თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 21:01
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 12
ფერგიუსონი გუნდის სულისკვეთებით კმაყოფილია
"გუნდის სულისკვეთება, კონცენტრაცია, მატჩებზე ფოკუსირება, 25 მოგება პრემიერ ლიგის 30 მატჩში და ახალი რეკორდი." - "იუნაიტედი" შესანიშნავ ფორმაშია
ფერგიუსონი გუნდის სულისკვეთებით კმაყოფილია
სერ ალექს ფერგიუსონი საკუთარი ფეხბურთელების სულისკვეთებით კმაყოფილია. მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად ბრძოლისათვის „წითლების“ შემადგენლობიდან 3 მოთამაშემდე დაზარალდა, მაგრამ სერ ალექსი თვლის, რომ მათი ეს უმნიშვნელო ტრავმები 8 აპრილს „სიტისთან“ მინიმუმ 15 ქულიანი უპირატესობით შესახვედრაც ღირდა.
“ფეხბურთელებს დიდი ბრძოლა მოუწიათ. შეხვედრაში ორი თუ სამი ტრავმით დავზარალდით, რაც მოთამაშეების გამბედაობამ გამოიწვია. დღევანდელი შედეგი ნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრას მინიმუმ 15 ქულიანი უპირატესობით შევხვდებით.
პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი „სანდერლენდმა“ შეგვიტია. ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ დე ხეა დავკარგეთ, ის რამდენიმე წუთი იწვა, მაგრამ წამოდგა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა გალვანიზაცია მოახდინეს - გუნდის სულისკვეთება, კონცენტრაცია, მატჩზე ფოკუსირება ყველა მატჩში. 25 მოგება პრემიერ ლიგის 30 მატჩში, რომელიც ახალი რეკორდია. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ“


“იუნაიტედი“ პრემიერ ლიგაში უკვე 6 მატჩია კარს მშრალად ინახავს.
“კონცენტრაცია უწინდელთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებულია. სეზონის დასაწყისში ბევრ ბურთს ვუშვებდით, მაგრამ მას შემდეგ რაც მცველები - სმოლინგი, ჯონსი, ვიდიჩი დაბრუნდნენ და როცა მათთან ერთად ფერდინანდი და ევანსი გყავს, ამ ხუთივეს გამოყენება სიტუაციას ბევრად უფრო მარტივს ხდის.“ - დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
31 მარტი 2013 12:45
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ლინდერა 2 თამაშზე შემოიყვანოს თორე ოქროს მედალს ვერ აიღებს და ცოდოაა...
0
№12
ავტორი: buka oboladze
31 მარტი 2013 13:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Shako Jones,
Radros lindegaardiss medalze fiqria mtavari titulia.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top