თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2013, 15:40
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2641,
კომენტარები: 11
ფილ დაუდი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას განსჯის
50 წლის რეფერი დაინიშნა ფა თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელიც 1 აპრილს გაიმართება...
ფილ დაუდი
მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდება 1 აპრილს, სადაც "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებმა პირველი მატჩი 10 მარტს გამართეს, "ოლდ ტრაფორდზე" რომელიც 2-2 დასრულდა. 1 აპრილს კი ამ ორ დიდ ინგლისურ გრანდს შორის გაირკვევა, თუ ვინ შეხვდება ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის".

უნდა აღინიშნოს, რომ დაუდს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს "იუნაიტედთან" დაკავშირებით. სერ ალექს ფერგიუსონმაც მასზე განაცხადა, რომ ჯერ ფორმაში არაა.

მიმდიარე სეზონში დაუდმა "იუნაიტედის" მონაწილეობით მხოლოდ ერთი მატჩი განსაჯა, რომელიც "ეშმაკუნებმა" "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ ითამაშეს და ის მატჩი მოიგეს. იმ მატჩში "ვესთ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა განაცხადა, რომ არბიტრმა გადაწყვეტილებები "იუნაიტედის" სასარგებლოდ მიიღო. ამ აზრის გამოთქმის გამო დიდი სემი 8 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.

რაც შეეხება "ჩელსის" და დაუდის ურთიერთობას, არბიტრმა "ლურჯების" მატჩი ორჯერ განსაჯა, რომლებშიც ლონდონელებმა 10 უპასუხო ბურთი გატანეს და არც ერთი გაუშვეს. სწორედ ფილი ნსჯიდა წინა სეზონში ფა თასის ფინალურ შეხვედრას.



წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
27 მარტი 2013 23:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ობიექტური მსაჯია. ინგლისური ფეხბურთის ტრადიციების მცოდნე და რაზე დებენ ინგლისში მაგალითად პენალტს ან რამეს კარგად ესმის ამას. ვნახოთ როგორი მატჩი გამოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top