თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2013, 15:46
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 18
ფერგიუსონი ქულათა სხვაობით გაკვირვებულია
"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებულია, რომ სატურნირო ცხრილში ორ მანჩესტერულ კლუბს შორის, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან სხვაობა 15 ქულაა...
ფერგიუსონი ქულათა სხვაობით გაკვირვებულია
წინა სეზონის მარცხის შემდეგ, სადაც "სიტიმ" "იუნაიტედს" მხოლოდ ბურთების სხვაობით მოუგო, სერ ალექსი თვლიდა, რომ ეს სეზონი უფრო რთული იქნებოდა მისი კლუბისთვის. მაგრამ ფაქტი სახეზეა, "იუნაიტედს" ვერც ერთმა კლუბმა ვერ გაუწია დიდი კონკურენცია, ჩემპიონობაში.
სერ ალექსი თვლიდა, რომ მისი კლუბისთვის მთავარი კონკურენტები "ჩელსი" "არსენალი" და "ტოტენჰემიც" იქნებოდნენ, რადგან მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები შეიძინეს.

Sirius XM-თან ინტერვიუში სერ ალექს დაუსვევს ასეთი კითხვა, ელოდებოდა თუ არა, რომ ორ კლუბს შორის ქულათა სხვაობა საკმაოდ მცირე იქნებოდა, მან კი ასეთი პასუხი გასცა:"რათქმაუნდა. ისეთი კლუბები, როგორებიც არიან "ჩელსი" "არსენალი" "ტოტენჰემი" და რათქმაუნდა "მანჩესტერ სიტიც", რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაძლიერდა, იბრძოლებდნენ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად."

"წინა სეზონის შემდეგ ჩვენ ვთქვით:"მოდით ავიღოთ იმდენი ქულა, რომ მოწინააღმდეგემ ბურთების სხვაობითაც ვეღარ მოგვიგოს.", იმიტომ რომ ეს სწორედ წინა სეზონში ვიხილეთ."

"რათქმაუნდა ჩვენ გამოვასწორეთ თამაშიც და ბევრი ბურთის გატანაც დავიწყეთ, მაგრამ არ მეგონა თუ სეზონის ამ ნაწილში ქულათა სხვაობა ამხელა იქნებოდა."

იმისდა მიუხედავად, რომ "იუნაიტედს" ტიტული თითქმის ხელში აქვს, სერ ალექსი თვლის, რომ შაბათს "სანდერლენდთან" გასამართი მატჩი მათთვის ძალიან რთული იქნება.

"ნებისმიერი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები ფორმაში ჩადგებიან." - დაამატა სერ ალექსმა. - "მე უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი ფეხბურთელები კარგ ფორმაში იქნებიან და "სანდერლენდთანაც" შედეგიან მატჩს ჩავატარებთ, ხოლო ორშაბათს "ჩელსისთან" საპასუხო მატჩს. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი შემადგენლობისთვის და მხოლოდ იმაზე იქნება ჩვენი წარმატება დამოკიდებული თუ რა შემადგენლობას ავირჩევ."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
27 მარტი 2013 21:31
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
15 ქულა მართლა ბევრია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: red devils ...
27 მარტი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
Goodbye City manutd
0
№13
ავტორი: Jubo
27 მარტი 2013 22:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა! (კიდევ უნდა გავზარდოთ! megustamucho )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: Red Hooligan
27 მარტი 2013 23:36
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
წელს პრემიერ-ლიგის მოგება პრონციპულია მანჩესთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№15
ავტორი: don_vini
28 მარტი 2013 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით ყვეალფერი დამთავრდა უკვე.მაგრამ მთავარი თამაში ოლდტრაფორზე სიტისთანაა.6 ქულა ორ თამაშში უდნა ავუღოთ სიტის.დანაღცენი დაამტკიცცა ყველა და ყველაფერი მანჩესტერმა.ეს პატარა ნიუანსიღა დარჩა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№16
ავტორი: red devil
28 მარტი 2013 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
uri13,
gayidis savachro centri ki ar aris:D sheidzleba chichas da welbeks ufro meti shansi misces tavis warmochenis me mgoni chempionobas ro gavipormebt gamoucdelebs miscevs shanss
0
№17
ავტორი: Amerigo
28 მარტი 2013 16:56
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
VaRdo,
ეჰ ნეტა მართლა ასე გააკეთონ!
0
№18
ავტორი: koko2222
28 მარტი 2013 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
პრემიერ ლიგა
FA CUP
ჩვენიაააა
ვინ მეთანხმება??????????
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top