუნაიტედის'' პოლიტიკა, როგორც მოგეხსენებათ ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდა იყო და არის.

''თუ შენ მათ სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებ, მაშინ ვერ გაიგებ თუ რა ფეხბურთელები გყავს''.


7. ბასბის თავისი თავდამსხმელების ყოველთვის ბოლომდე სჯეროდა.

''როდესაც საკუთარ კარში გოლი გადის, არ ვდარდობ, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი ფორვარდები შეძლებენ მატჩის შემობრუნებას''


8. ბევრს არ უყვარს მანჩესტერი. აქ მუდამ წვიმს, შეუძლებელია ქალაქში გასვლა, თუმცა ბასბისთვის ყველაფერი სხვაგვარდაა.

''მანჩესტერი - ჩემთვის სამოთხეა''.


9. როგორც ჩანს, მეტ ბასბის ტყუილად არ დაუმსახურებია - ''სერ''.

'' გამარჯვება - ყველაფერი არ არის. გამარჯვებაში ამპარტავნება არ უნდა იყოს, ხოლო მარცხის დროს უიმედობა.


10. ბოლო ციტატა დუნდაკ ედვარდს დაეთმობა, რომელიც მილიონი ადამიანის მეხსიერებაში რჩება და დარჩება.

''წლების განმავლობაში ხალხი, ზოგიერთ მოთამაშეზე ''ახალ დუნკან ედვარდს'' ეძახდა. თავიდან დევიდ მეკეის ეძახდნენ, შემდეგ ბრაიან რობსონს. თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მიუახლოვდება მას. ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო , რომელიც თავს დაქვემდებარებულად მაგრძნობინებდა''.


წყარო: manutd8.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
31 მარტი 2013 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
საინტერესოა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top